მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
სიყვარულით შექმნილი ოჯახი


ბორჯომი. სიყვარული მართლაც ყველაფრის საწყისია. გული, გულს ეძებს და იქმნება ლამაზი ოჯახები რომელთა კერიაზეც ახალი თაობები იზრდებიან და მშობელთა კარგ ტრადიციას აგრძელებენ. ასეთი ერთი ლამაზი ოჯახი აქვთ შექმნილი ლალი ლომოურსა და გია ნასყიდაშვილს, ისინი ,,საქართველოს  ბანკის~ წინ გაზეთების სარეალიზაციო ჯიხურში მუშაობენ. მათ ოჯახური ისტორიის მოსასმენად ვეწვიეთ და რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

ქალბატონო ლალი, რა პროფესიის ბრძანდებით, სად მუშაობდით მანამდე, სანამ ამ პატარა ბიზნესს წამოიწყებდით?

- ვმუშაობდი ქ. გორში, დამთავრებული მაქვს თბილისში ელექტრო გამოთვლითი მანქანების ფაკულტეტი, ვმუშაობდი გორში. დაოჯახების შემდეგ საცხოვრებლად გადმოვედი ქ. ბორჯომში. 1988 წლიდან მუშაობა დავიწყე "საქპრესაში". შტატების შემცირების გამო დავრჩი უმუშევარი. შემდეგ გავხდი ინდმეწარმე, გავხსენი შპს "პრესსერვისი" და ხელი მოვკიდე კერძო ბიზნესს. ძალიან მაინტერესებს და მხიბლავს ჩემი საქმე. განსაკუთრებით მომწონს ურთიერთობა სხვადასხვა განათლებისა და ინტელექტის მქონე ადამიანებთან. ამავე დროს პრესის გავრცელებასთან ერთად, "ტეველოტოსა" და "გადაფხიკე და მოიგეს" ბილეთებსაც ვყიდი, არაერთი ადამიანისთვის მიმინიჭებია სიხარული. ზოგმა პრიზი მოიგო, ზოგმა გარკვეული თანხა. მე კი ამით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ბედნიერებასა და სიხარულს ვანიჭებ ადამიანებს. ბევრ მათგანს მადლიერების გამოსახატავად საჩუქრებიც კი მოურთმევია ჩემთვის.

ძირითადად რომელ ჟურნალ-გაზეთებზეა მოთხოვნილება?

- ჩემს ძირითად საქმიანობად მაინც პრესის გავრცელებას ვთვლი. მეტად დიდი მოთხოვნილებაა ისეთ ჟურნალ-გაზეთებზე, როგორიცაა "თბილისელები", "სარკე", "გზა", "კვირის პალიტრა", "ქრონიკა", "ალია", "ასავალ-დასავალი" და სხვა.

ისიც კარგად ვიცით, რომ დღევანდელ ყოფაში ბევრს ჟურნალ-გაზეთების ყიდვის ფული არ აქვს, ასეთ მკითხველს როგორ უმასპინძლდებით?

- საერთოდ ჟურნალ-გაზეთების სწრაფი რეალიზაცია ხდება. მაგრამ, მართალია, არის ისეთი კატეგორია ვისაც ხელი ვერ მიუწვდება ჟურნალ-გაზეთების შეძენაზე, ისინი არცთუ ცოტა ღირს, მაგრამ არც ასეთ მკითხველს ვწყვეტ გულს, ისინი ადგილზე კითხულობენ  და უკან მიბრუნებენ ჟურნალ-გაზეთებს.

ახლა თქვენს ოჯახზე გვითხარით ერთი-ორი სიტყვა, როგორ გაიცანით თქვენი მეუღლე და როგორ შექმენით ლამაზი ქართული ოჯახი?

- მეტად საინტერესო და იუმორისტულია ჩემი დაოჯახების ამბავი. ჩემი მეუღლე, ნათესავის ოჯახში დაბადების დღეზე გავიცანი, ერთი ნახვით შეგვიყვარდა მე და გიას ერთმანეთი. გიას ისე შევუყვარდი, რომ მანძილის სიშორეს ვერ გრძნობდა. მაშინ ტრანსპორტის ნაკლებობა იყო და ფეხით ამოდიოდა გორიდან ჩემს სოფელ ქორდაში. სახეზე ხვითქი გადასდიოდა, მაგრამ როცა დამინახავდა, ყველაფერი ავიწყდებოდა. წუხდნენ გიას მშობლები, მთხოვდნენ გავყოლოდი მათ ვაჟს, მაგრამ მე რატომღაც თავს ვიკავებდი.

