მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
უყაირათოდ დახარჯული ათასები...


ბორჯომი. ყველას კარგად ახსოვს 2004 წელს დაწყებული ბორჯომის აღმშენებლობის პროცესი იმ ხანად ბორჯომში თითქმის ყველა ობიექტს რეკონსტრუქცია და სარემონტო სამუშაოები უტარდებოდა. ამის შესახებ ხმამაღლა და ამაყად ლაპარაკობდნენ მაშინდელი რაიონის პირველი პირები.

გაზეთი "ბორჯომი" აქტიურად და თანმიმდევრულად აშუქებდა სამუშაოების მიმდინარეობას, ხაზს უსვამდა მშენებლობის მაღალ ტემპს, ამასთანავე ყურადღებას ამახვილებდა შესრულებული სამუშოების დაბალ ხარისხზე, რაც ბევრ ჩინოვნიკს არ მოსწონდა და აქეთ გვიკიჟინებდნენ, ტენდენციურობას გვაბრალებდნენ. გავიდა წლები. ზოგიერთი რამ ამ მშენებლობებიდან კიდეც აშენდა, უფრო მეტიც  - მწყობრიდანაც გამოვიდა. იმხანად დაგეგმილი სამუშაოებიდან ბევრი საერთოდ დაუმთავრებელ-გაუკეთებელი დარჩა.

ის, რაზეც რამდენიმე წლის წინ ხმამაღლა ვლაპარაკობდით, დღეს სამარცხვინო ფაქტია, რადგან ფაქტიურად ის, რაც უნდა გაკეთებულიყო, ალბათ, თანხები გაწერილიცაა და დახარჯულიც.

ხალხს კი ასე იოლად ვერ მოატყუებ, ყველა იმას იტყვის, რომ ფული შეიჭამა და არაფერი გაკეთდა.

მაგიდაზე მიდევს გაზეთ "ბორჯომის" 2004 წლის 17 სექტემბრის ნომერი, რომლის პირველ გვერდზეც დაბეჭდილ სტატიაში სახელწოდებით "რაიონში აღმშენებლობის პროცესი არ შენელდება", ჩვენი კორესპონდენტი ესაუბრება რაიონის გამგებლის პირველ მოადგილეს  ტარიელ ხრიკაძეს. მოდით ამ წერილის მიხედვით  გაკეთებული ობიექტების სიას მივყვეთ. ამ წერილში ლაპარაკია იმ ობიექტებზე, რომელთა რეკონსტრუქცია ან მშენებლობა დაწყებული იყო.

გამგებლის მოადგილე გარკვევით აღნიშნავდა, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში აღნიშნული სამუშაოების ძირითადი დამფინანსებელი რაიონის ბიუჯეტი იყო, რომელიც წარმატებით სრულდებოდა და ვითარდებოდა. 8 თვეში ბიუჯეტმა 11 მილიონი შეადგინა. აღნიშნული იყო ამავე დროს მინისა და მინერალური წყლების  კომპანიის სტაბილური მუშაობა, რომელიც ბიუჯეტში სოლიდურ თანხებს რიცხავდა. ასევე ხაზგასმული იყო მაშინდელი დეპუტატის ნოდარ გრიგალაშვილის წვლილი, მისი პირადი ურთიერთობები.  სოციალური ინვესტიციების ფონდის და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ გაცემული სახსრები ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ იხარჯებოდა. რაც ყველაზე მთავარია, ყველა დაიმედებული იყო ქვეყნის პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიზიტით და მისი დაპირებით, ბორჯომი საუკეთესო კურორტად უნდა გადაქცეულიყო, რითაც ბევრი რამ შეიცვლებოდა.

მართალია უმრავი რამ გაკეთდა ისტორიულ პარკში, ქალაქში დაიგო ფერადი ქვაფენილები, შეიღება შენობების ფასადები, მოეწყო ღამის განათება და სხვა, მაგრამ დაპირებებიდან ბევრიც გაუკეთებელი დარჩა, ხოლო რაც გაკეთდა, უმრავლესობა უხარისხოდ შესრულდა.

იმავე წერილში პირველი რიგის სამუშაოდ მიჩნეულია ქალაქის შიდა გზების მოწესრიგება. იმხანად ორიოდე ქუჩა მართლაც მოასფალტდა, ამას ჩვენც ვხედავთ, თუმცა არის ისეთი ქუჩებიც, რომელზეც ხელი არავის დაუკარებია და არაფერი გაუკეთებიათ. მშენებლობის ხარისხზეც ვითომ განსაკუთრებულად ზრუნავდნენ და უხარისხოდ გაკეთებულის პატრონებს სამუშაოდან ითხოვდნენ. თუმცა სულ მალე აღმოჩნდა, რომ ძირითადი ობიექტები  იმდენად უხარისხოდ იყო შესრულებული, რომ ყოველ წელს საჭიროებს რემონტს.

სწორედ მაშინ კეთდებოდა ქალაქის ცენტრში ილია ჭავჭავაძის სკვერი და უნდა დადგმულიყო მისივე ძეგლი, რომელიც დღესაც საქილიკო და საჭორაო გამხდარა და არაერთი ადამიანისაგან მოგვისმენია, ამაში ფული როგორ გადაიხადესო. ბორჯომელებს საანიგდოტოდ და საღადაოდ დამშრალი შადრევნები და აუზებიც გვყოფნის. ხოლო ობიექტების რემონტებზე და აღდგენებზე იმდენჯერ დაიხარჯა ათასები, თვლა აღარაა.

