მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ფანტანის ბიჭები
,,ბორჯომი~. ... აგვისტომ დიდი სიცხით ,,გაგვანებივრა~.
უფლის ნებით, ორ კვირაში ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა ჩვენი ქალაქი. ჩამოსულ დამსვენებლებსაც ზოგს ზღვისკენ გაუწია გულმა, ზოგს შვებულება დაუმთავრდა და შინისკენ გაეშურა...
... ასე რომ, ქალაქში ტრადიციულად ბორჯომელები დარჩნენ...
გულწრფელად გეტყვით, რომ ქუჩაში გასვლა მიხარია! რატომ? იმიტომ, რომ დიდიხნის ნაცნობი გაღიმებული გხვდება, მოგიკითხავს...
... რაღა დაგიმალოთ და... დიდიხნის ჩანაფიქრის განხორციელება გადავწყვიტე; ჩვენი ქალაქის ყველაზე კოლორიტულ წევრებზე, ,,ფანტანის ბიჭებზე~, მომინდა წერილის დაწერა.
ამ ბიჭებს ქალაქის ცენტრალური ადგილი აქვს დაკავებული, დამშრალი ,,ფანტანის~ ტერიტორიაზე რამდენიმე საბაღე სკამის ბატონ-პატრონები არიან, აქედან უმზერენ ჩვენი ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებას.
მეც იქვე თავისუფალ ძელსკამზე ჩამოვჯექი, იქიდან ვაკვირდები თითოეულ მათგანს. ჩვენ ერთი ქალაქის მკვიდრნი ვართ; ყველა ნაცნობი და ახლობელია... მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვცდილობ მათში აღმოვაჩინო და დავინახო ის თვისება, რომელსაც ყველა ვერ ამჩნევს...
მინდა მათი ყურადღება მივიპყრო, მაგრამ ვერაფერს გავხდი, რადგან, მაგიდაზე ორი ნარდი იყო გაშლილი, ეტყობა ,,შიდა ტურნირი~ მიმდინარეობდა და მრავალრიცხოვანი გულშემატკივარის ყურადღება ამ მაგიდისკენ იყო მიმართული... ზოგი თავის ფავორიტს გულშემატკივრობდა, ზოგი ცნობისმოყვარეობის გამო გულდასმით აკვირდებოდა თამაშს. მინდა რომელიმე დავიმარტოხელო და პერსონალური შეკითხვები დავუსვა, თუმცა ჯერჯერობით ვერ ვახერხებ, ველოდები ხელსაყრელ მომენტს!
მაგიდასთან ერთმანეთს ეპაექრებოდნენ სერგო ჭალიძის და ,,კვანჭილას~, ,,ჭინოს~ და ,,ჩუქჩას~ დუეტები...
არ ვიცი ნარდის თამაში, მაგრამ საერთო სანახაობით ნამდვილად მოვიხიბლე... იქ დიდი აზარტი და ვნებათაღელვაა.
ფიქრებში გართულს, ჩემი იქ ყოფნის მთავარი მიზანი თითქმის დამავიწყდა... უმალ გამოვერკვიე და პირველი რესპონდენტიც შევარჩიე, რომელიც დიდი გულისყურით არ გამოირჩეოდა თამაშის მიმართ. იგი მალხაზ ბაქანიძე იყო.
_ მალხაზ, აქ ხშირად გხედავ, ალბათ, საყვარელ ქალაქში ატარებ ზაფხულს?
_ თბილისში როცა ვარ, ხშირად ვფიქრობ ჩემს ბორჯომელ მეგობრებზე, მენატრებიან და ახლა ამ შესაძლებლობას ხელიდან როგორ გავუშვებ?! (იცინის). საუბარში იური ლომსაძე ჩაგვერთო და მეც არ დავაყოვნე, კითხვით მივმართე:
_ იური, შენ ,,ფანტანის ბიჭების~ პირველ თაობას ეკუთვნი. იქნებ გაიხსენო, რამდენი წელი არსებობთ უკვე ამ სახელით?
_ თითქმის 20 წლიანები ვართ. ჩვენი შეკრების ადგილი აქაა. შეხვედრები კი ახლა უფრო ინტენსიური გახდა, არ არსებობს დღის გაცდენა, გული აქეთ მოგვიწევს, ცოტა უსაქმურობის ბრალიცაა, ალბათ... ისე ვემზადები წამოსასვლელად, თითქოს სამსახურში მაგვიანდებოდეს... ის დღე არაფრად მიმაჩნია, აქ რომ არავინ დამხვდება... ამ ხნის მანძილზე ჩვენს გუნდს კარგი ვაჟკაცი ბიჭები დააკლდა: ომარ არევაძე, ომარ ამანათაშვილი, ოთარ ხაჩიძე, ზურა სუთიძე, ვალერი ზულმატოვი, ნუკრი ბერიძე, გივი ლეგაშვილი, გივი ციცქიშვილი, ახლახან ,,კიჭა~ _ ზურა ლომიძე მივაბარეთ მიწას, ძნელია, როცა ძმაკაცი სამუდამოდ მიდის... რას ვიზამთ? ცხოვრების კანონზომიერებას ვერსად გავექცევით... ნათელში იყვნენ...
