მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ვიცოდეთ, რამდენი ვართ?
5-დან 19 ნოემბრის ჩათვლით საქართველოში გაიმართება მოსახლეობის საყოველთაო აღწერა. ეს ღონისძიება მეტად მნიშვნელოვანია ქვეყნის პერსპექტიული განვითარებისათვის, როგორც ეკონომიკური, სოციალური და დემოგრაფიული თვალსაზრისით, ისე სხვა საჭირო ინფორმაციის მიღებისათვის. აღწერასთან დაკავშირებული საკითხების გასარკვევად ინტერვიუ ვთხოვეთ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბორჯომის სამმართველოს უფროსს ქალბატონ ნათელა გოგოლაძეს.
ქალბატონო ნათელა, რა არის მოსახლეობის აღწერის მთავარი მიზანი?
_ აღწერა ტარდება საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში მოსახლეობის შესახებ ზუსტი მონაცემების მისაღებად, ქვეყნის მოსახლეობის დემოგრაფიული ვითარების დასადგენის, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრისა და საზოგადოების ინფორმირების მიზნით, აგრეთვე სოფლის მეურნეობის შესახებ ძირითადი მაჩვენებლების მისაღებად.
აღწერისას რა ევალება მოქალაქეს?
_ ,,ოფიციალური სტატისტიკის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ყველა მოქალაქე, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებულია, გაიაროს აღწერა.
რას ითვალისწინებს მოქალაქის ინდივიდუალური მონაცემები?
_ ,,ოფიციალური სტატისტიკის შესახებ~ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად, ინდივიდუალური მონაცემები კონფიდენციალურია და არ ექვმდებარება გამჟღავნებას. რესპონდენტის შესახებ ინდივიდუალური მონაცემები ინახება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
აღმწერ პერსონალს ეკრძალება რესპონდენტის შესახებ შევსებული აღწერის კითხვარის შინაარსის გაცნობა სხვა პირთათვის. ინდივიდუალური მონაცემების გამოყენების წესის დარღვევისათვის აღმწერ პერსონალს ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. ინდივიდუალური მონაცემები ვრცელდება მხოლოდ ნაერთი, განზოგადებული სახით.
საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის ინსტრუქცია ითვალისწინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის რეკომენდაციების აღწერის ჩატარების მეთოდოლოგიურ საკითხებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.
როგორია მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ზოგადი მეთოდოლოგიური დებულება?
_ საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერა ტარდება 5-დან 19 ნოემბრის ჩათვლით (გარდა მესტიის, ყაზბეგის და ნაწილობრივ ახმეტისა (ომალოს თემი) და დუშეთის (გუდამაყრის, მაღაროსკარის, უკანაფშავის, შატილისა და ხევსურეთის თემები) მუნიციპალიტეტებისა, სადაც მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერა ჩატარდება სექტემბერში.
მოსახლეობის გამოკითხვა იწყება 5 ნოემბრის დილის 9 საათზე (თბილისის დროით). მოსახლეობის აღწერის კრიტიკულ მომენტად (გამოთვლის მომენტი) დადგენილია 4-5 ნომბრის ღამის 12 საათი (ე.ი. კითხვარში არ უნდა შევიდეს ინფორმაცია მოსახლეობის კრიტიკული მომენტის შემდეგ დაბადებული ბავშვების და ამ მომენტამდე გარდაცვლილი პირების შესახებ). გამოკითხვა იწარმოებს 15 დღის განმავლობაში, მაგრამ მონაცემები შეიკრიბება 4-5 ნოემბრის ღამის 12 საათის მდგომარეობით.
აღწერა ტარდება სპეციალურად მომზადებული სააღწერო პერსონალის მიერ ინდივიდუალური მონაცემების შეგროვების, რესპონდენტების გამოკითხვისა და კითხვარებში მონაცემების ჩაწერის გზით.
აღწერამ უნდა მოიცვას თითოეული საცხოვრისი და მასში მცხოვრები შინამეურნეობის ყველა წევრი, როგორც მუდმივად (ან დროებით არამყოფი), ასევე აღწერის კრიტიკულ მომენტში ადგილზე მყოფი ყველა დროებით მცხოვრები პირი.
ვინ ექვემდებარება აღწერას?
ა) მოცემულ საცხოვრისში მუდმივად მცხოვრები პირი;
ბ) მოცემულ საცხოვრისში, მუდმივი ცხოვრების ადგილზე, დროებით არამყოფი პირი;
გ) მოცემულ საცხოვრისში დროებით მცხოვრები პირი, რომლის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის საქართველოს ტერიტორიაზე, მოცემული დასახლების ფარგლებს გარეთ;
დ) მოცემულ საცხოვრისში დროებით მცხოვრები პირი, რომლის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე;
ე) პირი, რომელსაც არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, როგორც საქართველოს, ისე სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე;
ვ) პირი, რომელიც ცხოვრობს ნებისმიერი ტიპის საცხოვრისში, მათ შორის, საცხოვრებლად დაკავებულ საწარმოებსა და დაწესებულებების კუთვნილ ობიექტებში;
ზ) უსახლკარო.
ვინ არ ექვემდებარება აღწერას?
_ ა) უცხო ქვეყნის მოქალაქე და მისი ოჯახის წევრები, რომელთაც საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე გააჩნიათ დიპლომატიური იმუნიტეტი და სხვადასხვა სახის პრივილეგიები (დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში მომუშავე უცხო ქვეყნის მოქალაქეები), აგრეთვე უცხო ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები დისლოცირებულნი საქართველოს ტერიტორიაზე;
ბ) დიპლომატიური წარმომადგენლობების, საერთაშორისო ორგანიზაციების საკუთრებაში ან დროებით სარგებლობაში არსებული საცხოვრისები, აგრეთვე უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზები და მასზე არსებული საცხოვრისები.
საზღვარგარეთ მცხოვრები პირები ჩაითვლებიან თYუ არა ჩვენს მოქალაქეებად?
_ ემიგრანტები, რომლებიც წასულები იყვნენ 2002 წლამდე, არ ჩაითვლებიან ჩვენს მოქალაქეებად, რადგანაც მათი ჩათვლა მოხდა 2002 წლის აღწერის დროს.
აღწერის ორგანიზებულად ჩატარებისათვის მომზადებულია თუ არა კადრები?
_ დიახ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მომზადებულია 950 პიროვნება, რომლებმაც გაიარეს სპეციალური ტრენინგი და საფუძვლიანად შეისწავლეს მოსახლეობის აღწერის წვრილმანი ნიუანსებიც კი.

ლონდა ფილიშვილი
23.10.2014
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ახალციხე დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 17 °C + 17 °C
ღამით 0 °C + 3 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.