მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ხალხის აზრი
ორი წლის შემდეგ
როგორ შეაფასებთ ახალი ხელისუფლების საქმიანობას?

ჩვენი საზოგადოება პოლიტიკაზე ხშირად საუბრობს და ხანდახან კამათობს კიდეც დღეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ბორჯომის ცენტრალურ მოედანზე მოქალაქეებს კითხვა დავუსვი, როგორ აფასებენ ხელისუფლების ორწლიან საქმიანობას? რესპოდენტების უმრავლესობამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა, მაგრამ  იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს და კითხვებზე პასუხი გაგვცეს, სახელი და გვარიც გვითხრეს, მაგრამ სამწუხაროდ, საზოგადოების იმ ნაწილმა, რომლებიც შეფასებისას კრიტიკულები იყვნენ, ვინაობის გამხელა არ ისურვეს.
გთავაზობთ, გამოკითხვის სრულ ვერსიას.
ნინო ჯოლბორდი, 28 წლის: 
_ ხელისუფლების საქმინობას დადებითად ვაფასებ. განსაკუთრებით მომწონს ჯანდაცვისა და განათლების რეფორმა, რომელიც ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში განხორციელდა.
განათლების რეფორმაში აღსანიშნავია მოსწავლეებისათვის  სკოლის სახელმძღვანელოების უფასოდ გადაცემა. წიგნები ძალიან ძვირი ღირდა იმ ოჯახებისათვის, რომლებსაც სახლში ორი ან მეტი მოსწავლე ჰყავდათ.
ძალიან მომწონს ჯანდაცვის რეფორმა, მაგრამ შენიშვნებს შევიტანდი _ სოციალურად დაუცველებისათვის და უმუშევრებისათვის არსებულ საყოველთაო დაზღვევის პაკეტს აუცილებლად გავზრდიდი. 
და ბოლოს, გეტყვით, რომ კარგი იქნება თუ უფრო მეტად იზრუნებენ ბორჯომის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისათვის.
ეკატერინე ხარებოვა, 58 წლის: 
_ მათ საქმიანობაში მომწონს, ის რომ ყველაფრის გაკეთებას ცდილობენ. ვითარება ნორმალურია, ხალხში შიშის გრძნობა გაქრა. პირიქით, გამარტივებულია ურთიერთობები საჯარო მოხელეებთან. მოქალაქეების მიღების დღეების დანერგვამ კი, კიდევ უფრო გაამარტივა ხელისუფლებისა და საზოგადოების ურთიერთობა.  
დავით მახარაშვილი, 75 წლის:
_ უარყოფითს ვერაფერს ვერ ვიტყვი, თუმცა იყო შეცდომები. ძირითადად მშენებლობების შეჩერებასთან დაკავშირებით.
მომწონს საერთაშორისო მდგომარეობა; რუსეთთან ჩვენი დამოკიდებულება უნდა დარეგულირდეს.
კარგია ხელისუფლების მცდელობა, რომ მოაგვარონ სავაჭრო ურთიერთობები.
58 წლის ქალბატონი, ვინაობა არ დაგვისახელა:
_ ამ ხელისუფლებისგან ბევრ სიკეთეს ველოდები, მაგრამ  ორი წელია, უმუშევრობის დასაძლევად გადადგმულ რეალურ ნაბიჯებს ვერ ვხედავ. ახალგაზრდობა დაუსაქმებელია, განსაკუთრებით სოფლებში. უმუშევრობისგან ნერვიულობენ და შემდეგ სმას ეძალებიან. უმაღლეს დამთავრებულები დაუსაქმებლები დადიან. 
როგორ შეიძლება მხოლოდ პენსიონერის შემოსავალზე იყოს ოჯახი. 
გამოაცხადონ ვაკანსიები და მტვირთავად მაინც მიიღონ სადმე.
67 წლის ქალბატონი, ვინაობა არ დაგვისახელა: _ ყველაფერი ჩვეულებრივად, ნორმალურად მიდის. სხვას   ვერაფერს გეტყვით.
ზაურ წეველიძე, პენსიონერი:
_ მე, ნამდვილად ვხედავ, რომ ბორჯომში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. მოწესრიგდა არა ერთი ქუჩა და სკვერი.
35 წლის მამაკაცი, ვინაობა არ გაგვიმხილა: _ განვლილ ორ წელიწადში ბევრი რამ დადებითისაკენ შეიცვალა, მაგრამ მთავარი დაპირება _ სამართლიანობის აღდგენა ნელი ნაბიჯით მიიწევს წინ. ვერ გაამართლა ,,ნაციონალების~ და ,,ოცნების~ კოჰაბიტაციამ. ასე რომ, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია.

ჩაიწერა იზა იანვარაშვილმა
23.10.2014
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ახალციხე დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 31 °C + 31 °C
ღამით + 16 °C + 16 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.