მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
საქმემან მისმან გამოაჩინა!..
,,ბორჯომი~. დოსიე: ჯემალ პეტაშვილი დაიბადა ბორჯომში 1938 წლის 25 სექტემბერს. დედა ვერა ჭველიძე ბორჯომელი იყო. ომის პერიოდში მუშაობდა ჰოსპიტალში, მამა ადიგენის რაიონის მთავარი ექიმი გახლდათ, მეუღლე _ გიული თაბუკაშვილი აწ გარდაცვლილია. ჰყავს ორი ქალიშვილი. უფროსი უცხო ენათა სპეციალისტია, უმცროსი _ ექიმი-ფსიქოთერაპევტი.
ბატონო ჯემალ, გთხოვთ გვიამბოთ თქვენი განვლილი ცხოვრების დეტალები.
 _ ჩვენი ოჯახი ბორჯომში, ჯაფარიძის ქუჩაზე ცხოვრობდა. სწავლა #1 სკოლაში დავიწყე. მესამე კლასიდან მთელი ოჯახი ადიგენში ვცხოვრობდით. 1953 წელს კვლავ ბორჯომში გადმოვედით. სწავლა #1 სკოლაში გავაგრძელე, ძალიან მიხაროდა, ჩემს თანაკლასელებთან რომ აღმოვჩნდი. 1955 წელს დავამთავრე სკოლა, 1957 წელს ჩავირიცხე თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე, რომელიც 1964 წელს დავამთავრე ქირურგის სპეციალობით და განაწილებით ახალქალაქDში დავიწყე მუშაობა. 1966 წელს სწავლის გასაგრძელებლად მოსკოვში წავედი. 1973 წლამდე ვმუშაობდი მოსკოვის #50-ე საავადმყოფოში უროლოგად, უროლოგიური განყოფილების გამგედ, უროლოგ ორდინატორად. 1980 წლიდან დღემდე თბილისის რკინიგზის საავადმყოფოში უროლოგიური განყოფილების გამგე ვარ. მოსკოვში მუშაობის პერიოდში დიდი გამოცდილება შევიძინე, გავხდი კვალიფიციური ექიმი, შემდეგ ბორჯომში ვმუშაობდი უროლოგად. აქ ჩემი კოლეგები იყვნენ გიორგი ზუბადალაშვილი, კოლია ტრიანდაფილიდი, სულიკო ქოლიევი, გივი ორჯონიკიძე, დათო ჟორჟოლიანი. როგორც შევიტყვე, ძველი პლეადიდან უროლოგი იური წერეთელი და აფთიაქის გამგე ქალბატონი მზია ხუციშვილი მUუშაობენ. მათ და ყველა თანამშრომელს დიდი პატივისცემით მოვიკითხავ.
 ბატონო ჯემალ, გთხოვთ გაიხსენოთ სკოლაში გატარებული წლები და მეგობრები.
 _ (ჩაფიქრდა), როგორც ყველას, მეც ბავშვობისა და ყრმობის ნოსტალგია მაქვს, ზოგიერთ ჩემს თანაკლასელთან ახლაც მაქვს ურთიერთობა. ესენი არიან დათო იობაშვილი, სოსო კონიაშვილი, გივი ელიოსიძე, თენგიზ ბურჭულაძე, გოდერძი კურტანიძე... აგვისტოში სკოლის დამთავრების 55 წლისთავი აღვნიშნეთ, ძალიან გამიხარდა მათი ნახვა, მოვიკითხეთ ერთმანეთი, მოვილხინეთ. კმაყოფილი წამოვედი, თუმცა დასანანია, რომ ბევრი თანაკლასელი გამოგვაკლდა. _ გ. ჯოლბორდი, გ. დანელია, ჯ. გოგიჩაიშვილი, ვ. კუპრაძე, კ. კამკამიძე, ჯ. ტაბატაძე, თ. ჯაფარიძე... მეგობრული კლასი გვქონდა, ამასთან ერთად, ძალიან კარგი პედაგოგები გვასწავლიდნენ. ნინო დვალიშვილი, ხორენ ოგანეზოვი, იასონ კურტანიძე, ემირ შერმადინი. მათ ჩემს მეხსიერებაში ნათელი კვალი დატოვეს. ისტორიას ვალოდია აბულაძე გვასწავლიდა. დიდებული პიროვნება იყო, ამავე დროს, ძალიან განათლებული. კარგად მახსენდება ინგლისურის მასწავლებელი თამარ ყავრელიშვილი, ფიზიკის მასწავლებელი _ ნათელა გოგიჩაიშვილი, ქიმიის _ ოლია თავაძე, ფიზკულტურის _ კაკო ჯაფიაშვილი. კარგი იყო სკოლა სიცელქითა და გულუბრყვილო ბავშვური შეცდომებით, მათი გახსენება ყოველთვის ღიმილს მგვრის.
