მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
შავი ღრუბლები აფხაზეთის ცაზე
ჩვენი სატკივარი
აფხაზეთის თავზე კვლავ შავი ღრუბლები წამოიქუფრა. ქართველთმოძულე რაულ ხაჯინბას გაპრეზიდენტების შემდეგ გალელ ქართველებს, შეიძლება ითქვას, სუნთქვა უჭირთ. ქართული პასპორტი ,,აღარ ჭრის~, მათ აიძულებენ აიღონ ,,აფზახური პასპორტი~ და მიიღონ ,,აფხაზეთის მოქალაქის~ სტატუსი. არა და, ნამდვილ დისკრიმინაციაში იმყოფებიან, მალე ქონებასაც ჩამოართმევენ. ორ ცეცხლს შუა არიან ქართველები. რა ქნან? ბევრი იძულებულია ისე მოიქცეს, როგორც აფხაზური ხელისუფლება მოითხოვს. ხაჯინბამ გადაწყვიტა, საქართველოსთან მხოლოდ ერთი გამშვები პუნქტი დარჩეს, ხოლო საზღვარი ფსოუსთან, ფაქტიურად მოიშალოს და რუსეთთან დამყარდეს უფრო ,,ძმური~ ურთიერთობა. მოსახლეობის უმრავლესობას სომხები წარმოადგენდნენ და იქ თავს ისე გრძნობენ, როგორც ,,თევზი წყალში~. მხოლოდ ქართველები არიან წარმოუდგენელ დისკრიმინაციულ, ფაქტიურად, მონურ მდგომარეობაში. ამის გამო რატომ არ იმაღლებენ ხმას საქართველოში მოქმედი არასამთავრობოები? ესენი მხოლოდ ,,ოცნებას~ ებრძვიან. თავის მხრივ, საქართველოს მთავრობაც არ დგამს ქმედით ნაბიჯებს რუსეთთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. კარგია ის, რომ ღარიბაშვილი რუსეთთან ,,ზომიერ~, არადაძაბულ ურთიერთობას ინარჩუნებს, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა. არადა, ნაციონალები სწორედ ამისკენ უბიძგებენ მას, რომ რუსეთი ,,მტრად~ აღიაროს, რუსეთთან მიმართებაში დააბრუნოს სააკაშვილის დროინდელი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისადმი ზიზღის და სიძულვილის რიტორიკა. ცხადია, ასე არ შეიძლება. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ,,მტკიცედ დგას~, მაგრამ მეტად უცნაურად იქცევა მთავრობის ზოგიერთი წევრი. მაგალითად, თავდაცვის მინისტრ ბატონ ირაკლი ალასანიას რიტორიკა ბევრს აღიზიანებს, როგორც აქ, საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, განსაკუთრებით რუსეთში.
რატომ არის საშიში ასეთი ხმამაღალი განცხადებების გაკეთება? _ იმიტომ, რომ კვლავ და კვლავ ღიზიანდება ,,ჩრდილოელი დათვი~, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი რუსეთი. მართალია რუსეთი თუ არა? _ ჩემი აზრით, მართალია! ქართველი პოლიტიკოსების ერთმა ნაწილმა ვერა და ვერ გაიგო, რომ ნატოს გაფართოება და მიახლოება რუსეთის საზღვრებთან, რუსეთის გაღიზიანებას და უკიდურეს რეაქციას იწვევს. ნატოს გაფართოება კი იგივე ამერიკის სამხედრო ძალების ,,გაფართოებაა~ და მიახლოება რუსეთის საზღვრებთან. მართლაც, რა ესაქმება დედამიწის მეორე ნახევარსფეროში ამერიკას, ასე რომ მიიწევს რუსეთისაკენ? რუსეთმა ხმა არ ამოიღოს, როცა მას რაკეტებს უმიზნებენ? უკვე ბევრი ექსპერტი აღიარებს, რომ ეს არის დასავლეთის ექსპანსია მართლმადიდებლობის წინააღმდეგ. და, აი, ამ დროს ერთი პატარა ქვეყანა, მართლმადიდებლური საქართველო იქით ისწრაფვის, ნატოსკენ და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას აწერს ხელს! მე აქამდეც ველოდი რუსეთის მძაფრ რეაქციას საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ მან ჩვენთვის უკრაინის გამო ვერ მოიცალა! უკრაინის ტრაგედიაც დასავლეთმა დაგეგმა. ამჯერად კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. მათ არ ეგონათ, თუ რუსეთი ასეთ ფხას გამოიჩენდა და უკრაინას ყირიმს წაგლეჯდა! არც ის ეგონათ, უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთი თუ არაფერს დათმობდა! ვფიქრობ, რომ უკრაინას ყირიმთან ერთად აღმოსავლეთის რაიონებიც დაკარგული აქვს. შესაძლოა, უარესადაც დაიშალოს იგი და კარპატების მხარეც დაკარგოს, რომელიც თავის დროზე სტალინმა წაართვა პოლონეთს.
