მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
პარლამენტის კომიტეტის გასვლითი სხდომა ბორჯომში
ბორჯომი. უკანასკნელ ხანს ქვეყანაში შექმნილი დაძაბული პოლიტიკური ვითარების გამო პარლამენტის სხდომები აღარ ტარდება და ახლა პარლამენტარები რეგიონებში გასვლებით ავსებენ საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში შექმნილ ვაკუუმს. ადგილებზე ეცნობიან და იხილავენ არსებულ პრობლემებს, სახავენ გზებს მათი დაძლევისათვის.

სწორედ ამ მიზნით 29 მაისს ბორჯომში ჩამოვიდნენ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრები, ეკონომიკის და გარემოს დაცვის სამინისტროების, სატყეო დეპარტამენტის, სხვა უწყებების წარმომადგენლები, რეგიონის რაიონების დეპუტატები.

შეხვედრას ესწრებოდნენ ბორჯომის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბატონი გიორგი ტალახაძე, რაიონის გამგებელი ბატონი ვახტანგ მაისურაძე.

კომიტეტის სხდომას უძღვებოდა მისი თავმჯდომარე ბატონი აკაკი ბობოხიძე.

მოახლოებულ ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში არსებული მდგომარეობის შესახებ ვრცლად ისაუბრა ეროვნული პარკის დირექტორმა თომა დეკანოიძემ, რომელმაც თვალსაჩინოების ფართოდ გამოყენებით (სტუმრებს ეკრანზე 20 წუთიანი ფილმი უჩვენეს პარკის შესახებ), დაწვრილებით გააცნო ტურისტული სეზონის მზადებასთან დაკავშირებული გეგმები. ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარკი ფაქტიურად მზადაა ტურისტების მისაღებად. სრულ მზადყოფნაშია ტურისტული ბილიკები, დასასვენებელი კოტეჯები, სამცველოები და ა.შ. სამწუხაროდ, ქვეყანაში შექმნილი დაძაბული პოლიტიკური ვითარების გამო, ტურისტთა შემოსვლა ფერხდება. თუ 2007 წელს ეროვნულ პარკში ტურისტების სტუმრობით 23 ათასი ლარი შემოვიდა, 2008 წელს, აგვისტოს ომის გამო, შემოსავალი მხოლოდ 13 ათასი ლარი იყო, ხოლო მიმდინარე წელს შარშანდელთან შედარებით ტურისტთა შემოსვლა 50+-ით შემცირდა.

საკითხის განხილვისას ყურადღეEბა გამახვილდა ტუროპერატორებთან, საელჩოებთან ახლო ურთიერთობის დამყარების თაობაზე, რათა მოვიზიდოთ ტურისტები. საერთო ჯამში ეროვნული პარკის სეზონისათვის მზადება დადებითად შეფასდა.

დღის წესრიგის მეორე საკითხი მიეძღვნა ბორჯომის რაიონის სატყეო სექტორში შექმნილ ვითარებას, ინფორმაციით გამოვიდა სატყეო დეპარტამენტის პასუხისმგებელი წარმომადგენელი ბატონი გოგი დათუნაიშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ ქვეყანაში დაწყებულია ტყეების იჯარით გაცემის პროცესი, მაგრამ სანამ ტყეების ინვენტარიზაცია არ ჩატარდება, მანამდე ტყეებში ვერ შევა ინვესტორი. გადაწყვეტილია ინვესტორზე ტყეების 10 წლიანი ვადით გაცემა, რაც კომიტეტის წევრებმა არასაკმარისად ჩათვალეს და დეპარტამენტს და ეკონომიკის სამინისტროს დაავალეს გაითვალისწინონ ტყეების იჯარით გაცემის პერიოდის ხანგრძლივობა.
რაც შეეხება ბორჯომის ტყეებს, იგი მთლიანად საკურორტოა და აქ ინვესტორი არ შემოვა, არც სამრეწველო ჭრებია დაშვებული. ბორჯომის ტყეებში შესაძლებელია მხოლოდ მოვლითი ჭრების განხორციელება.

საფუძვლიანი სჯა-ბაასი გაიმართა სამასალე მერქნის მოპოვებასთან დაკავშირებით. 5 წელია რაიონში არ ხდება სამასალე მერქნის მოპოვება. არადა არიან ოჯახები, რომლებსაც ხე-მასალა ესაჭიროებათ სახლის ასაშენებლად, კიბის, ფანჯრის თუ სახურავის გამოსაცვლელად, ნაკვეთის შემოსაღობად.