იმავე წერილში ბევრი ფანტაზიის დონეზე დანახული ობიექტების მშენებლობა იგეგმებოდა (სამშობიაროს ეზოში ,,სიცოცხლის ხის~, წმინდა ნინოს 18 მეტრიანი ძეგლის, ლიკანში ზღაპრების პერსონაჟების დადგმა და სხვა).

ამავე წერილში კორესპონდენტის შეკითხვაზე - რომელი ობიექტი აშენდება წლის ბოლომდე, რესპონდენტი დაბეჯითებით პასუხობს - ტენდერი უკვე გამოცხადდა და სულ მალე სტადიონის რეკონსტრუქცია დაიწყება. იგი მართლაც დიდებული შენაძენი იქნება ჩვენი ქალაქისათვის.

ნეტავ "სულ მალეს" რას ეძახიან თანამდებობის პირები, მას შემდეგ ხუთი წელი გავიდა და ,,ნახევარფაბრიკატი~ სტადიონი შემორჩა ქალაქს. ვინ იცის რამდენი ვწერეთ მის წინ მდებარე ტროტუარზე, რომელზეც ჯერ ბაზალტის ფილები აყარეს, მერე შემოღობეს, ორი წელი ხალხი საავტომობილო გზაზე დადიოდა, ბოლოს, როცა მიხვდნენ, ფული აღარ ჰქონდათ და სამუშაოებს ვეღარ გააგრძელებდნენ, რკინის ღობე შემოხსნეს და ხალხმა ისევ აყრილ ტროტუარზე დაიწყო სიარული, მაგრამ ამას ვიღა ჩივის, შუა ქუჩაში სიარულს მაინც ჯობია, ბოლოს და ბოლოს ავარიული სიტუაცია მაინც აღარ შეექმნებათ.

ვითომდა კარგი საქმე გააკეთეს და თვითონ სტადიონს ხის ღობე შემოავლეს, მძლეოსნური სარბენი ბილიკი სრულიად გაანადგურეს - დღეს იქ ბალახია ამოსული და სრული სიბინძურეა.

თვით საფეხბურთო მოედანი ჯერ ბალახის დასათესად მოამზადეს, მერე გადაიფიქრეს და ხელოვნურ საფარიანი მოედანი მოაწყვეს. როგორც ამბობენ, აქ დიდი ფული დაიხარჯაო და ახლა საქმეს პროკურატურა იძიებს, როგორ დამთავრდება ეს საქმე, არავინ იცის.

ერთი სიტყვით, ქალაქის ცენტრში სტადიონი კი არა, დაუმთავრებელი ობიექტის პოლიგონი დაგვიტოვეს. სულ ცოტა ხნის წინათ ქარმა შემოუბერა და ხის  ღობე წააქცია. სტადიონი კიდევ უფრო გაიძარცვებოდა, ახლანდელ ხელისუფლებას რომ არ ეზრუნა მისი ხელახალი შემოღობვისათვის. შენახული ძველი რკინის ღობე ისევ მოიტანეს და ალბათ, მალე კიდეც შემოღობავენ (კიდევ კარგი ჯართში არ ჩაუბარებიათ).

სტადიონი კი შემოიღობება, მაგრამ როდის დამთავრდება მისი დაკონსერვებული მშენებლობა, არავინ იცის. მართალია ფეხბურთელთა გუნდი ჯერჯერობით დაშლილია, მაგრამ ოდესღაც ხომ გვეყოლება და სტადიონი დაგვჭირდება.

ქართველები სახელმწიფო ფულის შეჭმას მიჩვეულები რომ არიან, ფაქტია. მაგრამ ტყუილების თქმაც რომ ეხერხებათ, არც ესაა უცხო.

ამბობენ, იმ წლებში, რაც ბორჯომში მშენებლობებზე ფული დაიხარჯა, ბევრმა კარგა გვარიანად მოითბო ხელიო. იმასაც ამბობენ, საფინანსო პოლიციამ მრავალ სამუშაოთა მწარმოებელს ორმაგად უკან მიატანინა მოპარული თანხები. ბევრს პირობითი სასჯელიც "აკიდეს". მაგრამ, მთავარი დამკვეთები და ფულის გამკეთებლები ჯერჯერობით დაუსჯელები დადიან. ვნახოთ, იქნებ მართლმსაჯულებამ იმათთვისაც მოიცალოს. არადა მათი დასჯა ჩვენ რა სიკეთეს მოგვიტანს, როცა უხეიროდ და უხარისხოდ გაკეთებული ობიექტები დღითი დღე კიდევ უფრო ინგრევა და პარტახდება, არადა, როგორ გვწამდა, ვარდების რევოლუციით მოსული ხელისუფლება ყველაფერს ხარისხიანად და კეთილსინდისიერად გააკეთებდა.


მარი ზაქაშვილი
06.08.2009
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Great post with lots of imnrtoapt stuff.
: Marital status. Wedded motorists are mathematically more unlikely to own injuries than solitary driversproving, if nothing otherwise, that 2 may stay more inexpensively than Quotes Chimp, at the very least in terms of car insurance premiums.
: Tip top stuff. now. expect libro la carta levitra heliomeds.com levetra bestlifeinsurpolicy.com life insurance quotes sutter health insurance comparehealthinsur.com employer health insurance more I'll
: Great article but it didn't have evtiyehrng-I didn't find the kitchen sink!
: Son of a gun, this is so hepflul!
: Holy cnocise data batman. Lol!
: 20
ახალციხე დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 7 °C + 7 °C
ღამით -10 °C -6 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.