მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
“მდიდრების სამართლის” შავ-თეთრი მხარეები

საპროცესო შეთანხმება - მდიდრების სამართალი თუ სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულება.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პროექტების ,,საერთაშორისო ვალდებულებებისა” და ,,საერთაშორისო ფინანსური დახმარების” მონიტორინგის ფარგლებში მომზადებული ანგარიშის ,,საპროცესო გარიგებების – ძირითადი გამოწვევების” მიხედვით 2009 წლის იანვარიდან აგვისტოს ჩათვლით საპროცესო გარიგებებით ბიუჯეტში 33 მილიონი ლარი შევიდა, რაც ცხრა სამინისტროს ბიუჯეტს აღემატება. 

,,სისხლის სამართლის ყოველ მეორე საქმეზე მეტი საპროცესო გარიგებებით მთავრდება. რამ გამოიწვია ეს? ამაში გარკვეულწილად პოლიტიკური გადაწყვეტილებაც დევს, თუმცა შეიძლება საპროცესო გარიგებას კარგი მხარეც ჰქონდეს. სწრაფად ხდება მართლმსჯულება და სასამართლოს განტვირთვა მიდის”, - განაცხადა ,,საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს” ანალიტიკოსმა ალეკო სკრივენერმა.

მისივე თქმით, საპროცესო შეთანხმებას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს: ,,პრობლემაა უდანაშაულო ადამიანი როცა აღიარებს დანაშაულს და მიდის საპროცესო გარიგებაზე, რადგან სასამართლოში გამამართლებელი განაჩენი არ ხდება. იცი, რომ ვერ დაამტკიცებ შენს სიმართლეს და იძულებული ხარ საპროცესო გააკეთო”.

ადვოკატი კახა მაღრაძე იზიარებს ,,საერთაშორისო გამჭირვალობა –საქართველოს” ანალიტიკოსის აზრს და ამატებს: “საპროცესოების გახშირება გამოწვეულია იმით, რომ ხალხს აღარ სჯერა სამართლიანი სასამართლოსი, იციან, რომ რაც გინდა ამტკიცონ, მოსამართლე მაინც ცნობს დამნაშავედ, ამიტომ ყველა ,,აღიარებს დანაშაულს”.

ალეკო სკრივენერს მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება კი არ არის პრობლემა, არამედ: ,,პრობლემა სასამართლოშია. საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლოს კულტურა არ არსებობს”.

კახა მაღრაძის თქმით, ხშირ შემთხვევაში: ,,მტკიცებულებები კანონის დარღვევითაა მოპოვებული, მაგრამ მოსამართლეები ამას აღარ დაგიდევენ. მთავარია, რომ ,,აღიარა”. იშვიათად, ნამდვილი დამნაშავეებიც ხვდებიან ამ კატეგორიაში”.

პრობლემის მოგვარების არსს ,,საერთაშორისო გამჭირვალობა –საქართველოს” ანალიტიკოსი ასე ხედავს: ,,სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი და ადამიანს უნდა ჰქონდეს იმედი, რომ დაამტკიცებს უდანაშაულობას. ან, უნდა გააუქმონ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი, თუმცა ეს არარეალურია, რადგან სისხლის საქმეთა რაოდენობასთან შედარებით მოსამართლე არის ცოტა. ალტერნატივა არის სასამართლოს დამოუკიდებლობა”. 

,,სამართალი ფულზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, - ამბობს ალეკო სკრივენერი და ამატებს: ვისაც ფული აქვს ის წავა საპროცესო გარიგებაზე, ანუ ვისაც არ აქვს ფული და ვერ გაყიდის სახლს, ის მიდის ციხეში. უსუფაშვილის დავესესხები და ვიტყვი, საპროცესო გარიგება არის ,,მდიდრების სამართალი”. 

კახა მაღრაძე ამბობს, რომ ბოლო დროს სისხლის სამართლის საქმეების აღებისგან თავს იკავებს: ,,სისხლის სამართლის საქმეების აღება შემძულდა და არა იმიტომ, რომ კომპეტენცია არ მაქვს, უბრალოდ დამამცირებელია, როცა ვერაფერს ვერ აღწევ შენი შრომით. ადვოკატები აქციეს მათხოვრებად, უნდა იყო “ატუზული” პროკურორთან, იქნებ გაგიკეთოს საპროცესო. ახლა ისაა მაგარი, ვინც საპროცესოს გააკეთებს რაღაცა საშუალებებით”.

,,საპროცესო გარიგებამ პროკურორის როლი გააძლიერა, - მიაჩნია ,,საერთაშორისო გამჭირვალობა –საქართველოს” ანალიტიკოსს: ადრე თუ არბიტრი იყო მოსამართლე, ახლა პროკურორი წყვეტს საქმეს, მოსამართლის როლი თითქმის აღარ არსებობს. პროკურორის როლის გაძლიერება არის საპროცესო გარიგებების ცუდი შედეგი”. 

,,საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს” ანალიტიკოსიც და ადვოკატიც ამბობენ, რომ საპროცესო გარიგებების პროცესში აბსოლიტური გამჭვირვალობა უნდა იყოს. 

,,არ გვაქვს ინფორმაცია ბიუჯეტში ეს თანხა ვის მიერ არის შეტანილი. მოვითხოვეთ, მაგრამ ინფორმაციას არ გვაძლევენ. თავიდან ამბობდნენ, რომ ბაზა არ გვაქვსო, ახლა გვეუბნებიან, რომ ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა. ეს არგუმენტი გამართლებულია იმ კონკრეტულ შემთხვევაში, თუ ადამიანმა მაფიოზურ სამყაროში ვიღაც ,,ჩაუშვა” და მისი დაცვის მიზნით არ უნდა გაამხილოს ვინაობა. უმეტეს შემთხვევში კი ინფორმაცია საჯარო უნდა იყოს”, – განაცხადა ალეკო სკრივენერმა.

,,თანხებს რაც შეეხება, არ ვიცი, შემდეგ სად მიდის. ისე, თავიდან, ბიუჯეტში შედის. ვისაც ფული აქვს, მათთვის საპროცესოები შეღავათიან პირობებით კეთდება ყოველთვის. უმეტესად პიროვნების სოციალური მდგომარეობით არავინ ინტერესდება”, - აღნიშნა კახა მაღრაძემ.

,,საპროცესო გარიგებების – ძირითადი გამოწვევების” ანგარიშის მიხედვით საპროცესო გარიგების სისტემის გაუმჯობესება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება: დამოუკიდებელი სასამართლო და უდანაშაულობის პრეზუმფცია, მეტი უფლებები მოსამართლეს, მეტი გამჭვირვალობა, ფინანსური ელემენტის შემცირება და დაზარალებულის უფლებების ამაღლება პროცესში.
 

გულო კოხოძე, ახალციხე
09.11.2009
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სამხრეთის კარიბჭე“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: That's the best aneswr of all time! JMHO
: 20
: The geuins store called, they're running out of you.
: I literally jumped out of my chair and dcaned after reading this!
ახალციხე დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 29 °C + 28 °C
ღამით + 19 °C + 14 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.