მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
მომღერალი ჩიტი

,,ბორჯომი~. ჩვენთან, რედაქციაში, ერთი ლამაზი გოგონა მოვიდა, რომელმაც თამამად დაიწყო შეკითხვებზე პასუხის გაცემა. ჩვენი პატარა რესპონდენტი, პატარა მომღერალი ჩიტი, 11 წლის ქეთევან სტეფნაძე-ჯავახიძეა, იგი მას მერე მღერის, რაც ფეხი აიდგა. შემდეგ მშობლებმა საბავშვო ანსამბლ ,,ნიბლიაში~ მიიყვანეს, პედაგოგ რობერტ ნადირაძესთან. იქ მისმა სმენამ, შესრულების მანერამ და ნიჭიერებამ ყველა გააკვირვა. სტუდია 2009 წელს დაამთავრა და პედაგოგის რჩევით თბილისში წაიყვანეს. სულ ახლახან კონკურსით ლია ნიქაბაძის სტუდიაში  ჩაირიცხა. ქეთი ყოველ შაბათ-კვირას სულმოუთქმელად ელოდება, რათა თბილისში თავის საყვარელ მასწავლებლებთან გაიქცეს და შეასრულოს საყვარელი სიმღერები, რომელიც მას საკმაოდ აქვს. უყვარს ,,თბილისო~, ,,ფსოუს წყალი~ და სხვა თანამედროვე სიმღერები. მჭექარე და სასიამოვნო ხმით რედაქციაში ,,თბილისო~ წაგვიმღერა კიდეც. ყველა აღფრთოვანებული დარჩა, ჟრუანტელს გვგვრიდა მისი ხმა, ვინც კი ვისმენდით. დიდ სცენაზე რომ დგას, იქიდან მსმენელზე ენერგია მძლავრად გადმოდის და ყველა აღფრთოვანებული რჩება, როგორ შეუძლია ამდენი ამ პატარა გოგონასო.
ზემოთ აღნიშნული სტუდია, სადაც ქეთი დადის, კლიპსაც კი იღებს, ქეთიმ აქაც  მოსინჯა თავისი ძალები.
ქეთის მომღერლობა უნდა, ამაში ოჯახის წევრები მხარს უჭერენ. კიდევ მსახიობობა მინდაო _ მიჩურჩულა, ამის გარდა, ქეთის იტაცებს ქართული ხალხური და თანამედროვე ცეკვები,  ტანვარჯიშზე სიარულის სურვილიც აქვს.
ქეთის თავისი ,,შემოქმედებითი მოღვაწეობის~ მანძილზე მრავალი სიგელი აქვს მიღებული: არაერთგზის ბორჯომის ბავშვთა ფედერაციის დიპლომი, გამოვლენილი სამუსიკო-საშემსრულებლო ოსტატობისთვის. მრავლად აქვს სხვადასხვა ღონისძიებებსა და კონცერტებში მონაწილეობისთვის მიღებული დიპლომები. ლაურეატის დიპლომი ბავშვთა და მოზარდთა ხალხური შემოქმედების მე-9 რესპუბლიკურ ფესტივალზე ,,ჩემი ლამაზი ქვეყანა~ _ მონაწილეობისა და მაღალი საშემსრულებლო ოსტატობისთვის.
ბავშვთა ხელოვნების ფესტივალზე მონაწილეობისთვის მიენიჭა ლაურეატის წოდება და დაჯილდოვდა დიპლომით.
 2010 წლის 18 აპრილს ახალგაზრდა შემოქმედთა ხელოვნების ფესტივალზე, ,,მინდა გავხდე ვარსკვლავი~, დიპლომი გადაეცა, როგორც საუკეთესო სიმღერის შემსრულებელს.
იმედია, მომავალში ქეთის ამ დიპლომებს სხვა მრავალი დიპლომი შეემატება, მას ხომ წინ დიდი მომავალი და უამრავი დრო აქვს იმისათვის, რომ ქართულ ესტრადაზე კიდევ ერთი ლამაზი ვარსკვლავი აკიაფდეს ქეთი სტეფნაძე-ჯავახიძის სახით.
წარმატებებს ვუსურვებთ პატარა მომღერალს.
  


მარი ზაქაშვილი
07.10.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: 20
ახალციხე დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 13 °C + 14 °C
ღამით + 6 °C 0 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.