მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
რუსეთი დათვის ტყავში გახვეული ოკუპანტია

,,ბორჯომი~. საქართველოს თავისი სახელმწიფოებრიობის სამი ათასწლიანი ისტორიის მანძილზე არაერთი ბოროტი მტერი დასხმია თავს, არაერთხელ დაუპყრიათ იგი და არაერთხელ მდგარა ქართველი ხალხი განადგურებისა და ამოწყვეტის პირას.
 მტერი მტერს ენაცვლებოდა, ხშირად მოტყუებით, სიცბიერით, ვითომ ჩვენს მოძმედ და მშველელად მოსული მუსრს ავლებდა ძე-ხორციელს, გულისგულში უყრიდნენ მახვილს და ცხელ შანთებს მათთვის სამიზნედ ამოღებულ მართლმადიდებლურ საქართველოს...

მაგრამ ფენიქსისავით მკვდრეთით დგებოდა სიცოცხლის და სიყვარულის სადარაჯოზე მდგარი ქართველობა.
ვინ მოთვლის, რამდენი უცხო თუ მონათესავე ტომს გაუწოდა დახმარების ხელი, რამდენი ეროვნების ადამიანი შემოთესლა თავის პატარა მიწაწყალზე, ლუკმა გაუყო, წყლის ნაცვლად ღვინო ასვა, შიშველ-ტიტველი შემოსა, დაასახლა, ძმასავით მიიღო, გაამრავლა, გაამდიდრა...
სამწუხაროდ, ბევრმა ვერ დაგვიფასა ამაგი, მტრად მოგვეკიდნენ და ახლა სხვისი დახმარებით ჩვენს კუთვნილ ტერიტორიებს გვედავებიან...
შორს ნუ წავალთ, აგერ ჩრდილოეთელი დიდი მეზობელი _ რუსეთი ავიღოთ, ასიათასობით კილომეტრიანი ტერიტორიები აქვს დაუსახლებელი და მაინც ჩვენს ერთ მტკაველ მიწას მოსტირის, დავიჯერო აფხაზებისა და ოსების გულისთვის, მათი სახელმწიფოებრიობისათვის იკლავს თავს და ჯავრობს, იღვწის და ზრუნავს დღენიადაგ?!.
თუ ასეთი დემოკრატი და თავისუფლების მოყვარულია, რატომ ჩეჩნებს, დაღესტნელებს, ჩერქეზებს, ინგუშებს და სხვა პატარა ერებს არ ანიჭებს ამ სანუკვარ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას, რომელსაც ასეული წლებია ითხოვენ.
ხომ ყველასთვის ნათელია, თუ რის მუცლის გვრემა აქვს რუსეთს საქართველOოში.
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი სხვა არაფერია, თუ არა ოკუპაცია და ინტერვენცია საქართველოს წინააღმდეგ.
რუსეთი ვერა და ვერ შეეგუა ყოფილი სსრ კავშირის რესპუბლიკების დამოუკიდებლობას, კვლავ სურს ყულფის მობმა და ,,უფროსი ძმის~ სტატუსით ჩვენი მართვა-მბრძანებლობა. ვერ გუობს ჩვენს სწრაფვას ევროპული ცივილიზაციისაკენ, კვლავ ცდილობს ჩვენს უსიტყვო მორჩილებაში ყოფნას, ამიტომაც ერთობ გამწარებული და გაბოროტებული დარჩა, როცა აგვისტოს ომში წინააღმდეგობას წააწყდა, არ მოელოდა.
არც ქართველები მოელოდნენ ერთმორწმუნე რუსეთისგან შეიარაღებულ ინტერვენციას, მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვას, სტრატეგიული ობიექტების განადგურებას.
საკუთარი მიწა-წყლის დაცვისთვის დაგვსაჯეს, ასობით ადამიანი  უს ახლკაროდ დარჩა, ბევრი დაიღუპა, მიწისაგან პირისა აღიგავა ათობით სოფელი, მშობლიური მიწა-წყლიდან გამოდევნეს ქართველი მოსახლეობა და უსირცხვილოდ აცხადებენ _ ოსებს და აფხაზებს გენოციდი მოუწყესო. ვინ ვის მოუწყო გენოციდი, კარგად გამოჩნდა.
