მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
სასტუმრო ,,CROWN PLAZA~-ს მშენებლობა 2014 წლის ბოლოს დასრულდება
უკვე, რამდენიმე წელია, ბორჯომში, ცენტრალური პარკის სიახლოვეს, ბარათაშვილის #9-ში სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს, რომელსაც ს.კ ,,დიზონ ლიმითედი~-ს წარმომადგენლობა საქართველოში აწარმოებს. ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნა 2014 წლის ბოლოს იგეგმება.
სანამ ,,დიზონ ლიმითედის~ წარმომადგენლობა საქართველოში დირექტორის მოადგილის ბატონ ემზარ ნოზაძის საუბრის ჩანაწერს გაგაცნობთ, მინდა     გითხრათ, რომ კომპანიამ ს.კ ,,დიზონ ლიმითედი~-ს წარმომადგენლობა საქართველოში ხელშეკრულება გააფორმა საერთაშორისო სასტუმროების ბრენდის მქონე ,,ინტერკონტინენტალი~-ს ჯგუფთან და სასტუმრო კომპლექსს ,,CROWN PLAZA~-ს სახელი მიენიჭა.
კომპანიის დირექტორის მოადგილის ემზარ ნოზაძის განცხადებით, სასტუმროში გათვალისწინებულია უნიკალური გამაჯანსაღებელი სპა ცენტრით მომსახურება, 31 ავსტრიული წარმოების სარელაქსაციო კაბინებით, საცურაო აუზებითა და თურქულ-ფინური საუნებით. ამას ემატება სტანდარტული ბასეინი, თამარა სპა და მარილიანი ბასეინი. კომპლექსს მოეწოდება ბორჯომის ბუნებრივი წყალი და ამიტომ ორი საპროცედურო ოთახი სწორედ ბორჯომის ბუნებრივი წყლით იქნება. 
- ანალოგიური ფუნქციის სპა ცენტრი ჩვენს რეგიონში არ არის. სპა-ცენტრის დანადგარები და მოწყობილობები მოწოდებული და დამონტაჟებულია ავსტრიული ფირმა ,,შჩჰლეტტერერ~-ის მიერ. 
სასტუმრო  ,,CROWN PLAZA~ თავის მომხმარებლებს უმაღლესი დონის სპაცენტრის მომსახურებას შესთავაზებს.
სასტუმრო კომპლექსში განთავსებულია 84 ნომერი, აქედან 7 ნომერი დუპლექსის ტიპისაა, ერთი VIP ნომერი დანარჩენი ნომრებიც განსხვავებულია ერთმანეთისგან; რაც ჩვენ სტუმრებს არჩევანის გაკეთების საშუალებას აძლევს, რათა სასიამოვნოდ გაატარონ დასვენაბა - თუ ბიზნეს შეხვედრები. იქნება ერთი დიდი და სამი პატარა საკონფერენციო დარბაზი. სასტუმროს ტერიტორიაზე გვექნება ხელოვნური ჩანჩქერი. მთავარი რესტორანი კი პირველ სართულზე განთავსდება. აგრეთვე იქნება პიანო ბარი, ღვინის ბარი და გარეტერიტორიაზე, მდინარის პირას საზაფხულო კაფე მოეწყობა. აქვე კაფესთან დაიდგმება ბორჯომის წყლის ბიუვეტი. ჩვენს ტერიტორიაზე იქნება ხელოვნური ჩანჩქერი; სასტუმროს ეზოში უკვე გაკეთებულია როტონდა, რომლის გუმბათი გია ბუღაძემ მოხატა, _ ეს ინფორმაცია საუბრისას ბატონმა ემზარმა მოგვაწოდა და აქვე რამდენიმე შეკითხვაზეც გაგვცა პასუხი.
_ სასტუმროს გახსნამდე, რა სამუშაოებია შესასრულებელი?
_ ამჯერად, შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც უკვე დასრულების ფაზაშია. ამას ემატება ხუთი ნომრის სამონტაჟო-სამშენებლო სამუშაოები.
_ როდიდან დაიწყება მომსახურე პერსონალის შერჩევა და რა კრიტერიუმებით მოხდება თანამშრომელთა სამუშაოედ აყვანა?
_ სასტუმროში დასაქმებული იქნება 170 ადამიანი, ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა. კადრების შერჩევა-გადამზადება უახლოეს დღეებში დაიწყება. უკვე დანიშნულია მენეჯერი ბატონი თომას მაიერი. იგი გერმანელია ეროვნებით; და დიდი გამოცდილება აქვს სასტუმროების მართვაში. თანამშრომლების შერჩევას და ტრენინგებს უცხოელ სპეციალისტებთან ერთად კადრებიც უზრუნველყოფს. თითოეულმა არჩეულმა პიროვნებამ დატრეინინგების დროს საკუთარ თავზე მაქსიმალურად უნდა იმუშაოს. ჩვენ სასტუმროში მომუშავე თანამშრომლებისთვის სასურველი იქნება უცხო ენების ცოდნა.        _  როგორი სამზარეულო გექნებათ? იქნება თუ არა ტრადიციული კერძები?
_ სამზარეულო იქნება როგორც ევროპული, ისე აზიური და ამასთანავე სტუმრებს ნაციონალური კერძების დაგემოვნების საშუალებაც ექნებათ. სავარაუდოდ, შეფ-მზარეულს უცხოეთიდან მოვიწვევთ.
_ თუ შეგიძლიათ გვითხრათ, თქვენი კომპანია კიდევ რომელი ობიექტების მშენებლობას აპირებს?
_ ამ ეტაპზე ს.კ ,,დიზონ ლიმითედი~-ს წარმომადგენლობა საქართველოში მხოლოდ ამ სასტუმროს აშენებს, მაგრამ, არ არის გამორიცხული,  მომავალშიც, ამ სფეროში გააგრძელოს ბიზნეს პროექტები. 

იზა იანვარაშვილი
26.06.2014
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Your answer was just what I nedeed. It's made my day!
: Your answer lifts the innceligetle of the debate.
: We need a lot more initshgs like this!
ახალციხე დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 13 °C + 15 °C
ღამით -7 °C -2 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.