მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
რა მოუტანა ე.წ. სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებლობამ?!


"ბორჯომი".  ამას წინათ საერთაშორისო კრიზისის ჯგუფმა შეისწავლა და გამოაქვეყნა რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის გაწეული დახმარების შედეგები და საერთოდ იქ არსებული მდგომარეობის ფაქტები.

ანგარიშს ,,აღიარების სიმძიმე~ ეწოდება და ხაზგასმითაა მითითებული, რომ რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის თითოეულ მოსახლეს 28 ათასი აშშ დოლარი გამოუყო, თუმცა პრობლემები არ შემცირებულა.

რამდენიმე ხნის წინათ მედია იუწყებოდა, რომ რუსეთმა ე.წ. სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკას თითოეულ მცხოვრებს 42 ათასი აშშ დოლარი გამოუყო, როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისადმი მხარდაჭერა განწირულია და იგი მოსკოვს ძალიან ძვირი დაუჯდება.

როგორც ირკვევა, 2008 წლის აგვისტოდან რუსეთმა სამხრეთ ოსეთს 840 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო. ამ დახმარების მიუხედავად ცხინვალის რეგიონში აღდგენითი სამუშაოები ძალიან ნელა მიმდინარეობს. რეგიონში კერძო სექტორი ფაქტიურად ნანგრევებშია.

რუსეთის პრემიერ-მინსტრმა ვლადიმერ პუტინმა კოკოითთან შეხვედრისას უკმაყოფილება გამოთქვა ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავრობის არაეფექტური მუშაობისათვის, მიუხედავად ამისა, რუსეთი დამატებით 5,7 მილიონი დოლარის გამოყოფას კიდევ აპირებს ოსების დასახმარებლად.
ექსპერტების მონაცემებით ამჟამად რეგიონში 30 ათასი ცხოვრობს, აქედან ცხინვალში - 17 ათასია. ამ ოცი წლის წინათ სამხრეთ-ოსეთის ავტონომიურ ოლქში 100 ათასი, ხოლო საქართველოში მთლიანად 160 ათასი ოსი ეროვნების ადამიანი ცხოვრობდა.

2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში რეგიონიდან 20 ათასი ეთნიკური ქართველი გამოიქცა, ბევრი ოსების მხრიდან გენოციდის მსხვერპლი გახდა.
საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით ამჟამად რეგიონში 2500-მდე ქართველი ცხოვრობს.

კოკოითმა მოსახლეობის შესავსებად 500 ოსი მოიპატიჟა ჩრდილო ოსეთიდან, მაგრამ იქიდან ნახევარიც არ ჩამოსულა.

ექსპერტთა დასკვნით, სამხრეთ ოსეთის სოფლის მეურნეობა ამჟამად სავალალო დღეშია. სახნავი სავარგულები სახელმწიფოს ხელშია, რაც ხელს უშლის მათ ათვისებას. ხილის ექსპორტი რუსეთში ვერ ხერხდება მაღალი საბაჟო გადასახადის გამო. ადგილობრივ ფერმერებს საშუალება არ აქვთ თავიანთი პროდუქცია გაასაღონ რუს სამხედროებთან, რადგან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ხელშეკრულებას მსხვილ მომწოდებლებთან აფორმებს.

ბიზნესი შავ დღეშია, მეწარმეების შემოსავალი თვეში 500-დან 1000 დოლარამდეა. ერთადერთი სფერო, რაც ოსეთში ვითარდება - რესტორნებია, რომლითაც რუსი სამხედროები და მშენებლობაზე დასაქმებული მუშახელი სარგებლობს.

სამხრეთ ოსეთში ყველაზე მსხვილი საწარმოებია მინწყალი "ბაგიათის" და "ვიბრომანქანის" ქარხნები, რომელთა საწარმოო სიმძლავრე მხოლოდ მეხუთედითაა ათვისებული.

საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ კონფლიქტამდე ოსებს საქართველოდან და რუსეთიდან არალეგალურად შექონდათ სურსათი, ამჟამად სამხრეთ ოსეთს 90{}+ რუსეთიდან შეაქვთ, ხოლო ფასები ორჯერ უფრო ძვირია, ვიდრე რუსეთის სამხრეთ რაიონებში.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში ფუნქციონირებს ორი ,,სახელმწიფო~ ბანკი. მიმოქცევაში მხოლოდ რუსული რუბლია. ,,დამოუკიდებელი სახელმწიფო~ ჯერ არ აპირებს საკუთარი ვალუტის ერთეულზე გადასვლას.

შეინიშნება ხელფასების მომატება, რაც ძირითადად რუსეთიდან შემოსული თანხით ხორციელდება. ომამდელ დონეზე 2,5-ჯერ გაეზარდათ ხელფასები მასწავლებლებს და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს.

სამხრეთ ოსეთში არ მუშაობს ფოსტა. ცხინვალში ერთადერთი ინტერნეტ კაფეა, არ ვითარდება სატრანსპორტო სისტემა.
როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის სპეციალისტები იუწყებიან, სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები სამკურნალოდ რუსეთში მიდიან, უფასო სამედიცინო დახმარება შეუძლიათ იმათ, ვისაც შიდა რუსული პასპორტი აქვს.

წლეულს საშუალო სკოლა მხოლოდ 430 მოზარდმა დაამთავრა.

ამჟამად სამხრეთ ოსეთში 5 ათასი რუსი სამხედროა, რაც ამ რესპუბლიკის მოსახლეობის 1/6 ნაწილია. უახლოესი ორი წლის მანძილზე სამხრეთ ოსეთში საკუთარი სამხედროთა რაოდენობა 3 ათასიდან 200 კაცამდე შემცირდა. ეს გასაგებია, რად უნდა საკუთარი ჯარი, როცა რუსეთი მზადაა მის დასახმარებლად.

დღეს რუსეთის სამხედრო ბაზებია ცხინვალში, ჯავაში, ყანჩავეთსა და ქურთაში, გარდა ამისა, შენდება კიდევ ერთი სამხედრო ბაზა.

რუსეთს განზრახული აქვს 35 მილიარდი რუბლი დახარჯოს "ტრანსკამის" განახლებასა და როკის გვირაბის აღდგენაზე. ჯავასა და ახალგორში აპირებენ შვეულმფრენების აეროდრომების მშენებლობას, მამისონის უღელტეხილზე გზის მშენებლობას. ამასთან საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე 900 რუსი მესაზღვრეა დისლოცირებული და მიმდინარეობს საზღვრის დემარკაცია.

როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტები აცხადებენ, რუსეთი გახდა მძლევალი გეოპოლიტიკური და ფსიქოლოგიური პროექტების ჩავარდნისათვის განწირული, თუმცა მათივე პროგნოზით რუსული ფული არაეფექტურად გამოიყენება, მიუხედავად ამისა, მოსკოვი მაინც განაგრძობს ამ რეგიონის დაფინასებას. მათივე ანგარიშით მოსკოვი შიშობს, რომ არასტაბილურობამ სამხრეთ ოსეთში შესაძლოა ჩრდილო კავკასიაში მღელვარებას დაუდოს სათავე.

ნათელია, ვის უნდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ,,დამოუკიდებელი რესპუბლიკა~ და როგორი დამოუკიდებელია ზემოთ მოყვანილი ფაქტებით კარგად დავინახეთ.
 


ვალერიან ლომიძე
08.07.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: I could watch Scdl'hierns List and still be happy after reading this.
: Is that really all there is to it becasue that'd be flabbergasting.
: That's a skillful answer to a difciflut question
: 20
ახალციხე დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 7 °C + 7 °C
ღამით -10 °C -5 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.