კომიტეტის წევრების გაოცება გამოიწვია რაიონის გამგებლის ბატონ ვახტანგ მაისურაძის განცხადებამ - რაიონში ხიდების აღსადგენად და მშენებლობისათვის, სხვა საჭიროებისათვის ხის მასალას თბილისში, ელიავას ბაზრობაზე, მამასისხლად ვყიდულობთო, მასალის მსურველები უამრავია და ვერ ვეხმარებითო.

ითქვა იმის შესახებაც, რომ კანონით საშეშე მერქანი ტყეში 1,5 მეტრად უნდა დაიჭრას და ისე უნდა გამოვიტანოთ, რაც შეშის მსურველს ერთობ ძვირი უჯდება. მაგრამ რატომ არ შეიძლება ხის გამოტანა ხარ-კამეჩით? ამ რეკომენდაციის განხილვა სატყეო დეპარტამენტს დაევალა. სამწუხაროდ, კომიტეტის წევრთა გამოსვლებიდან ვერავითარი დამაიმედებელი პასუხი ვერ მოვისმინეთ სამასალე მერქნის გაცემასთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რომ კანონი უნდა შესრულდეს და მისი დარღვევის უფლება არავის აქვს.

სამაგიეროდ, დიდხანს გაგრძელდა საუბარი იმის თაობაზე, თუ როგორ, რა წესით გავცეთ მოსახლეობაზე ლობიოსა და პამიდორის სარი (ჭიგო)?! და სატყეო დეპარტამენტს დაევალა 10 დღის ვადაში ჩამოაყალიბოს ჭიგოს გაცემის წესები. თავისი გულისტკივილი გამოთქვა სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს უფროსმა ალექსანდრე თუმასიანმა, რომელმაც განაცხადა: _ დღეს რეინჯერს 3-4 ათასი ჰა ტყე აბარია, რომლის საფუძვლიანად მოვლა და დაცვა შეუძლებელია და მოითხოვა ამ საკითხის დარეგულირება.

ვისარგებლეთ პარლამენტის წევრების სტუმრობით და მათ წინაშე დავაყენეთ ჩვენს ტყეებთან დაკავშირებული საკითხები. საკურორტო ტყეები სავალალო დღეშია, იჩეხება პლატოს ტყე-პარკი და სხვა ადგილებიც.  ხანძრის შედეგად დიდი ზიანი მიადგა წაღვერის ტყეს (დაიწვა 900 ჰა), მისი აღდგენა საშური საქმეა, როგორც გამონაკლისი, იქნებ აღდგეს ბორჯომში სატყეო მეურნეობა, რომელიც უზრუნველყოფს საკურორტო ტყეების მოვლა-პატრონობას და საიმედო დაცვას.

დღეს ტყეს არაკვალიფიციური კადრები ემსახურება. ასეთ სიტუაციაში გაუქმდა 80 წლის და დიდი ტრადიციების მქონე ბორჯომის სატყეო კოლეჯი, რაც აუნაზღაურებელ ზიანს მიაყენებს მომავალში ჩვენს ტყეებს. იყო სხვა საინტერესო კითხვებიც. სამწუხაროდ, ჩვენს წინადადებებს უარყოფითი პასუხი გაეცა.

დასასრულს, პარლამენტარმა ბატონმა ზაზა გამცემლიძემ განაცხადა: - რამდენიმე თვის წინათ ტყის ცნობილ სპეციალისტებთან ერთად გადავწყვიტეთ შემუშავდეს ტყის დაცვის კოდექსი, რომელიც, ალბათ, სექტემბრისთვის მზად იქნება და რომელშიც დღეს არსებული ყველა პრობლემის დარეგულირების გზები ჩამოყალიბდება.

ამ იმედით დავემშვიდობეთ სტუმარ-მასპინძლები ერთმანეთს.

ვალერიან ლომიძე
11.06.2009
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Which came first, the problem or the souoitln? Luckily it doesn't matter.
: 20
: You saved me a lot of hsasle just now.
ახალციხე დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 17 °C + 16 °C
ღამით -1 °C 0 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.