...ჯონი ჩხაიძემ მაგიდასთან ჩაგვიარა, მოგვესალმა, მოგვიკითხა, მე კი შევძახე: _ ჯონი, იქნებ შემოგვიერთდე და რამდენიმე კითხვაზე მიპასუხო, ,,ფანტანის ბიჭებზე~ გაზეთისთვის წერილს ვამზადებ, იქნებ მითხრა, ეს ადგილი შენთვის რას წარმოადგენს?
_ ეს ადგილი ჩემთვის მეგობრულ სითბოში, კაცთმოყვარეობაში და სიყვარულში ასოცირდება. ერთ დღესაც რომ ვერ ვნახო ბიჭები, უკვე მენატრებიან.
_ იქნებ რამე გაიხსენო...
_ სამტრედიაში როცა ვმუშაობდი, მათი ნოსტალგია მქონდა მუდამ!... ერთხელ, ღამის 10 საათია, ვზივარ კაბინეტში და ვფიქრობ ბიჭებზე... ამ დროს, გაიღო კარები და ჟორა ქოქაშვილი, ზურა სუთიძე და ომარ გელაშვილი შემოვიდნენ!!! ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა! მთელი ღამე ქეიფში გავატარეთ!
როცა ამ წერილის დასაწერად ვემზადებოდი, დავინტერესდი ბიჭების საქმიანობით, მერე, როცა საფუძვლიანად შევისწავლე მათი ყოველდღიურობა, დავრწმუნდი, რომ პატარ-პატარა ბიზნესი ყველას აქვს, ზოგიერთი კიდევაც მუშაობს, თუმცა უმრავლესობა პენსიონერია, უერთმანეთოდ ცხოვრება არ შეუძლიათ, ყველას თავისი ფუნქცია აქვს, ასე მაგალითად, გოგი ფერაძე, სოსო სვანიძე, თემურ ლომიძე, ომარ გელაშვილი _ სუფრის უცვლელი თამადებია. ისე, რომ იცოდეთ, ,,ფანტანის ბიჭები~ საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან ჩამოსულ სტუმრების მასპინძლები, ლხინისა და ჭირის ერთგული და უღალატო გამზიარებლები არიან და თავიანთი ქცევით, კულტურით, ზნეობით და კაცურკაცობით ბორჯომის სახელსა და მის სავიზიტო ბარათს წარმოადგენდნენ, ბევრს საქალაქო თუ სარაიონო ღონისძიებებში მიუღიათ მონაწილეობა, ზოგიერთი მათგანი თავის დროზე საპასუხისმგებლო თანამდებობებზეც მუშაობდა და არც თუ ურიგოდ უძღვებოდა დაკისრებულ მოვალეობას.
ამასობაში მოსაღამოვდა, ჩვენს წინ, მანქანიდან ბორჯომის რაიონის პარლამენტის დეპუტატი ბატონი გია ტალახაძე გადმოვიდა.
_აი, გიაც მოვიდა! _ გვამცნო თამაზ ორთოიძემ, ეტყობა ელოდნენ მის გამოჩენას. ბატონი გია თავმდაბლად მოგვესალმა და ისიც ნარდის მოთამაშეებისკენ გაემართა, როგორც შევიტყვე, ისიც ნარდის თამაშის დიდი გულშემატკივარი ყოფილა.
_ თამაზ, რას იტყვი ,,ფანტანის ბიჭების~ შესახებ? _ვეკითხები თამაზ ორთოიძეს.
_ ერთი ოჯახივით ვართ, ყველას ლხინი გვიხარია, გაჭირვებაში ვუდგევართ გვერდში, ერთმანეთს შეძლებისდაგვარად ვეხმარებით. კარგია სამსახურები რომ გვქონდეს, მაგრამ!... თავს ვიყოლიებთ. ისე კი, ერთი წუთი ვერ გავძლებ ამ ურთიერთობის გარეშე!..
_ მადლობა ღმერთს, აქ გადმოვედი საცხოვრებლად, _ საუბარში ჩაგვერთო თემურ წეველიძე, თბილისში, ყოველდღე ფიქრებით აქ ვიყავი-ხოლმე, ყველა მენატრებოდა. ტელეფონით თითქმის ყოველდღე ვესაუბრებოდი ბიჭებს...
_ საუბრისას თვალს არ ვაშორებდი ახალმოსულებს. ,,ფანტანის ბიჭების~ წრე უფრო გაფართოვდა: მოვიდა ექიმი სერგო მელიქიძე.
