მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
სიტყვაში გაცხადებული უფლის სადიდებელი
ბორჯომი. აპრილის ბოლო კვირიდან 15 მაისამდე საქართველოში საბიბლიოთეკო დღეები მიმდინარეობდა. ამ დროს რაიონის ყველა ბიბლიოთეკაში საინტერესო ღონისძიებები ჩატარდა, ხოლო რაიონულ ბიბლიოთეკაში გაიმართა ღონისძიება "აღდგომიდან ამაღლებამდე", რომელსაც რაიონის ხელმძღვანელობა, ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველები, ღვთისმშობლის მონასტრის კეთილმოწამე მონაზვნები - დედა ნინო, სქიმმონაზონი - ევგენია და დედა ელისაბედი დაესწრნენ.

ყოველი ქმნილება ღვთის განსაკუთრებულ აზრს გამოხატავს: "საკვირველი ხარ, შენ, უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი". ამ საოცარი სიტყვებით გახსნა ღონისძიება საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორმა ნაირა ალხაზიშვილმა, რომელიც 33 წელია ამ სფეროში მოღვაწეობს და ღვთის წყალობით საპასუხისმგებლო საქმიანობას ეწევა თანამშრომლებთან ერთად.

ღონისძიებას ალამაზებდა მგალობელთა გუნდი. მგალობლები ვიქტორ არონიშვილი, ომარ ტატიშვილი, ლევან ბითაროვი საამოდ გალობდნენ. შესანიშნავი მოხსენებებით გამოვიდნენ: ნანა ჩაჩანიძე - "თომას კვირა", ნატო ოქროშიაშვილი - "ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი და მირონმდინარე ხატი", ბიბლიოთეკის ბიბლიოგრაფი იზოლდა ლურსმანაშვილი - "ანდრია პირველწოდებულის ხსენება", თეონა მეტრეველი (#1 საჯარო სკოლის მოსწავლე) - "თამარის ხსენება", თიკო სტეფნაძე (#1 საჯარო სკოლის მოსწავლე) - პატრიოტული ხასიათის ლექსით "თამარობა", დემურ არონიშიძე - "ამაღლების მნიშვნელობა", ნანა გაიხარაშვილი - "დავით გარეჯელ მამათა ხსენება", ცირა გრიგალაშვილი - "ქვათახევში წამებულ მამათა და დედათა ხსენება, ფატი მელიქიძე - "გიორგობა", მარიზა ჯიქია ლექსით - "აღდგომის მესა" და ა. შ.

ღონისძიება მეტად საინტერესო და შთამბეჭდავი იყო. როგორც სტუმრად მოწვეულმა მონაზვნებმა აღნიშნეს: - ეს ღონისძიება ღმერთის სადიდებელი იყო, იმდენად შინაარსიანი, რომ თავი წირვაზე წარმოვიდგინეთო.

,,თვინიერ ჩემსა არა ძალგიძთ - ბრძანებს უფალი და მართლაც, ჩვენ არ შეგვიძლია გადარჩენა ღვთის მადლისა და მოწყალების გარეშე. პავლე მოციქული ღვთისგან მინიჭებულ სამ უმთავრეს ნიჭს გამოყოფს - რწმენას, იმედს და სიყვარულს. სწორედ ამ რწმენით, იმედით და სიყვარულით ერთ მუშტად უნდა შეიკრას ქართველი ხალხი, რათა ერის ტრადიცია განაგრძოს და დაიცვას ენა, მამული, სარწმუნოება. ამ პათოსით იყო გაჟღენთილი ეს ღონისძიება, რომელიც მართლაც ღვთის სადიდებელი ერთგვარი ზეიმი იყო.

ირინა კუჭუხიძე
11.06.2009
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ახალციხე დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 7 °C + 6 °C
ღამით 0 °C -3 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.