მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
უნარშეზღუდულებს ეტლები გადაეცათ
21 წელია მთელი რესპუბლიკის მასშტაბით დიდ საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა საერთაშორისო ასოციაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის~ (საზოგადოება დააფუძნა ქალბატონმა ნანული შევარდნაძემ). ასოციაციის დახმარების ადრესატები ხშირად არიან სოციალურად დაუცველი ოჯახები, უნარშეზღუდული ადამიანები, საბავშვო სახლები, სხვადასხვა ქალაქებში შექმნილი ინვალიდთა ასოციაციები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ასოციაციასთან შექმნილი მობილური მაღალკვალიფიციური სამედიცინო ბრიგადა ხშირად გადის რაიონებში და პაციენტებს უფასო სამედიცინო შემოწმებებს უტარებს. შარშან ისინი ბორჯომსაც ეწვივნენ და 300-ზე მეტი პაციენტი გასინჯეს, რითაც ბორჯომელთა დიდი მადლობა დაიმსახურეს.
11 ოქტომბერს ისინი კვლავ ეწვივნენ ბორჯომს. ამჯერად მათ უნარშეზღუდული ადამიანებისათვის ჩამოიტანეს 11  ჩვეულებრივი ეტლი, რომელიც ამერიკული დონორი ორგანიზაციის დახმარებით გამოიგზავნა ჩინეთიდან.
ბორჯომში ჩამობრძანდნენ ქალბატონები: ასოციაციის თავმჯდომარე მაია კვეზერელი-კოპაძე, საორგანიზაციო  მდივანი ქეთევან გოგელია, სამეურნეო ნაწილის უფროსი რუსუდან ხაბურზანია, ჟურნალისტი რუსუდან დარჩიაშვილი. მუნიციპალიტეტის შენობაში მათ დახვდნენ რაიონის ხელმძღვანელები დიმიტრი ყიფიანი, ზაზა ჩაჩანიძე და უნარშეზღუდული პირების ოჯახის წევრები. 
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა,  მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად  სოფელ კორტანეთში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს ეტლი პირადად მიუტანა. ველო-ეტლები გადაეცათ: ეთერ შაყულაშვილს, ვლადიმერ ალავიძეს, ნიკოლოზ შალუტაშვილს, კლარა ლომსაძეს, ნატალია ბარძიმაძეს, პაატა ბარბაქაძეს, რიმა ჩუტკერაშვილს (ყველა - ბორჯომიდან), ნინო ღონღაძეს (კორტანეთი), ირა გამეზარდაშვილი (ახალდაბა), ზარიკ არუთინიანი (ლიბანი), ზარეკ გალოიანი (ტაბაწყური).
სტუმრები ზოგიერთ უნარშეზღუდულ პირს ოჯახში ეწვივნენ და იქ გადასცეს ეტლები. შორეულ სოფლებში ეტლების ოჯახებში მიტანას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტი.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ასოციაციამ რესპუბლიკის მასშტაბით დაარიგა 220 აქტიური და 120 ჩვეულებრივი ეტლი.


16.10.2014
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: I guess finding useful, reliable inmrofation on the internet isn't hopeless after all.
ახალციხე დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 31 °C + 31 °C
ღამით + 16 °C + 16 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.