 ბატონ ჯემალს ბევრი შეკითხვა დავუსვი თავის საქმიანობის, პაციენტებთან ურთიერთობისა თუ საზოგადოებრივი ცხოვრების შესახებ, მაგრამ იგი თავშეკავებულად მპასუხობდა. მას ისიც კი არ უთქვამს, რომ თავის თანაკლასელებს, მახარაძეს და სხვებს, ოპერაცია უანგაროდ გაუკეთა. იგი უმაღლესი კატეგორიის ქირურგია, თუმცა, მომეცა საშუალება, მის კოლეგებს და თანამშრომლებს გავსაუბრებოდი.
 ნინო რამიშვილი, უფროსი ექთანი: _ ბატონი ჯემალი უაღრესად კოლეგიალური, კომუნიკაბელური, ტაქტიანი პიროვნებაა, გულთან მიაქვს ჩვენი პრობლემები და ყოველმხრივ გვეხმარება. ბედნიერად ვთვლი თავს, რომ მასთან მომიწია მუშაობამ.
 ნინო დავითური, ქირურგი: _ ბატონი ჯემალი მაღალკვალიფიციური ქირურგია. საოცრად გულისხმიერი, როგორც მეგობრების, ასევე პაციენტების მიმართ, გვიყვარს და ვაფასებთ.
 ნარგული სარჯველაძე, ოფთალმოლოგი: _ უკეთესი პიროვნება სამედიცინო სფეროში, ალბათ, არ შეიძლება იყოს. არაჩვეულებრივი ექიმია, თანამშრომელი და პიროვნება.
 მერი აკობია, ტრავმატოლოგი: _ ბატონი ჯემალი არის ბრწყინვალე ექიმ-კლინიცისტი, პირადად მე, თირკმელის ოპერაცია ბატონ ჯემალს გავაკეთებინე(!) იგი მთელი კოლექტივის სახეა, კარგი მეოჯახე, ჰყავს ბრწყინვალე ქალიშვილები!
 ასეთი ეპითეტებით შეამკეს თანამშრომლებმა ბატონი ჯემალი.
 ბატონო ჯემალ, რას უსურვებდით ბორჯომსა და ბორჯომელებს?
 _ ბორჯომში გავიზარდე და მიყვარს ჩემი ბავშვობის ქალაქი. ხანდახან ნოსტალგიაც მომეძალება და ხშირად ვფიქრობ მასზე. სურვილი მაქვს, რომ იგი უფრო დამშვენდეს და გალამაზდეს.
 ბორჯომში ჩემი ბიძაშვილები ცხოვრობენ. 90 წლის გოგიჭა და მზია ჭველიძეები. მინდა გაზეთის საშუალებით მოვიკითხო ისინი.
 ჩემო ბორჯომელებო, თქვენი ოჯახებისა და ახლობლებისთვის დიდხანს იცოცხლეთ, გილოცავთ ბორჯომ-ქალაქობის დღესასწაულს და ბედნიერება მისურვებია. თუ ჩემი თავი დაგჭირდებათ, მზად ვარ თქვენს დასახმარებლად.
 ბატონო ჯემალ, დიდი მადლობა სურვილისთვის, თქვენ კი ბოჯომელების და პირადად ჩემი სახელით, გილოცავთ დაბადების დღეს, ჯანმრთელობასა და წარმატებებს გისურვებთ საპატიო და საპასუხისმგებლო მოვალეობის შესრულებაში.

ივეტა კუპრაძე
02.10.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: IMHO you've got the right asnewr!
: You've ralley helped me understand the issues. Thanks.
: 20
: You saved me a lot of haslse just now.
ახალციხე დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 21 °C + 22 °C
ღამით + 2 °C + 6 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.