მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ზურაბ ხაჩიძე: ,,ქვეყანა მძიმედ, მაგრამ მაინც წინ მიდის~
ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქვეყნის სათავეში მოვიდა ახალი პოლიტიკური ძალა ,,ქართული ოცნება~. მმართველი ძალის მთავარი ოპონენტის _ ,,ნაციონალების~ აზრით (და ხალხის ერთი ნაწილის აზრითაც) ქვეყანაში არაფერი გაკეთებულა, პირიქით, ქვეყანა უკან-უკან მიდის, არ შესრულდა ,,ოცნების~ მთელი რიგი წინასაარჩევნო დაპირებები... მართალია ეს, თუ - არა? ამ საკითხზე გვესაუბრება ,,ქართული ოცნების~ რაიონული ორგანიზაციის და ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი, ამჟამად _ რაიონული საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხაჩიძე.

_ ბატონო ზურაბ, მიგაჩნიათ თუ არა 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები ისტორიულ მოვლენად?
_ რასაკვირველია, მიმაჩნია! ეს იყო ჩვენი ხალხის ცხოვრებაში გარდამტეხი, მათ ცნობიერებაში უკეთესობისაკენ გადადგმული ნაბიჯი.
_ მაგრამ ხალხის ერთი ნაწილის და თქვენი მთავარი ოპოზიციის _ ,,ნაციონალების~ აზრით, ამ ორ წელში ქვეყანაში უკეთესობისაკენ არაფერი გაკეთებულა...
_ ჯერ ერთი, რევანშიზმის წყურვილით ანთებული ოპოზიცია სხვას რას  იტყვის! მეორეც, ,,ნაცმოძრაობამ~ ,,ქართულ ოცნებას~ მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვა...
გინდათ თქვათ, რომ ,,ნაციონალების~ მმართველობის 9 წლის განმავლობაში  არაფერი გაკეთებულა?
_ არა, როგორ არ გაკეთდა! ნუ ვიქნებით უმადურები და დასანახი უნდა დავინახოთ! მათი მმართველობაში მოსვლისთანავე ჩატარდა პოლიციის რეფორმა, განვითარდა ინფრასტრუქტურა, მუდმივი გახდა დენის და გაზის მოწოდება, დაიგო გზები, განახლდა ბათუმი, სიღნაღი... მაგრამ მერე და მერე მმართველობაში დიქტატორული სტილი დამკვიდრდა. ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო ზეწოლა ბიზნესზე, კერძო საკუთრებაზე, ირღვეოდა ადამიანთა უფლებები და ღირსება, ოპოზიცია მიჩნეული იქნა ,,მტრად~ და გამეფდა ძალადობა, ქვეყანა ჩათრეული იქნა 2008 წლის აგვისტოს ომში, აღმოჩნდა, რომ ეკონომიკის განვითარება იყო ფასადური... და, აი, ღმერთმა მოგვივლინა ბიძინა ივანიშვილი!
გასაგებია... მაგრამ ,,ნაციონალები~ გაჰკივიან, რომ ივანიშვილის დაპირებებიდან არაფერი შესრულებულა; მაგალითად, ისინი ეძებენ და ვერ პოულობენ შეპირებულ 100 ქარხანას და ა.შ.
_ ჯერ ერთი, ეს შეპირებები გათვლილი იყო, არა ორ, არამედ ოთხ წელზე! მეორეც, აქაც უნდა დავინახოთ გაკეთებული, მიღწეული! ჩატარდა და მიმდინარეობს რეფორმები ჯანდაცვაში, განათლების სისტემაში, პრიორიტეტული გახდა სოციალურ ქსელში ფინანსების მატება, გაიზარდა პენსია, ფეხზე დგება სოფლის მეურნეობა... როგორც გითხარით, მაშინ ეკონომიკის განვითარება ფასადური იყო და მეტად მძიმე მემკვიდრეობა გვერგო, ამას დაძლევა უნდა... რაც შეეხება 100 ქარხანას; შეიძლება დაპირებებში გადამეტებებიც იყო, წინასაარჩევნო აგიტაციაში ასეთი დაპირებებიც ხდება... მაგრამ ბატონი ბიძინა იმ ,,100 ქარხანაში~ მართლაც უზარმაზარ  100 საწარმოს არ გულისხმობდა. აქ მინიშნება იყო იმაზე, რომ განვითარდებოდა მცირე მეწარმეობა. მართლაც იხსნება მცირე საწარმოები, კახეთში, დასავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლში. ჩვენი რაიონის მაგალითს მოგიყვანთ: სულ ახლახან ბაკურიანში გაიხსნა რძის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო. ეს კი იმით გახდა შესაძლებელი, რომ გაიცა კრედიტი ძალიან დაბალი პროცენტით...
_ თქვენი აზრით, რა არის ის მთავარი დაპირება, რაც ,,ქართულმა ოცნებამ~ ვერ შეასრულა? 
