მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ მიერ რეაბილიტირებული ახალციხის N1 საჯარო სკოლა გაიხსნა

 

13 დეკემბერს, სრულად რეაბილიტირებული ახალციხის N1 საჯარო სკოლა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში მისმა აღმატებულებამ იან კელიმ და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ საზეიმოდ გახსნეს.

ახალციხის N1 საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 5 000–მდე კვადრატულ მეტრს და სასწავლო გარემო გაუმჯობესდა 1000 მოსწავლისთვის.

მაგდა მაღრაძე: – ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებით ხელს უწყობს საქართველოში საბუნებისმეტყველო განთლების ხარისხის გაძლიერებას, შესაბამისად თანამედროვე სასწავლო ლაბორატორიებით ჩვენ მიერ რეაბილიტირებული სკოლების აღჭურვა ხელს შეუწყობს აღნიშნული დისციპლინების გაძლიერებას და სწავლა–სწალების ხარისხის გაუმჯობესებას.“

ელჩის განცხადებით, სკოლების რეაბილიტაცია და ლაბორატორიებით აღჭურვა მოსწავლეებს მსოფლიო დონის განათლების მიღებაში დაეხმარება.

 „მოხარული ვარ სამინისტროსთან და ფონდათან ერთად მონაწილეობა მივიღო ამ ისტორიულ მომენტში და საზეიმოდ გავხსნათ ახალციხის N1  საჯარო სკოლა. აშშ-ის მთავრობა, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეშვეობით, აფინანსებს საქართველოში საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტს.

ჩვენ შევძლებთ, რომ მოსწვალეებს მივცემთ მსოფლიო დონის განათლება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს გაძლიერებას და კეთილდღეობას.“– განაცხადა აშშ-ის ელჩმა მისმა აღმატებულება იან კელიმ.

 სტუმრებმა ახალციხის სკოლის გახსნის შემდეგ, ახლადრეაბილიტირებული ვალეს საჯარო სკოლაც მოინახულეს.  ვალეს სკოლაში სრულად რეაბილიტირდა ორი ათას კვადრატულზე მეტი ფართი და  300–ზე მეტი მოსწავლე თანამედროვე გარემოში იღებს განათლებას.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში 2016-2017 წლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღიჭურვა 30 საჯარო სკოლა მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში.  ჯამში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 70 ათას კვადრატულ მეტრ ფართს და სასწავლო გარემო გაუმჯობესდა 10 ათასზე მეტი მოსწავლისთვის.

პარალელურად მიმდინარეობს 28 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია კახეთის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.  ჯამში რეაბილიტაცია უტარდება 62 ათას კვადრატულ მეტრ ფართს.  სასწავლო გარემო გაუმჯობესდება 12 ათასი მოსწავლისთვის.  

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მიორე კომპაქტის დაფინანსებით. პროექტის მიზანია საჯარო სკოლების  სასწავლო გარემოს გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია, თანამედროვე სამეცნიერო ლაბორატორიებით აღჭურვა და მოვლა-პატრონობის სისტემის შემუშავება.



14.12.2017
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ახალციხე დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 7 °C + 6 °C
ღამით 0 °C -3 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.