ახლა უკვე საშიშროება გვემუქრება ე.წ. ,,ისლამური სახელმწიფოსგანაც~. იქ მებრძოლი პანკისელი ქისტები ღიად ემუქრებიან რუსეთს.
ხაჯინბას ინიციატივით უკვე რუსეთმაც მოიცალა ჩვენთვის. სულ მალე გაფორმდება რუსეთისა და აფხაზეთის სამოკავშირეო ხელშეკრულება. ამის გამო უკვე შეჩოჩქოლდნენ ქართველი პოლიტიკოსები. ისინი ბოლოს და ბოლოს, მიხვდნენ, რომ აფხაზეთს რუსეთისაგან ანექსია ემუქრება. საქართველოს პრეზიდენტმა განცხადებაც გააკეთა და პარლამენტს მოუწოდა, თავისი პოზიცია დააფიქსიროს. მერე რა, თუნდაც დააფიქსიროს თავისი პოზიცია, რუსეთYის ანექსიას შეაჩერებს? აბა, რა ეგონა საქართველოს, ასოცირების ხელშეკრულებას რომ აწერდა ხელს, ანტიდისკრიმინაციულ კანონს რომ იღებდა (რუსეთში, პირიქით, ე.წ. უმცირესობათა პარპაშის საწინააღმდეგო კანონები მიიღეს!) და თვითონ მართლმადიდებლური ქვეყანა თავის უშუალო მეზობელს, უდიდეს მართლმადიდებლურ ქვეყანას უპირისპირდება? დასავლეთისაგან მოსყიდული სააკაშვილის აგორებული პიარი, რომ ჩვენ დასავლეთი გვიხსნის და ევროკავშირი და ნატო სამოთხეს შეგვიქმნის, საპნის ბუშტივით  გასკდა, ქართველმა პოლიტიკოსებმა, ბოლოს და ბოლოს, უნდა მოიშორონ და  უკუაგდონ ილუზიებით აზროვნება. გინახავთ საქართველOოში ამერიკისაგან დაბანდებული ინვესტიციები? (მხოლოდ მსოფლიო ბანკის კრედიტები _ კი! მათი აშენებული ფაბრიკა-ქარხნები? განა დასავლეთიდან არ მოდის ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნებიც თანდათან უერთდებიან? იქიდან მოდის სხვა სიბინძურეებიც...
ადრე ჩემს ერთ-ერთ წერილში ,,ჩემი მოკლე ჭკუით~ ვწერდი, რომ რადგან რუსეთმა ყირიმი ,,დაიბრუნა~ და შავ ზღვაზე დიდი გასასვლელი გაუჩნდა, ამით უნდა ისარგებლოს საქართველომ, პირველი პირები (პატრიარქთან ერთად) სპეციალური ფორმატით მიავლინოს მოსკოვში და აფხაზეთის ,,დათმობაზე~ ელაპარაკონ-მეთქი! როგორ გგონიათ, მოსკოვი ასეთ სპეციალურ დელეგაციას არ მიიღებს? მიიღEებს, ოღონდ გარკვეული დამთმობი პირობებით. რა პირობით? _ საქართველომ არ უნდა გააჭაჭანოს ამერიკელები და ნატოელები თავის ტერიტორიაზე, არ უნდა ისწრაფვოდეს სამხედრო ბლოკისაკენ (რა ,,გებლოკება~, შე, საცოდავო?) და გამოაცხადოს სრული ნეიტრალიტეტი! ასეთი ,,ოქროს შუალედით ცხოვრობს შვეიცარია, ფინეთი და სხვა ქვეყნები. ამ მოლაპარაკებას ექნება შედეგი? _ დიდი ალბათობით, ექნება!
არც ახლა არის გვიან! ქალბატონი ნინო ბურჯანაძე სწორედ ამისკენ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას. ამ მოსაზრებაზე დგას პოლიტიკის ექსპერტთა დიდი ნაწილი, მაგრამ ვინ უსმენს მათ?
მტკიცედ მწამს, რომ აფხაზეთის და ცხინვალის დაბრუნების გასაღები ერთმორწმუნე რუსეთთან ,,დაძმობილებაში~. მხოლოდ ამის შემდეგ ,,გაიმქრევა~ შავი ღრუბლები ჩვენი მონატრებული ,,სამოთხის~ _ აფხაზეთის ცაზე!

უჩა არაგვისპირელი
23.10.2014
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ახალციხე დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 15 °C + 14 °C
ღამით -2 °C -1 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.