მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
,,ჩემო ქალაქო, მინდა გიმღერო...~

,,ბორჯომი~. ნანა კუჭუხიძე დვირის საშუალო სკოლის პარალელურად სწავლობდა ბორჯომის სამუსიკო სკოლაში და ვიოლინოს დაკვრის ხელოვნებას ეუფლებოდა. შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის მეორე სამუსიკო სასწავლებელში. წარმატებული მოსწავლე იყო. აქტიურად მონაწილეობდა კონცერტებსა და კონკურსებში.
ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის პერიოდში, VIII კლასის მოსწავლემ დაამუშავა თემა: ,,მშობელ მიწაში მიდგას ფესვები~, რომელმაც გაიმარჯვა და ტურისტული საგზურით დააჯილდოვეს, იმოგზაურა და დაათვალიერა უკრაინის გმირი ქალაქები: კიევი, ოდესა, ხერსონი, სევასტოპოლი, ქერჩი. ძალიან შთამბეჭდავი იყო ეს მოგზაურობა, რომელიც არასოდეს დაავიწყდება.
...სამუსიკო სკოლაში სწავლისას ხშირად გამოდიოდა კონცერტებზე და კონკურსებში. ახლაც თბილად იგონებს სპეციალობის პედაგოგს მ. ნიკიფოროვს, რომელიც არ იშურებდა ცოდნასა და გამოცდილებას, რომ მაღალ დონეზე დაუფლებოდა ვიოლინოს დაკვრის ხელოვნებას.
_ მახსოვს, მისაღებ გამოცდას ბატონი კუკური კალმახელიძე (სკოლის დირექტორი) და სხვა პედაგოგებიც ესწრებოდნენ. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და მეშინოდა(!)
ქალბატონმა ლილი ნადირაძემ შეამჩნია ჩემი მღელვარება, მომეფერა, გამამხნევა და იმედიანად გამიძღვა გამოცდის ჩასაბარებლად. გ. ცაბაძის სიმღერა ვიმღერე. ყველას ძალიან მოეწონა. ბატონმა კუკურიმ შემაქო და ვიოლინოს კლასში ჩამრიცხა (!!) მერე კი... ისე შემიყვარდა ვიოლინო, რომ საწოლში ვიხუტებდი ინსტრუმენტს, _ იხსენებს ნანა.
ნანას არც ის Uუთქვამს, რომ გამოცხადებულ კონკურსში: ,,ჩემი მეზობელი უკრაინა~, მისმა მოსწავლემ შესანიშნავი თემა მოამზადა საქართველოOში მცხოვრებ უკრაინელებზე, რისთვისაც თემის ავტორმა უკრაინის ნებისმიერ უნივერსიტეტში უფასოდ სწავლის უფლება მოიპოვა.
_ ჩემი სკოლა ჩემი დიდი სიყვარულია, ჩემი ბავშვობაა, რომელსაც ხშირად ვიგონებ. ჩემი მასწავლებლები იყვნენ მერი ლაცაბიძე, რიმა პეტროვა, ლუდა კევლიშვილი, ციცო მჭედლიშვილი, ციალა მელიქიძე, აწ განსვენებული თამარ ცხადაძე. მათ დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს თვითდამკვიდრებაში და, თუ რაიმე კარგი თვისება გამაჩნია, მათი დამსახურებაა, რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდი მათ. მეც ვცდილობდი, რომ კარგად მესწავლა და დედაჩემი, რუსუდან თედიაშვილი, რომელიც მაშინ ამავე სკოლის დირექტორი იყო, არ შემერცხვინა, საყვედური არ მიმეღო მისგან...
...მახსოვს, 1968 წელს, წყალდიდობის დროს, დვირის ხიდი წყალმა წაიღო, ბორჯომში ვეღარ ჩამოვდიოდი, სამუსიკო სკოლაში გაკვეთილები მიცდებოდა, ვნერვიულობდი, მაგრამ გამიმართლა. ჩვენს სოფელს პროდუქტებს ვერტმფრენით აწვდიდნენ, მეც ვისარგებლე ამ შემთხვევით, ვერტმფრენით დავფრინავდი ბორჯომში და გაკვეთილებს აღარ ვაცდენდი! _(ღიმილით იხსენებს ბავშვობის წლებს).
თბილისის #2 სამუსიკო სასწავლებლის დამთავრებისთანავე, საყვარელ სკოლას პედაგოგად დაუბრუნდა. შვიდი წელი იმუშავა, შემდეგ კი თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჩააბარა გამოცდები. მალე ოჯახი შექმნა. მეუღლე ბადრი სარალიძე ინჟინერია. ყავს ორი ქალიშვილი, ნინო _ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ხოლო ირინა _ სამედიცინო აკადემიის სტუდენტები არიან. მისი ოჯახი რუსთავში ცხოვრობს, ნანა რუსთავის #5 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. XII კლასის დამრიგებელია. მოსწავლეებს ნანა მასწავლებელი ძალიან უყვართ, რადგან იგი მათი მესაიდუმლე და უფროსი მეგობარია.
_ დვირში ნამდვილი მუსიკალური ოჯახი გვქონდა. მამაჩემი ვალიკო _ აკორდეონსა და ფორტეპიანოზე უკრავდა, დედა კი _ ფანდურსა და გიტარაზე. ჩვენც, ოOთხივე და-ძმამ სამუსიკო სკოლა დავამთავრეთ, გვიყვარს მუსიკა. ჩემი შვილებიც მღერიან შესანიშნავად, უფროსი გოგონა ვიოლინოზეც უკრავს. ერთად ვმღერით. სიმღერის გარეშე არ შეგვიძლია, იგი ყოველთვის ჩვენთან არის და ცხოვრებაში გვეხმარება, _ ამბობს ნანა.
რუსთავში ცხოვრება როგორ შეძელი ბორჯომის რაიონში გაზრდილმა? _ ვეკითხები ნანას.
_ დასაწყისში ვერ ვეგუებოდი, მაგრამ ოჯახის სიყვარულმა, მოვალეობამ, სამსახურმა გადამატანინა გაუცხოება.
ახლა რუსთავის გარეშე ვერ ვძლებ.
მაგრამ, როდესაც ხეობისკენ მოდიხარ, რას გრძნობ და რას უსურვებ ბორჯომელებს?
_ ხაშურს რომ გამოვცდები და ნაძვის სურნელით გაჯერებულ ბორჯომის ჰაერს ჩავისუნთქავ, რაღაც მშობლიურს ვგრძნობ, რომელიც ფაქიზად მეალერსება. ,,ჩემო ბორჯომო, მინდა გიმღერო~... _ ეს სიტყვები აღმომხდება ხოლმე...
მსურს, ჩემი ხეობა უფრო ლამაზი იყოს, ხალხი დასაქმებული, წარმატებული და ბედნიერი!
_ ჩვენც იგივეს გისურვებთ, გზადალოცვილი იარე კიდევ მრავალ წელს, ამინ!


ივეტა კუპრაძე
02.09.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ახალციხე დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 24 °C + 24 °C
ღამით 0 °C + 3 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.