მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ნოდარ გრიგალაშვილის ახალი წიგნი თურქულ ენაზე

,,ბორჯომი~. თურქული მხარის მიწვევითა და დაფინანსებით ამ დღეებში თურქეთში იმყოფებოდა ქართული დელეგაცია პარლამენტარების, ხელოვნების მუშაკებისა და პრესის წარმომადგენელთა შემადგენლობით. თურქმა მასპინძლებმა ამ ღონისძიებას დაამთხვიეს პრეზენტაცია ნოდარ გრიგალაშვილის წიგნისა _ ,,ფეთჰულაჰ გიულენის ზნეობრივი გაკვეთილები~, რომელიც თურქულ ენაზეა გამოცემული და თურქი მწერლისა და მოაზროვნის ფეთჰულაჰ გიულენის შემოქმედებას ეძღვნება.
გიულენი თანამედროვეობის გამოჩენილი თურქი მოღვაწეა. იგი ფუნდამენტალისტების წინააღმდეგ ქადაგებს, ფუნდამენტალიზმი მაჰმადიანობის მტრად მიაჩნია და აცხადებს, რომ ჯიჰადის არსი ქრისტიანობასთან ბრძოლა კი არა, პიროვნების საკუთარ თავთან ბრძოლა ანუ თვითგანწმენდისთვის ბრძოლა უნდა იყოს. ამის გამო იგი დიდხანს იყო თურქეთიდან დევნილი და ემიგრაციაში ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა (ამჟამადაც იქ ცხოვრობს).
როგორც გრიგალაშვილი განმარტავს, გიულენი იმდენად საინტერესო მოაზროვნეა, რომ მსოფლიოს ას გამოჩენილ მოაზროვნეს შორის მოხვდა და გამოკითხვებში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა.
,,ქართულ ენაზე გამოცემული წიგნი ქართველ მკითხველს დიდ თურქ მოაზროვნესა და მის შემოქმედებას, თურქულ ენაზე თარგმნილი კი თურქ მკითხველს ქართული ლიტერატურის საუკეთესო ტრადიციებს აცნობს~, _ აცხადებეს ავტორი. მისივე თქმით, წიგნში მოყვანილია პარალელები ქართული ლიტერატურის თემატიკასა და გიულენის სააზროვნო თემებს შორის. ავტორი შეეცადა, ეს პარალელები ისე მიეწოდებინა თურქი მკითხველისთვის, რომ მრავალრიცხოვანი თურქი აუდიტორია ქართული მწერლობით დაინტერესებულიყო.
წიგნის პრეზენტაცია ანტალიის ქალაქ ქემერში შედგა. პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ პროფესორი გიული ალასანია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი შოთა მალაშხია, გაზეთ ,,24 საათის~ რედაქტორი მამუკა ფაჩუაშვილი და ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის~ გენერალური დირექტორი გია ჭანტურია.
პრეზენტაციას თურქული ინტელიგენციისა და ბიზნესის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
პრეზენტაციის დასასრულს სიტყვით გამოვიდა მწერალი ნოდარ გრიგალაშვილი. მან მადლობა გადაუხადა მასპინძლებსა და გიული ალასანიას, რომლის მეშვეობითაც თავის დროზე გიულენს აშშ-ში პირადად გაეცნო და შემდგომში მისი შემოქმედებით დაინტერესდა.
როგორც ავტორი აღნიშნავს, ეს წიგნი ერთ-ერთი მოკრძალებული ნაბიჯია ქართველი და თურქი მწერლებისა და ხალხის შემდგომი დაახლოებისთვის.
მისივე თქმით, წიგნი წარმატებით იყიდება თურქეთის წიგნის ბაზრობაზე.

გაზ. ,,24 საათი~, #165, 2010 წ, 3 აგვისტო.


ლალი ცერცვაძე
12.08.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ახალციხე დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 23 °C + 20 °C
ღამით + 5 °C + 6 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.