ფაქტია, ტყუილებზე აგებული რუსეთის პროპაგანდა სულ მალე საპნის ბუშტივით გასკდა და ახლა, როცა ვნებათაღელვა ჩაცხრა, კვლავ გაჩნდა რუსულ მასმედიაში ქართველთა მონატრების, კულტურისა და ხელოვნების ამსახველი წერილები. ვერც გაამტყუნებ, არ ვემეტებით დასავიწყებლად, ხან ოპოზიციური პარტიების ლიდერებს მასპინძლობენ, ხან ხალხმრავალ კონცერტებში ეპატიჟებიან ჩვენს ცნობილ მომღერლებს, აქებენ და ადიდებენ რუსეთში მოღვაწე ქართველ მეცნიერებს, სულ ახლახან ტელეკომპანია ,,ნტვ~-ეს დილის გადაცემაში თითქმის ერთი საათი ისაუბრეს ქართულ სამზარეულოზე და მსახიობებმა ნერწყვების ყლაპვით დააგემოვნეს ქართული რეცეპტით მომზადებული ფხალი.
დღე ისე არ დაღამდება, არ ისაუბრონ ქართველებზე, მათ სახელოვან წარსულზე, კულტურაზე და მეცნიერებაზე.
სამწუხაროდ, კრემლის უმაღლესი ხელისუფალნი ვერ გრძნობენ დანაშაულს ქართველი ერის წინაშე, დაივიწყეს ქართველთა წვლილი საკუთარ ისტორიაში, სათAანადოდ ვერც დღევანდელი ვითარება შეაფასეს და ომი გამოუცხადეს ერთმორწმუნე საქართველოს. არადა საუკუნეების მანძილზე როგორ გვეფიცებოდნენ მეგობრობას.. როგორი ,,უფროსი ძმა~ გვყავდა, ახლა კარგად დავინახეთ, ისე ვერც ჩვენმა ხელისუფლებამ გამოიჩინა სათანადო დიპლომატია, თორემ რუსეთი ჩვენდამი დიდ ,,სიყვარულს~ ასე მტრულად არ მოექცეოდა და ომს თავიდან ავიცილებდით.
რუსეთის ხელისუფლება კარგად ხვდება თავის დანაშაულს არა მარტო ქართველთა, არამედ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების წინაშე, ნახეთ, როგორი შუღლი და მტრობა ჩამოაგდო დნესტრისპირეთში, ბალტიისპირეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში, შუა აზიის რესპუბლიკებში, როგორი სიტუაცია შექმნა ბელორუსში და უკრაინაში. ცივილიზებული მსოფლიო, ევროსაბჭო, გაერო და და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები კი გრძნობენ რუსეთის მოღალატურ, ცბიერ და დანაშაულებრივ პოლიტიკას ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკებისადმი, რომელსაც კვლავ სურს სსრ კავშირის აღდგენა და ამ ხალხებზე ბატონობა, მისთვის დემოკრატიული ფასეულობები არ არსებობს, რადგან ველიკორუსული შოვინიზმი სისხლსა და ძვალში აქვს გამჯდარი.
ამ ბოლო ხანს თავის დანაშაულსაც კარგად ხვდება, მაგრამ, რომ იტყვიან, მუხლებზე არ ეცემა. კარგად დაინახა მის მიერ ,,აღიარებულ~ აფხაზებისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებს ორიოდე სახელმწიფოს მეტმა არავინ დაუჭირა მხარი, ახლა ჩიხიდან გამოსვლის ძებნაშია.
ახლახან თბილისში მყოფმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ქალბატონმა ჰილარი კლინტონმა თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შესახებ და აგვისტოს ომს უწოდა საქართველოს ოკუპაცია, რამაც რუსეთი ერთობ გააღიზიანა.
მთელმა მსოფლიომ ნახა ტელევიზიით რა საშინელება დატრიალდა ყირგიზეთში, ურთიერთდაპირისპირების შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა, ყირგიზეთის დროებითი მთავრობის თხოვნას, რუსეთი მიშველებოდა მშვიდობის დამყარებაში, უარით უპასუხა იმ მოტივით, რომ ყირგიზეთი დამოუკიდებელი ქვეყანაა და თვითონ გადაწყვიტოს თავისი საშინაო პრობლემებიო. თუ ამ განმარტებით ვისარგებლებთ, მაშ რატომ ჩაერია საქართველოს საშინაო საქმეებში რუსეთი. საქართველოც ხომ დამოუკიდებელი ქვეყანაა და ერთ-ერთმა პირველმა რუსეთმა აღიარა მისი ტერიტორიული მთლიანობა და ხელშეუხებლობა, მან პირველმა დაარღვია დსთ-ს ქვეყნებს შორის მიღებული თავდაუსხმელობის ხელშეკრულება.
