მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
საქართველო: _ პარადოქსების ქვეყანა
ძალიან ძნელია საქართველოს უახლესი ისტორიის შეფასება და გასული საუკუნის 90-იან წლებიდან მოყოლებული დღემდე განვლილი პერიოდის აღწერა. ამ თემას სხვადასხვა დროს, არაერთი წერილი მივუძღვენი.
ყოველმხრივ ვეცდები ობიექტური დავრჩე და კიდევ ერთხელ შევუძახო ქართველებს გამოფხიზლებისაკენ.
მას შემდეგ, რაც დაინგრა საბჭოთა კავშირი, საქართველოსა და კონკრეტულად ქართველთა საქმეც უკან-უკან წავიდა. პოლიტიკური ელიტის უსუსური, გაუთვითცნობიერებელი ნაბიჯების ,,წყალობით~, საბჭოთა იმპერიის ნანგრევებში ყველაზე ცუდად საქართველო მოჰყვა. ერთ დროს საბჭოთა სივრცეში მოწინავე პოზიციაზე მყოფი საქართველოს ეკონომიკა, სოფლის  მეურნეობა, კულტურა თუ სხვა დარგები ისე გაპარტახდა, რომ ახლა იმ წლების დონეს რომ მივაღწიოთ, კიდევ დიდი დრო დაგვჭირდება.
მაგიდაზე მიდევს საქართ^ველოს სახელმწიფოს სტატისტიკის ბორჯომის რაიონული ინსპექციის 1985-1988 წლების სტატისტიკური კრებული _ ვფურცლავ, ვაანალიზებ და ვადარებ დღევანდელობას სახალხო მეურნეობის მაჩვენებლებს და გაოცებული ვარ. როგორც ცა და დედამიწა, ისეთი განსხვავებაა ამ მონაცემებში, არავითარი წინსვლა, არავითარი პერსპექტივა არ იგრძნობა.
ზოგადი საუბარი რომ არ გამომივიდეს, ფაქტებს მოვიშველიებ.
გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ანუ იმ წლებში, როცა ქვეყანაში დაიწყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ბორჯოMში, 15 სამრეწველო საწარმო, 5 სატრანსპორტო გაერთიანება, საკურორტო და ტურისტული მეურნეობის, საამშენებლო ორგანიზაციების მძლავრი ქსელი, სოფლის მეურნეობის არტელები ყოველწლიურად 200 მილიონი მანეთის პროდუქციას Uუშვებდნენ, ამ თანხაში არ შედის საკავშირო პროფკავშირების დაქვემდებარებაში შემავალი სანატორიუმების შემოსავლები. სანატორიუმებში საწოლთა რაოდენობა ბორჯომში 4,5 ათასს აღემატებოდა, ხოლო ბაკურიანის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ბაზებში _ 3,5 ათასი საწოლი იყო. ამ წერილის დასაწყისში აღვნიშნე, ყველაზე ბარბაროსულად საერთო-სახალხო ქონებას ჩვენ ვუმტერეთ, ისე გავანადგურეთ ყოველივე, ახლა ძნელი წარმოსადგენიც კი არის, თუ სად, რომელი ფაბრიკა თUუ ქარხანა იყო.
უფროსი და საშუალო თაობის ბორჯომელებს თავიანთი შვილიშვილებისათვის გაუჭირდებათ იმის დამტკიცება-დაჯერება, რომ ამ 20 წლის წინათ ახალდაბაში საავეჯო ფაბრიკის 220 მეტრი სიგრძის ოთხსართულიანი კორპუსი იდგა, დღეს ყოფილი ფაბრიკა აღარ არსებობს, ის ტერიტორია საამშენებლო ნარჩენებს უკავია. ფაბრიკა ყოველწლიურად 12-15 მილიონი მანეთის პროდუქციას უშვებდა. ასეთივე დღეშია ახალდაბაში სკოლა-სანატორიუმის მრავალსართულიანი კორპუსები, პიონერთა ბანაკების შენობები, საცდელი სადგური...
ახალგაზრდებს ვერაფრით დავაჯერებთ, რომ ჩარხისწყალზე, იქ, სადაც დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიაა, გზის მოპირდაპირე მხარეს მძლავრი შუშის ქარხანა 24-საათიანი გრაფიკით მუშაობდა და გამოშვებულ პროდუქციას კონვეიერით პირდაპირ #1 ჩამომსხმელ ქარხანას აწვდიდა. ეს ქარხანაც ჯართად ჩაბარდა.
რომ იტყვიან, მიწასთანაა გასწორებული პურკომბინატის შენობა ლიკანში, წისქვილქარხანა, ანდეზიტის წარმოება, ხორცკომბინატი, დადუმებულია რძის ქარხანა, ადგილმრეწველობის და საყოფაცხოვრებო სამმართველოს საამქროები, ერთ დროს ედემის ბაღად წოდებული ლიკანის სანატორიუმების ტერიტორიები განადგურებულია, რომანოვების ცნობილი სასახლის დარბაზებში ისევე წვიმს, როგორც გარეთ და ა.შ. და ასეა მთელ საქართველოში.
ბუნებრივად იბადება კითხვა: განვლილი 25 წლის მანძილზე ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებაში ან ადგილებზე ნუთუ არ გამოჩნდნენ ადამიანები, რომელიც წინ აღუდგებოდნენ ამ ვანდალიზმს, რომელმაც აუნაზღაურებელი ზიანი მოუტანა ქვეყანას. სად იყვნენ ეროვნული მოძრაობის და პოლიტიკური პარტიების ლიდერები, ქვეყნის ე.წ. ,,ერთგული~ და ,,პატრიოტი~ შვილები. ახლა ხშირად გაიგონებთ სოციალისტური წყობა უნდა დანგრეულიყო, შეცვლილიყო, ვერ გაამართლაო, ვეთანხმები ამ რიტორიკას, სოციალისტური წყობა ნამდვილად დასანგრევი იყო, მაგრამ რატომ დავანგრიეთ ის, რომლის გამოყენებაც კიდევ შეიძლებოდა, ნუთუ ნაბიჯ-ნაბიჯ, თანდათანობით არ შეიძლებოდა, რეფორმების გზით გადავსულიყავით ქვეყნის მართვის ერთი ფორმაციიდან მეორეზე.
