მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
წარმატებას მიაღწია

ბორჯომი. ამ რამდენიმე ხნის წინ თბილისში სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართა ნორჩ გამომგონებელთა მესამე საერთაშორისო ოლიმპიადა, რომელშიც მონაწილეობდნენ ამერიკის, ევროპის, შუა აზიის, აფრიკის წარმოამადგენლები, სულ 26 ქვეყნის ახალგაზრდა გამომგონებელი.


ოლიმპიადას წინ უსწრებდა შესარჩევი კონკურსი, სადაც წარმოდგენილი თემებიდან გამოვლინდნენ საუკეთესოები, რომელთა ავტორებიც მიწვეული იქნებოდნენ ოლიმპიადაზე. საუკეთესოთა შორის საუკეთესოებმა მიწვევა მიიღეს ოლიმპიადაში მონაწილეობისათვის. მათ შორის ბორჯომიდან ოლიმპიადაზე მონაწილეობდა #3 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე დავით გიორგაძე, მისი ნამუშევრის თემა იყო "ახალი კონსტრუქციის გამათბობელი მაღალმთიანი რაიონებისათვის" (გამოთვლები, ნახაზები, ექსპლიკაციით) ხელმძღვანელი ამავე სკოლის ფიზიკის პედაგოგი გაიანე ამბარცუმიანია.

ოლიმპიადა სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. პირველი დღე მიეძღვნა ოლიმპიადის გახსნას, ნამუშევრების გამოფენას, მეორე დღეს იყო შეფასება და ექსკურსიები, მესამე დღეს - დაჯილდოება.

ოლიმპიადის ახალგაზრდა მონაწილეები გაეცნენ ერთმანეთს, ისაუბრეს თვაიანთი ქვეყნების ისტორიაზე, კულტურაზე, დაათვალიერეს თბილისის ღირსშესანიშნაობები, გაისეირნეს მთაწმინდის პარკში.

პროექტის მონაწილეებმა ინგლისურ ენაზე წარმოადგინეს ნამუშევრები, ამომწურავი პასუხები გასცეს ყველა საინტერესო შეკითხვას, ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი შეხედულებები.

დავით გიორგაძის ნამუშევარს წარმატება ხვდა წილად: დაჯილდოვდა მესამე ხარისხის მედლით და სერთიფიკატით, მასვე გადაეცა სპეციალური საჩუქარი.

სერთიფიკატი გადაეცა თემის ხელმძღვანელს ქალბატონ გაიანე ამბარცუმიანს. ისინი მდიდარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ ოლიმპიადიდან.

ვუსურვოთ მათ შემდგომი წარმატებები.

იზო გუგუბერიძე
25.06.2009
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: I watned to spend a minute to thank you for this.
: A piece of erudition ulinke any other!
ახალციხე დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 31 °C + 31 °C
ღამით + 16 °C + 16 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.