_ ხშირად ვერ მოდის, არ სცალია, ჩვენი ჯანმრთელობის სამსახურშია და... _ ღიმილით თქვეს ბიჭებმა... ასევე ხშირად ჩვენთან არიან როინ ბოლქვაძე, იური წერეთელი, ნუგზარ სეფაშვილი, გენადი ტყემალაძე მშენებელია, ქალაქის მშენებლობის სამსახურშია ხშირად დაკავებული, როგორც კი თავისუფალ დროს გამონახავს, აქეთკენ გამორბის. ყველას გვარ-სახელით ნამდვილად ვერ ჩამოვთვლი, ბევრნი არიან... ღმერთმა ამრავლოს!
ვამბობ ,,ბიჭებს~, არადა ისინი კარგა ხანია 60 წელს გადასცდნენ.
კვლავ მორიგ შეკითხვას ვუსვამ:
რა არის თქვენთვის ბორჯომი?
თამაზი _ ბორჯომი ჩვენი სიამაყეა, ჩვენი მშობლიური ქალაქი და სხვაგან, ალბათ, ვერც გავძლებ, სურვილები კი ბევრი მაქვს, მინდა დამსვენებლებით ხალხმრავალი ვიხილო.
მალხაზი _ მინდა ბორჯომი ისეთივე გაბრწყინებული იყოს, როგორიც ბათუმი, ქუთაისი, სიღნაღი, მესტია და სხვა ქალაქებია.
თემური _ ბორჯომის სიყვარული გვაცოცხლებს; ამ ქალაქში დავიბადეთ და მისი სახელის უკვდავსაყოფად ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ, სტუმარ-მასპინძლობის კეთილი ტრადიციების გამგრძელებლებად დავრჩეთ. ეს ჩვენი უპირველესი მოვალეობაა.
და ბოლოს, რას უსურვებდით ,,ფანტანის ბიჭებს?~
იური_ჩემი სურვილია, კიდევ დიდხანს გაგრძელდეს ჩვენი ურთიერთობა.
ჯონი _ ჩვენს სამეგობროს უდროოდ არავინ გამოაკლდეს, ამ ასაკში ძალიან ძნელია მეგობრის დაკარგვა...
მალხაზი _ მინდა, რომ ჩვენსავით იმეგობრონ ჩვენმა მეუღლეებმაც.
თემური _ მინდა ხშირად გვეზეიმოს ქორწილები, დღეობები, ნათლობები, იუბილეები, როგორც ახლა! არც ამ ქვეყნიდან უდროოდ წასულები დავივიწყოთ!
თამაზი _ მინდა, რომ შვილებმა გააგრძელონ ჩვენი მეგობრობა.
_ თუ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება ჩვენს ქალაქს წაადგება, მზად ვართ, პირველი დაძახებისთანავე დავდგეთ ნებისმიერი საქმის საკეთებლად.
_ გვეამაყება, რომ უკანასკნელ ხანს ქალაქში ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდა, ნელ-ნელა ქალაქი იბრუნებს ძველებურ იერსახეს, ორი წელია ხელისუფლებამ ჩვენსკენაც გამოიხედა, მრავალი ჩვენი მეგობარი მადლიერების სიგელით დააჯილდოვა, კოლორიტებად გვაღიარეს, უკეთური საქმისგან ღმერთმა დაგვიფაროს და, თუ საჭიროა, მზად ვართ სასიკეთო საქმეების კეთებაშიც გვერდში დავუდგეთ ადგილობრივ ხელმძღვანელობას. არაფერს ვთაკილობთ, წელს პლატოზეც ვიყავით და რამდენიმე ტომარა ნაგავიც ჩვენი ხელით ავკრიფეთ, სხვასაც მოვუწოდებთ ქალაქის სიყვარულისკენ _ მითხრეს ბიჭებმა.
ადმინისტრაციული შენობა #2 სკოლის შენობაში გადავიდა, ,,ფანტანის ბიჭები~ დარჩნენ ქალაქის ცენტრის ბატონ-პატრონებად და ისინიც ერთგულად იცავენ მის ღირსებას.
...წამოვედი და გზაში ვაანალიზებდი ბიჭების მონათხრობს, მიხაროდა მათი შემართება და ურთიერთსიყვარული, სურვილი კარგის კეთებისა...
ღმერთმა დალოცოს და აუსრულოს ყველა ჩანაფიქრი ბიჭებს, მომავლის იმედი არ დაეკარგოთ!

ივეტა კუპრაძე
16.11.2011
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: This could not posisbly have been more helpful!
: 20
: You've got it in one. Couldn't have put it bteetr.
: And I was just wnoedrnig about that too!
ახალციხე დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 29 °C + 28 °C
ღამით + 19 °C + 14 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.