_ ეს არის სამართლიანობის აღდგენა! მართალია, სასამართლო შედარებით თავისუფალი გახდა, მაგრამ ხალხი მაინც უკმაყოფილოა. ძალოვან სისტემაში ჯერ კიდევ მუშაობენ ,,ძველი~ კადრები, რომლებსაც რაღაც დანაშაული მიუძღვის. თუკი სააკაშვილმა 2003 წელს სამსახურიდან გაუშვა 60 ათასი პოლიციელი, ახლა ბოლომდე რატომ არ ტარდება ,,წმენდა?~ კადრები არის და ეს უნდა გაკეთებულიყო. სამართლიანობის აღდგენა შეაფერხა ე.წ. კოჰაბიტაციამ, ნაციონალების მიერ ფინანსურად მოსყიდული დასავლელი პოლიტიკოსების ლობირებამ, თუმცა ბოლო ხანებში აშშ-ში და ევროპაში ხვდებიან, რომ ყოფილი პრეზიდენტი ნამდვილად არ ყოფილა ,,დემოკრატიის შუქურა~.
როგორ ფიქრობთ, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში ,,ქართული ოცნება~ გაიმარჯვებდა თუ არა, ციხის სკანდალური კადრების გახმაურების გარეშე?
_ ვფიქრობ, რომ მაინც გაიმარჯვებდა...
_ ბატონი ბიძინა უნდა წასულიყო პრემიერობიდან?
_ ჩემი აზრით, ბატონი ბიძინა პრემიერობიდან ჯერ არ უნდა მოსულიყო, მაგრამ რადგან მოვიდა, ნაადრევად აღარ უნდა გადამდგარიყო ამ თანამდებობიდან, რადგან ქართველი ხალხი მასში ხედავდა ერთგვარ მფარველს, გადამრჩენელს. ახლაც არ დაგვიკარგავს მისი იმედი და კარგია, რომ ის ჩვენი მთავრობის ერთგვარი მრჩეველია.
_ როგორ უყურებთ საქართველოს ევროპისაკენ სწრაფვას და უნდა გაუმჯობესდეს თუ არა რუსეთთან ურთიერთობა?
_ ევროპისკენ სწრაფვა კარგია, მაგრამ ძალზე საფრთხით და, გარკვეული აზრით, საშიშიც. ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის გაღიზიანება არ შეიძლება, რასაც აკეთებდნენ და აკეთებენ ნაციონალები. პარალელურად უნდა დალაგდეს და ამაღლდეს ურთიერთობა რუსეთთან, რადგან რუსეთთან ურთიერთობის, დარეგულირების გარეშე წარმოუდგენლად მეჩვენება აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნება. კარგია სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავებაც, ეს ჩვენი ეკონომიკისთვის ჰაერივით საჭიროა; ასევე კარგია კულტურული ღონისძიებების ჩატარება ორივე ქვეყანაში.... მე აქ საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ.
თქვენ, როგორც საკრებულოს წევრს, გიხდებათ მოსახლეობასთან შეხვედრა და ადგილებზე მათი პრობლემების მოსმენა?
_ მე გახლავართ ,,მიწის ქონების აღიარების კომისიის~ წევრიც, აგრეთვე ,,სოციალურ საკითხთა კომისიის~ წევრიც. ასე, რომ ნამდვილად ხშირად მიხდება მოსახლეობასთან შეხვედრა. რთული მდგომარეობაა მიწების დამტკიცების საკითხებში.
მაგალითად, პირველმა მეპატრონემ, რომელსაც არცთუ კანონიერად ჰქონდა მიღებული მიწის ნაკვეთი, გაყიდა სხვა პიროვნებაზე, იმან კიდევ სხვაზე გაყიდა. ეს უკანასკნელები პატიოსანი მყიდველები არიან და მიწების ჩამორთმევა არ ხერხდება. შევდივართ ჩიხში. მრავალი საქმე პროკურატურაშია გადაცემული.
_ რა ხდება რაიონის ბიუჯეტში. როგორი იქნება მომავალი წლისათვის?
_ რაიონის მომავალი წლის ბიუჯეტი გაზრდილი იქნება. ვემზადებით ბიუჯეტის დამტკიცებისათვის. თანხების განაწილებაში პრიორიტეტული იქნება სოციალურად გაჭირვებული ადამიანების დახმარება, ინფრასტრუქტურის განვითარება და ა.შ.
ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ბორჯომმა დაიბრუნოს ძველი დიდება.

უჩა ჯანგირაშვილი
16.10.2014
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: God! I assumed I was the only person who has attempted to produce a unique site. But today, exploring the goodness of your website has compelled me to believe that I was wrong. Nohteneless, I am extremely thankful to have stumbled upon your website. Please, do keep your posts updated!
ახალციხე დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 30 °C + 31 °C
ღამით + 8 °C + 14 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.