მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
აფხაზეთის დღეები ბორჯომში
შეხვედრა ნამდვილად შთამბეჭდავი იყო
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივითა და აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თანაპარტნიორობით ბორჯომში სამ დღეს _ 17, 18, 19 ოქტომბერს აფხაზეთის დღეები შარშანდელივით შთამბეჭდავად  და ემოციურად ჩატარდა. 
აფხაზეთის დღეების ორგანიზებაში და ღონისძიებების მაღალ დონეზე ჩატარებაში აქტიურად მონაწილეობდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი, მის მოადგილეები ანზორ სვანიძე და რევაზ კალაძე.
პირველი დღე სპორტული ხასიათის შეჯიბრებებს დაეთმო. ბორჯომის მერაბ კოსტავას  სახელობის ბაღში მოეწყო გარბენი და შეჯიბრება მშვილდოსნობაში. გამარჯვებულები დააჯილდოვეს. 
მეორე დღე დიდხანს ემახსოვრებათ ბორჯომის სკოლების პედაგოგებსა და მოსწავლეებს. ამ დღეს შემეცნებითი ლექცია-სემინარი ჩაატარა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული აფხაზური ენისა და ლიტერატურის პროფესორმა, ბატონმა თემურ გვანცელაძემ. მასთან ერთად ბრძანდებოდნენ დოქტორი თამარ გითოლენდია და გალის საგანმანათლებლო რესურს-ცეტრის ხელმძღვანელი ნანა შონია. 
ლექცია-სემინარის დაწყებამდე საზოგადოებას მიესალმა ბორჯომის კულტურის სამსახურის უფროსი ქალბატონი მარინა ხუჯაძე, რომელმაც ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის დღეების მნიშვნელობაზე და მადლობა გადაუხადა ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს, ასევე დიდი მადლობა გადაუხადა აქტიური თანამშრომლობისთვის ანა ბაქანიძესა და ნინო საბაშვილს. შეხვედრისადმი ბორჯომის საზოგადოების ინტერესი მეტად მაღალია, ამასთან, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ აფხაზეთის დღეები შთაბეჭდილებებითაა აღსავსე, _ აღნიშნა მან.
აფხაზური ენის მკვლევარმა პროფესორმა თემურ გვანცელაძემ საინტერესოდ მიმოიხილა აფხაზური ენის ანბანის ისტორია და ფოლკორი. მოვისმინეთ აფხაზური საწესჩვეულებო რიტუალები, გალობანი, სიმღერები, რომლებიც ქართულის მსგავსად, პოლიფონიურობით გამოირჩევა. ვიხილეთ ფილმი  აფხაზეთში ქრისტიანული ტაძრების შესახებ და მათი ნაციონალური ცეკვები.
ბატონმა თემურმა განაცხადა: _ აფხაზური ენა ქართული ენის მონათესავე ენაა და ის შესულია იუნესკოს მიერ გაქრობის საშიშროების ენათა რიცხვში. ჩვენი ვალია მისი გადარჩენა. რატომღაც ტრაფარეტული ტენდენციაა გავრცელებული, რომ აფხაზეთის თემა ახალ თაობაში დაკავშირებული იყოს მხოლოდ ომთან და უარყოფით კონტექსტში. ჩვენ უნდა წამოვწიოთ ისეთი თემები, რომელიც დაგვეხმარება საერთო ენის გამონახვაში. 
სემინარის დასრულების შემდეგ საოცარი ხმები აჟღერდა ანსამბლების ,,ოქტავა~-ს ,,ნინენა~-ს და ,,მზეშინა~-ს შესრულებით. ასევე გამოვლინდნენ ქართული წერის კონკურსში გამარჯვებულები, საკონკურსო თემა იყო ,,ზღვა, რომელიც შორია...~ საუკეთესო ნაშრომებისათვის საჩუქრები და სიგელები დაიმსახურეს სალომე მაისურაძემ, ლონდა კევლიშვილმა, მარიამ ჯამასპიშვილმა, კონსტანტინე ტოსუნოვმა და ანა გოგოლაძე.
19 ოქტომბერს ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა უმასპინძლა დევნილი მხატვრების გამოფენას სახელწოდებით ,,ჩვენი აფხაზეთი~, ამასთანავე, აფხაზური ენისა და ისტორიის კვლევის ამსახველ საარქივო ფოტო-მასალას. საღამო დაგვირგვინდა სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლით: ,,ჰელადოსი~. მოსალოდნელი ემოცია და მაყურებლის მოწონება არ ყოფილა გასაკვირი, რადგან თემა სპექტაკლისა, როგორც ნოდარ დუმბაძის თვალით დანახული და მწერალ გურამ ოდიშარიას მიერ აღქმული იყო რეჟისორ მიხეილ რატიანის მიერ მძაფრად, გულისშემძვრელად წარმოდგენილი. როგორც მთავარი გმირი ამბობს: ,,სამშობლო უფრო ღრმად არის, უფრო შიგნით!~ _ ჭეშმარიტად, რომ ასეა!
საპატიო სტუმარმა  ვახტანგ ყოლბაიამ გვითხრა: _ მოხარული ვარ, რომ საფუძველი ეყრება ასეთ დღეებს ჩვენს რეალობაში. მადლობა ასეთი გულშიჩამწვდომი სიმღერებისთვის, ასეთი ცეკვებისთვის, ამდენი ტკივილისთვის, რომელსაც თქვენ ატარებთ და იჩენთ აფხაზეთის მიმართ. პატრიარქმა წმინდა მიწიდან ჩამოტანილი ჯვარი გვისახსოვრა და გვითხრა: ეს ჯვარი იქნება თქვენთან მანამ, სანამ იქ არ დაბრუნდებითო. მე მინდა, რომ ეს დღესასწაული ყოფილიყოს სიმბოლო ჩვენი აფხაზეთში დაბრუნების და შემდეგ ჩვენი მოვალეობა იქნება თქვენი ღირსეულად გამასპინძლება.
მეუფე სერაფიმემ დალოცა ორგანიზატორები, მონაწილეები და გამოთქვა თავისი დიდიხნის ოცნება და სურვილი აფხაზი ახალგაზრდების ბორჯომში ჩამოყვანის შესახებ, რაც სამწუხაროდ, ჯერჯერობით შეუძლებელია. თუმცა იმედი არ უნდა დავკარგოთ.

მონიკა ჭანტურია
23.10.2014
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ახალციხე დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 17 °C + 17 °C
ღამით 0 °C + 3 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.