მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ზუგდიდის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიამ ბენეფიციარები მოინახულა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოციალურ საკითხთა კომისიის წარმომადგენლებმა, საკრებულოს იურიულ და სამანდატო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ მაიზერ ნანავამ და განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დაზმირ ძიმცეიშვილმა ახალსოფლის, რიყის, კორცხელის, ბაშისა რუხის ადმინისტრაციულ ერთეულებში ბენეფიციარები მოინახულეს და მათი მდგომარეობა ადგილზე შეისწავლეს. ბენეფიციარებმა განცხადებით ბინის ქირით უზრუნველყოფის და მომვლელის პროგრამაში ჩართვის მოთხოვნით მიმართეს. სოციალურ საკითხთა კომისია სხდომაზე განიხილავს ბენეფიციარების განცხადებებს, საჭიროებებს და მოხდება კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. მოგვიანებით კი მაიზერ ნანავამ და დაზმირ ძიმცეიშვილმა ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში მზევინარ კვარაცხელიას საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს.  ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი შესრულებულია. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა 16 ადმინისტრაციულ ერთეულში სოციალურად მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებს საცხოვრებელ სახლებს უშენებს.
წყარო: smo.ge
smo.ge
02.12.2015
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ზუგდიდი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 33 °C + 34 °C
ღამით + 21 °C + 22 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.