მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
მე რომ ხელმეწიფებოდეს...
ჩვენი თაობის სათქმელი
ლევან ოშხერელი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო კერძო სკოლის X კლასის მოსწავლე: 
_ ამ თაობის წარმომადგენელი ვარ. სათაურს დავხედე თუ არა, გავიფიქრე: ნეტავ რა შემიძლია, ან რომ შემეძლოს, რას ვიზამდი-მეთქი. შემდეგ აზრებს თავი მოვუყარე, რადგან ჩვენ თაობას სათქმელი დაგვიგროვდა. სათქმელი იმ მოვლენებზე, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, რაც განგვაწყობს კრიტიკულად. საქმე ისაა, გვეყოფა თუ არა გამბედაობა,  გამოვთქვათ აზრი. შეიძლება სწორედ ჩემი აზრი იყოს მნიშვნელოვანი, იქნებ ის გამოდგეს ანგარიშგასაწევად? შესაძლოა, ბევრი თანამოაზრე გამიჩნდეს. მაგრამ დღევანდელ დღეს მყარი სოციალური დასაყრდენის პოვნა თითქმის შეუძლებელია.  ხალხს ეგოისტური აზროვნება გამოუმუშავდა, ყველას თითქოს  რაღაც ჭირი შეეყარა, რომელიც უფლებას არ აძლევს მას წელში გასწორდეს. რა არის დღეს მთავარი მონაპოვარი, რომლითაც ვამაყობთ. ენა, სარწმუნოება, მაგრამ ილიასეული, შოთასეული, აკაკისეული მამული სადღაა? სადღაა მისი სიდიადე? ხალხმა დაკარგა იერი და სახე, რომელზეც ბევრ რამეს ეროვნულს ამოიკითხავდით. ვაი, რომ ამ ხალხის ნაწილი ვარ მეც, ჩემი თანატოლიც... ხშირად გვსაყვედურობენ, გადაგვარდითო, ზნე-წესი შეიცვალეთო, გულგრილი გაგიხდათო. არადა, თუ შემოიხედავთ სულის სიღრმეში, მიხვდებით რამდენი ეროვნული ცნება შემოგვრჩენია ჯერ კიდევ იქ, რამდენი სამშობლოზე დაწერილი ლექსის ანალიზია არეკლილი. შეიძლება გამოხატვის საშუალებები შეიცვალა, თორემ იდეა, ჩვენიც საღია! ჩვენც თამამად ვამბობთ არას იმ მიუღებელზე, რომელსაც ვერასდროს შეითვისებს ქართული ფესვი! Gგანვლილი ისტორიის მიხედვით ჩანს, რომ მუდამ გმირის, გადამრჩენელის ძიებაშია ბუმბერაზი კლასიკოსების აზროვნება და დღესაც, თითქოს ორივე ხელი გაგვიშვერია და მარდად დავეძებთ მხსნელს. Aახლა სულ ერთია, ეს ვინ იქნება, მთავარია, გაამთლიანოს, შეგვაგროვოს,  ჩაგვიყვანოს იქ, საიდანაც ნიკოფსია ოდესღაც იწყებოდა. ჯერ არ ჩამქრალა საქართველოს ვარსკვლავი და მწამს, რომ გავალთ დიდ გზაზე!  თქვენ ხომ არ იცით, იქნებ ჩვენ თაობაშია საძებარი ის, ვისაც ,,ნატრულობს~ ქართველი? მთავარია, ,,კუდაბზიკეთს~ არ დავემსგავსოთ, გონება არ შეგვივიწროვდეს, ხალხი ნანგრევებში ცხოვრობს. ქართველები ერთმანეთზე გადამტერებულნი არიან. ჩვენ თითქოსდა ,,კუდაბზიკეთში~ ვცხოვრობთ, ერთი იმას გაჰყვირის, მეორე სხვას, ერთიანობა არა გვაქვს და სწორედ ეს არის დღესდღეობით უმნიშვნელოვანესი პრობლემა. მტერი კი ამას ყოველთვის გრძნობს და ერთ დღესაც ისარგებლებს ამით და აი, უკვე მაშინ გადაგვარება დაგვემუქრება. ნუთუ ამდენი საუკუნის ბრძოლის შემდეგ საქართველო დანებდება, ამას არასდროს დავიჯერებ. მე რომ ხელმეწიფებოდეს, პირველ რიგში მოვაწესრიგებდი სწავლა-განათლების პრობლემას, რადგან ,,სწავლა სინათლეა, უსწავლელობა კი სიბნელე~. სკოლებში შევიტანდი საგანს, რომელსაც ჰქვია სამართლის წიგნი. ყველაზე ნაკითხი, განსწავლული თაობიდან გადავიქეცით ყველაზე უკითხავ და უცოდინარ ადამიანად. ეს ჩვენ არ გვეკადრება. მე მჯერა, რომ ერთად გადავარჩენთ საქართველოს.

მოამზადა მონიკა ჭანტურიამ
03.10.2014
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ახალციხე დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 29 °C + 28 °C
ღამით + 19 °C + 14 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.