ერთხელაც, მოვიდა მანქანით გია და მთხოვა თბილისში წავყოლოდი და წამლის შესაძენაში დავხმარებოდი. ვხედავ, გზაში უკან დარჩა გორი და ბორჯომისაკენ გამოაქროლეს მანქანა. მოვედით ნასყიდაშვილების სახლთან. მე მანქანიდან არ გადმოვდიოდი, მეზობელბი, შინაურები მეხვეწებოდნენ გადმოვსულიყავი. გია არ ჩანდა. მე კი გადმოსვლას არ ვაპირებდი. ამ გაწამაწიაში ვართ და ვხედავ, მომიახლოვდა მეზობლის ხანში შესული ქალი, სპეტაკი, თეთრი თმით და სანდომიანი სახით. ერთი შემომხედა და ასეთი რამ მითხრა - ჩემო კარგო, ქვეყანამ გაიგო, რომ მოტაცებული ხარ, შენი სახელის პატივისცემისთვის და გიას სიყვარულისთვის უნდა გადმოხვიდე და ფეხბედნიერად შეაღო შენი მომავალი ოჯახის კარი. მეც ჭკუაში დამიჯდა მოხუცის ნათქვამი და როგორც იქნა გადმოვედი მანქანიდან და მართლაც კარგ ფეხზე შევედი იმ ოჯახში, რომელიც ჩემი ბედი ყოფილა. მყავს მოსიყვარულე მეუღლე და ორი ვაჟიშვილი - რევაზი და თამაზი.

შვილებმა ცხოვრების რა გზა აირჩიეს, რა პროფესიას დაეუფლნენ?

- რევაზმა დაამთავრა პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, მაგისტრია. მუშაობს თბილისში შპს "ნიკორას" ფირმაში.

უმცროსმა, თამაზმა, დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ემზადება მაგისტრატურაში გამოცდების ჩასაბარებლად. აქვს თავისი საიდუმლო გეგმები. თამაზი ასევე თამაშობდა ბორჯომის საფეხბურთო გუნდ "ბორჯომში". წარმატებებიც ჰქონდა, მაგრამ იძულებული გახდა თავი დაენებებინა საყვარელი სპორტისათვის, მუხლის ტრავმის გამო.

ოჯახური ბედნიერების სიმბლოდ დღევანდელ ყოფაში, თქვენ რას მიიჩნევთ?

- მაქვს მოსიყვარულე, ბედნიერი ოჯახი. ცოლ-ქმრული სიყვარული და ურთიერთპატივისცემა გვეხმარება ზოგიერთი დაბრკოლების გადალახვაში, მაგრამ, როცა დიდი სიყვარულია, ყოველგვარი გასაჭირი უკან რჩება.

თქვენ, როგორ თვლით, ჩვენი ქვეყნის ასეთი ყოფიდან გამოსაყვანად რა არის საჭირო?

- ძალიან ბევრს ვფიქრობ ამ საკითხზე, ჩემი ქვეყნის და შვილების მომავალზე - როგორი ქვეყანა გვექნება და როგორ იცხოვრებენ მომავალში ქართველები. იმედით ვცხოვრობთ, დიდი გასაჭირი გადაუტანია საქართველოს, მაგრამ ენა, მამული, სარწმუნოება არ დაუკარგავს. ჩვენი პატარა ზურმუხტოვანი საქართველო ბევრ არაკეთილმოსურნეს იზიდავს, მაგრამ მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა გადარჩება და მოვა დრო, როცა ქართველი ერი ბედნიერი იქნება.

ღმერთმა გისმინოთ, ამინ!


მარი ზაქაშვილი
07.08.2009
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Wow! Talk about a posting knoikcng my socks off!
: Thanks for shrnaig. Your post is a useful contribution.
: Okay I'm cvoncined. Let's put it to action.
: 20
ახალციხე დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 31 °C + 31 °C
ღამით + 16 °C + 16 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.