მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ლტოლვილთა რეგისტრაცია სრულდება
მთელი საქართველოს მასშტაბით 1 აგვისტოს ლტოლვილთა რეგისტრაცია დაიწყო. რეგიონებისთვის გამოყოფილი იყო კონკრეტული დრო. ბორჯომში სარეგისტრაციო ჯგუფი ჩამოვიდა 21 ოქტომბერს და რეგისტრაცია 31 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდა. 
სარეგისტრაციო ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი აბრამიშვილმა გვითხრა: _ ათკაციანი ჯგუფი ვართ, ვმუშაობთ 9-დან 7-მდე. სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, რეგისტრაცია ბორჯომში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. 31 ოქტომბრის ჩათვლით დევნილებს აქვთ საშუალება მოვიდნენ აღრიცხვაზე. მათ, ვისაც გადაადგილება უჭირთ, სახლში მივაკითხეთ და დავარეგისტრირეთ. თუ ვინმემ ვერ მოახერხა, ან ვერ შეძლო მოსვლა, მას შეუძლია თბილისში დეკემბრის ბოლომდე მოგვაკითხოს. განაცხადის საფუძველზე მოხდება პიროვნების რეგისტრაცია. შემიძლია ამ დღეების არსებული სტატისტიკა მოგაწოდოთ: 21 ოქტომბერს რეგისტრაცია გაიარა 253 დევნილმა, 22 ოქტომბერს _ 285, 23 ოქტომბერს _ 274, 24 ოქტომბერს _ 210, 25 ოქტომბერს _ 123.
ნატო ჩხაპელია, დევნილი: _ სპეციალურად ჩამოვედი გალიდან რეგისტრაციისთვის. გადმოსვლა ძალიან გაგვიჭირდა. ფაქტიურად ტყე-ტყე გადმოვიპარეთ. მეც და ჩემი შვილებიც საქართველოს მოქალაქეები უნდა ვიყოთ, ამას კი აფხაზები გვიშლიან, თავიანთ პასპორტებს გვთხოვენ, რომელიც არ გაგვაჩნია და არც ვაპირებთ აღებას.
გულიკო ქლიბაძე, დევნილი: _ რიგით მეოთხე ვიყავი და დავრეგისტრირდი. უკვე მერამდენედ უნდა დაგვთვალონ, არ ვიცი. რა საჭიროა ამდენი აღრიცხვა?

მონიკა ჭანტურია
31.10.2013
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Mighty useful. Make no mistake, I aprpeciate it.
: If I were a Teenage Mutant Ninja Turtle, now I'd say "Kbnaouwga, dude!"
: მე აადამია მზია 31–12–1950 წელს დაბადებული, პირადობის №62005010766, ვარ 1 ჯგუფის ინვალიდი, ვერ დავდივარ, რეგისტრაცია არ გამივლია, ჩემთან სახში არაბვინ არ მოვიდა სამინისტროს თანამშრომელი, თუმცა ცხელი ხაზით, რამოდენიმე დღის წვალების შემდეგ, (ტელეფონი თითქმის არ მუშაობს), დამპირდნენ, მოვალთ და დაგარარეგისტრირეფთო, მატყუებენ. ლტოლვილთა დახმარებას ვერ ვიღებ, რეგისტრაციის გამო. ვცხოვრობ გლდანში, მე–5 მიკრო, მე–7 კორპუსი, 55 ბინა. გთხოვთ დამეხმსროთ. 2 მაისი 2014 წ.
: მე აადამია მზია 31–12–1950 წელს დაბადებული, პირადობის №62005010766, ვარ 1 ჯგუფის ინვალიდი, ვერ დავდივარ, რეგისტრაცია არ გამივლია, ჩემთან სახში არაბვინ არ მოვიდა სამინისტროს თანამშრომელი, თუმცა ცხელი ხაზით, რამოდენიმე დღის წვალების შემდეგ, (ტელეფონი თითქმის არ მუშაობს), დამპირდნენ, მოვალთ და დაგარარეგისტრირეფთო, მატყუებენ. ლტოლვილთა დახმარებას ვერ ვიღებ, რეგისტრაციის გამო. ვცხოვრობ გლდანში, მე–5 მიკრო, მე–7 კორპუსი, 55 ბინა. გთხოვთ დამეხმსროთ. 2 მაისი 2014 წ.
: მე ვარ ინვალიდი, ვერ დავდივარ, რეგისტრაცია არ გამივლია, ჩემთან არაბვინ არ მოვიდა სამინისტროს თანამშრომელი, თუმცა რამოდენიმე ჯერ დამპირდნენ, მოვალთ და დაგარარეგისტრირეფთო, მატყუებენ. ლტოლვილთა დახმარებას ვერ ვიღებ, რეგისტრაციის გამო. ვარ ოჩამჩირიდან, დევნილი, ადამია მზია, ვცხოვრობ გლდანში, მე–5 მიკრო, მე–7 კორპუსი, 55 ბინა. გთხოვთ დამეხმსროთ.
ახალციხე დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 29 °C + 28 °C
ღამით + 19 °C + 14 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.