რუსეთს რაც უნდოდა საქართველოში, იმას მიაღწია: სამხედრო ბაზები კავკასიის სამხრეთში, გასასვლელი შავ ზღვაზე, საკუთარი საზღვრების საიმედოდ დაცვა. და, რაც მთავარია, ხელი შეუშალა საქართველოს ნატოში შესვლაში. სხვა დანარჩენი მას არ აინტერესებს.
როგორი ,,დამოუკიდებელი სახელმწიფოა~ ე.წ. სამხრეთ ოსეთი, ყველასთვის ნათელია. საინტერესოა, რას წარმოადგენს ჩრდილო ოსეთი, რომელიც ტერიტორიით სამხრეთ ოსეთზე ხუთჯერ დიდი მაინც არის.
აფხაზებიც და ოსებიც მალე მიხვდებიან ამ ,,გამარჯვების~ ტრაგიკულ შედეგებს. ეს ,,დამღუპველი~ პროცესი კარგა ხანია დაიწყო აფხაზეთში.
ბევრჯერ მიფიქრია და ობიექტური დასკვნა ვერ გამომიტანია, რა დაუშავა ქართველმა ხალხმა რუსეთს? რატომ გადაემტერა? ამას წინათ, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, სააკაშვილის ხელისუფლებას არ დაველაპარაკებით, ისე ქართველები ჩვენი მოძმე ერიაო. მიკვირს, ნუთუ სახელმწიფოს მეთაურები ასე უნდა მსჯელობდნენ ერებზე ან ეროვნებებზე. სახელმწიფო მეთაურები მიდიან და მოდიან, ერი და მეზობლობა კი რჩება საუკუნეების მანძილზე.
ფაქტია, რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია, სხვა შეფასებას ვერ ვპოულობ.
მაინტერესებს, როდემდე უნდა აჭამოს და ასვას ოსებს და აფხაზებს, როცა თავისი ხალხი მშიერი ყავს, როდემდე უნდა აშენოს აფხაზეთი და სამაჩაბლო, როცა მილიონობით ჰექტარი მიწა მოუხნავი, დაუთესავი, დაუსახლებელი და მოუვლელი აქვს. რას მისტირის ერთ მუჭა საქართველოს?! როცა ჩვენზე ერთგული და საყვარელი მეზობელი არ ყავდა?.
რატომ შეგვიძულა რუსეთმა? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როგორი ხალისით მოდიოდნენ რუსები ბორჯომის სანატორიუმებში დასასვენებლად. როგორი კეთილშობილება, სიყვარული, პატივისცემა და მეგობრობა სუფევდა ქართველებსა და რუსებს შორის, ქართველებს ბორჯომში დასასვენებლად საგზური ენატრ=ებოდათ, ეს მაშინ, როცა 99,9%+ რუსი ისვენებდა და მკურნალობდა ჩვენთან. ახლაც ხშირად მოგვდის წერილები რუსეთიდან, ბორჯომში დასვენება გვინდა, ბორჯომის წყალი გვენატრებაო.
დღეს რუსებმა ქართველები #1 მტრად აღიარეს. ალბათ, დასკვნა პუტინ-მედვედევის დაკვეთითაა გახმოვანებული, თორემ რუსებს ისევ უყვართ ქართველები, როგორც ათეული წლის წინათ.
აგვისტოს ომიდან ორი წელი გავიდა. ცივილიზებული მსოფლიო რუსეთს ოკუპანტად აღიარებს, ეს შეფასება ჭეშმარიტად ობიექტურია.


ვალერიან ლომიძე
21.07.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Thinking like that amazing cheap insurance quotes for health insurance comparehealthinsur.com herbal alternative viagra levitra herb heliomeds.com buy brand name levitra bestlifeinsurpolicy.com really is
: I never thought I would find such an everyday topic so enilarlhtng!
: Pleasing to find somonee who can think like that
: 20
: I can't beilvee you're not playing with me--that was so helpful.
ახალციხე დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 7 °C + 7 °C
ღამით -10 °C -6 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.