დიახ, შეიძლებოდა. საწარმოთა დანგრევა-გაპარტახების გარეშე ხომ შეძლეს ბალტიისპირეთში, ბელარუსში, შუა აზიის ქვეყნებში, კაპიტალისტურ რელსებზე გადასვლა.
ვინ იხეირა ჩვენს ქვეყანაში შექმნილი განუკითხაობით, ვინ ცხოვრობს დღეს მდიდრულად? რა თქმა უნდა, ისევ ისინი, ვინც სოციალიზმის პერიოდში ატყავებდნენ და ფცქვნიდნენ ქვეყანას. ერთი ცნობილი ჟურნალისტის გამოთქმის არ იყოს,  ვინც კომუნისტების დროს იყო მდიდარი, ის კიდევ უფრო გამდიდრდა, ღარიბი კი ისეთივე უპოვარი დარჩა, როგორც იყო.
განვლილი 25 წლის მანძილზე რამდენიმე მმართველი პოლიტიკური პარტია გამოვიცვალეთ: ,,მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი საქართველო~, ,,მოქალაქეთა კავშირი~, ,,ნაციონალური მოძრაობა~... ამ პოლიტიკური პარტიების ზოგიერთი ლიდერები ახლაც ქვეყნის ხელისუფლებაში არიან. მინდა, მათაც ვკითხო, რა გააკეთYეს ქვეყნის წინსვლისათვის, ნუთუ 25 წელი ცოტაა ეკონომიკის ფეხზე დაყენებისათვის, მაგრამ ვის ეცალა ქვეყნის მშენებლობისათვის. ამ პოლიტიკოსებმა შესანიშნავად გამოიყენეს თავიანთი მდგომარეობა და საშვილიშვილოდ ააწყვეს თავიანთი ოჯახური ბიზნესი. არც ქონება აკლიათ, არც სახელი და ტელეეკრანიდან თუ გაზეთების ფურცლებიდან ჭკუასაც გვასწავლიან და გვმოძღვრავენ. პოლიტიკაში და ხელისუფლების მართვაში გაუთვითცნობიერებელი ადამიანები ისევ ისეთივე გულუბრყვილობით მიდიან საარჩევნო ყუთებთან და ხმას აძლევენ ენის მოჩლექვით მოლაპარაკე პროვოკატორებს და ქვეყნის მტრებს, რომლებსაც წლების მანძილზე არავითარი სიკეთე არ მოუტანიათ ქვეყნისათვის.
25 წლის მანძილზე დამოუკიდებელ საქართველოს სამი პრეზიდენტი ჰყავდა _ ზვიად გამსახურდია, ედუარდ შევარდნაძე და მიხეილ სააკაშვილი.. ქართველი საზოგადოების შეფასებით საქართველოს ისტორიისათვის სამივე ,,ცუდი~ პრეზიდენტი იყო... მათი ჩადენილი ცოდვების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ, ფაქტია, ამ პიროვნებების ამოშლა საქართველოს ისტორიიდან შეუძლებელია.
რეაქციულმა რომანტიკოსმა და საქართველოს უდიდესმა  პატრიოტმა ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა.
ვერავინ ვერ ამოშლი=ს საქართველოს ისტორიიდან ედუარდ შევარდნაძეს, როგორც უშიშარი ,,პარტმუშაკის~ და ,,გარდაქმნის დიდოსტატის საქმიანობას~, რომელმაც საქართველო შიმშილისა და დაღუპვისაგან იხსნა, ვერც მიხეილ სააკაშვილის სახელს ამოშლიან საქარ^თველოს ისტორიიდან, რომელმაც გაჭრა ,,ევროპულ-ამერიკული ფანჯარა~.
არც ერთ ყოფილ პრეზიდენტს საქართველოსთვის ცუდი არ უნდოდა, ყველას თავისებურად უყვარდა სამშობლო, არც არავის გამართლებას ვაპირებ, მათ სერიოზული შეცდომებიც საკმაოდ ჰქონდათ და ისინი ჩადენილ დანაშაულში დამნაშავეები არიან... მაგრამ, სანამ მათ ჩასაქოლად ქვებს ავიღებთ, გავიხსენოთ ბიბლია... ვინ, რა კატეგორიის პოლიტიკოსები, ქვეყნის როგორი პატრიოტი ადამიანები იყვნენ მათ გარემოცვაში (კარიერისტები, მლიქვნელები, მაამებლები, პოლიტიკური თუ დიპლომატიური შარლატანები, ამბიციურები და ა.შ.) სწორედ ასეთმა ადამიანებმა დაღუპეს ქვეყანა. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, ასეთი ადამიანები ვერ ხვდებიან თავიანთ უნიჭობას, უვიცობას, არაკომპეტენტურობას, ისევ ყელყელაობენ, ცარიელი თავები ბრძენ, ჭკუადამჯდარ ადამიანებად მოაქვთ. შედეგიც სახეზეა. ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა დღესაც დაპირისპირების, შუღლის, შურის, გაუტანლობის, მტრობის საჯილდაო ქვად იქცა.  
                 (თემის გაგრძელება იქნება)

ვალერიან ლომიძე
23.10.2014
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ახალციხე დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 6 °C + 6 °C
ღამით -4 °C -5 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.