მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
მეგობრობამ გაიმარჯვა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი _ ,,სასკოლო პარტნიორობის ღონისძიებები~, სამინისტროს მიერ დაფინანსდა 10 განაცხადი, მათ შორის #6 საჯარო სკოლის მიერ წარდგენილი პროექტი ,,საქართველოს შვილები~. პროგრამის მიზანი იყო ქართულენოვანი და არაქართულენოვანი სკოლების დამეგობრების საშუალებით ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს მოზარდ თაობაში საკუთარი და სხვისი ინტერესებისა და ტრადიციების მიმართ პატივისცემისა და პასუხისმგებლობის გაღვივებას, სახელმწიფო ენის შესწავლისადმი მოტივაციის გაზრდას, მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას მოსწავლეებსა და სკოლებს შორის. ამ პროექტის ფარგლებში #6 საჯარო სკოლის პარტნიორები იყვნენ ნინოწმინდის #3 სომხური და ყარაჯალის აზერბაიჯანული საჯარო სკოლები. 
პირველი კვირის შვიდეულში ყარაჯალისა და ნინოწმინდის სკოლებში საქართველოს კვირეულის დღეები ჩატარდა. ფოტომასალა, მოსწავლეთა ხელნაკეთი ნამუშევრები, რეფერატები: ,,სკოლის ისტორია~, ,,ადგილობრივი ლეგენდა~ და ,,ეროვნული ტრადიციები~ დელეგაციებმა შემდეგ ბორჯომში ჩამოიტანეს. ყოველივე ეს #6 საჯარო სკოლაშიც გაკეთდა.
ყარაჯალისა და ნინოწმინდის დელეგაციებში 10 მოსწავლე, სკოლის დირექტორი, პედაგოგი და მშობელი მონაწილეობდა. მოსწავლეები მოსწავლეების, ხოლო პედაგოგები კოლეგების ოჯახებში განაწილდნენ და მეორე დღესვე დაიწყო შინაარსიანი, საინტერესო და შემეცნებითი ღონისძიებებით დატვირთული ხალისიანი დღეები. პირველ დღეს ეწვივნენ ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, #2 ჩამომსხმელ ქარხანას და ეროვნულ პარკს, შემდეგ დღეებში მოეწყო სპორტული ღონისძიებები, სადაც შერეული გუნდები უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს, აზერბაიჯანული და სომხური სკოლEBEების მოსწავლეები გაკვეთილებსაც ესწრებოდნენ, შემდეგ კი კვლავ საინტერესო ღონისძიებები იმართებოდა. ერთიმეორეს შეასწავლეს ეროვნული სიმღერები, ცეკვები, მოეწყო კალიგრაფიის კონკურსი ქართულ ენაში, ერთად დაესწრნენ თოჯინების თეატრის სპექტაკლს, კონცერტს კულტურის სახლში, საღამოობით კი სკოლაში დისკოთეკა იმართებოდა.
23 ნოემბერს _ გიორგობას, სტუმარ-მასპინძლები მცხეთას ეწვივნენ და მისი ისტორიული ძეგლები მოინახულეს, ექსკურსიის მეორე დღეს მოისმინეს ახალციხის ახალგაზრდობის ცენტრის წარმომადგენლების ლექცია ,,სამოქალაქო განათლება და მოსწავლეთა თვითმმართველობა~. ჩატარდა მხატვრული შემოქმედების საღამო, გამოიფინა ხელმარჯვე მოსწავლეთა შემოქმედებითი ნამუშევრები, ბოლო დღეს კი გამოსამშვიდობებელი ბანკეტი გაიმართა, მოსწავლეებს გადაეცათ საჩუქრები, დაჯილდოვდნენ სხვადასხვა ნომინაციებში. სკოლის ლიტერატურულმა სალონმა ,,მანანამ~ (ხელმძღვანელი ანასტასია ხაჩიძე) კი გამოსცა ალმანახი, რომელშიც შესულია ლექსები, გამოჩენილი ადამიანების გამონათქვამები, ალმანახი დაურიგდათ ,,საქართველოს შვილების~ პროექტის მონაწილეებს.
27 ნოემბერს უკვე სტუმრები კი არა, ახლობლები გააცილეს #6 სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა.
ამ საინტერესო ღონისძიებებით დახუნძლული პროექტის კოორდინატორები იყვნენ სერტიფიცირებული პედაგოგი მანანა ბერიძე და ბავშვობიდანვე შემოქმედებითი ნიჭით გამორჩეული ქიმიის მასწავლებელი და დირექტორის მრჩეველი საორგანიზაციო საკითხებში ნანა ლორთქიფანიძე. პროექტის შედგენა-განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს სკოლის Iთ მენეჯერმა ლელა მუხურაძემ და სპორტის პედაგოგებმა მაკა და გიორგი გელაშვილებმა.
პროექტის ფარგლებში სკოლის პარტნიორები იყვნენ სს ,,საქართველოს მინერალური წყლები~ ბორჯომის #2 ჩამომსხმელი ქარხანა (დირექტორი სტეფანე გაბრიელიძე), არასამთავრობო ორგანიზაციები ,,სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი~ (მარინა კუპატაძე), ახალციხის ,,ახალგაზრდული ცენტრი~ (მაკა სუდაძე), სსიპ ბორჯომის სახელმწიფო თოჯინების თეატრი (ქეთევან სირაძე), ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი (გოჩა ბლიაძე), ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი (ლევან თაბუნიძე). სკოლა მადლობას უხდის მათ თანადგომისა და თანამშრომლობისათვის.
პროექტმა წარმატებით შეასრულა თავისი მისია _ გაიმარჯვა მეგობრობამ, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება. 


იზა სანიკიძე
08.12.2011
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: I will be putitng this dazzling insight to good use in no time.
: I really appreciate free, succnict, reliable data like this.
: Walking in the presnece of giants here. Cool thinking all around!
: 20
: 20
: 20
: 20
: 20
: 20
: 20
: That's a posting full of inishgt!
ახალციხე დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 24 °C + 24 °C
ღამით 0 °C + 3 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.