მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ოთარ გოგოხიას ალექსანდრე ჩიკვაიძე შეცვლის
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამეგრელო–ზემო სვანეთის მხარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ოთარ გოგოხია დაკავებული თანამდებობიდან გადაყენებულია. სპეციალურ ბრძანებას ოთარ გოგოხიას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ხელი  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ გუშინ მოაწერა. დღეს კი ოთარ გოგოხიას აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის აპარატის ერთ-ერთი თანამშრომელი ალექსანდრე ჩიკვაიძე ჩაანაცვლებს. ამის შესახებ ინფორმაცია smo news-ს საკუთარმა წყარომ რამდენიმე წუთის წინ მიაწოდა. “დაახლოებით ერთ საათში წარმომადგენლობაში ალექსანდრე ჩიკვაიძეს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის აპარატის უფროსი ზუგდიდში წარადგენს. ზუსტი დრო ჯერჯერობითარ ვიცით თუმცა თერთმეტი საათი სახელდებოდა”-აცხადებს smo news-ის წყარო. ცნობისათვის, ალექსანდრე ჩიკვაიძე ვახტანგ ყოლბაიას კადრია, რომელმაც სავარაუდოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის საკადრო წმენდა უნდა განახორციელოს. ალექსანდრე ჩიკვაიძე მუშაობას ზუგდიდში დღეიდან შეუდგება.
წყარო: smo.ge
smo.ge
01.12.2015
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: That's an iniltelgent answer to a difficult question xxx
ზუგდიდი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 26 °C + 27 °C
ღამით + 7 °C + 12 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.