მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
წკეპლიკა ოი, ეს მატყუარა და ცინიკოსი ტელევიზიები!
სამთავრობო სატელევიზიო არხების მიმართ უკანასკნელ ხანს არაერთი კრიტიკული შენიშვნა გამოითქვა. ,,იმედი~, ,,რუსთავი-2~ და საზოგადოებრივი ტელეკომპანიების გადაცემები ტყუპისცალივით ერთმანეთს ჰგავს. განსაკუთრებით ეს ითქმის საინფორმაციო გადაცემებზე, სადაც ტექსტებიც კი არაა შცვლილ-გადაკეთებული, სამივე არხი ერთსა და იმავე ტექსტს კითხულობს. ამავე არხებზე ხშAირად ირღვევა გადაცემების დაწყების დრო. ეს ხშირად ემართება ტელეკომპანია ,,იმედს~. ხშირად გადაცემები გამოცხადებულ დროსთან შედარებით 20-25 წუთის დაგვიანებით იწყება.
მამაცხონებულებო, პროგრამიდან მაინც ამოიღეთ ეს ტყუილი!@ რატომ იგდებთ აბუჩად მაყურებელს? ეს ხომ უპასუხისმგებლობაა, რომლისთვისაც ვიღაც უნდა დაისაჯოს? ეს ყოველდღიური სერიალების მოზღვავება რამდენად სასარგებლოა ჩვენი მაყურებლისათვის, ეს სხვა საკითხია, მაგრამ სწორედ რეკლამებით აბუჩად რომ იგდებენ ამ სერიალებს, ესეც ხომ ცხადია. არადა, ამ სერიალებსაც ქვეყანაში ათი ათასობით მაყურებელი ჰყავს!
ტყუილი კიდევ არაფერი! ამას წინათ ,,რუსთავი-2~-ზე დაიწყო რეკლამათა სერია, რომელიც იყო რეკლამა-დაცინვა, რეკლამა-სატირა. დასცინიან ბიძინა ივანიშვილს! რეკლამაში დამონტაჟებულია ბიძინა ივანიშვილის ის გამოსვლები, სადაც მას ორატორული თვალსაზრისით რაღაც ეშლება: ან რაღაც ავიწყდება, ან სიტყვებს იმეორებს და ა. შ. ის, რასაც ტელევიზია აკეთებს, ჩემი აზრით, არის პიროვნების შეურაცხყოფა, ამის უფლება კი არავის აქვს! მორალური თვალსაზრისით ეს არის ამაზრზენი! დაუშვებელია, ასე დავცინოდეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით და რეკლამის მრავალჯერადი გამეორებით ნებისმიერ ადამიანს, პოლიტიკოსს თუ უბრალო მოქალაქეს. ეს სცილდება დემოკრატიული და ზნეობრივი პრინციპების მოთხოვნებს.
ბატონმა ბიძინამ, როგორც ჩანს, ზეპირად იცის ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,ფიქრნი მტკვრის პირას~, მაგრამ სატელევიზიო გადაცემის დროს რომელიღაც სტროფი დაავიწყდა. მერე რა მოხდა? ეს უნდა ამოიჩემოს ტელევიზიამ? განა პრეზიდენტს არ დაავიწყდა რუსთაველის სტროფი? თვითონ ამ რეკლამის შემკვეთებმა და შემქმნელებმა თუ იციან ეს ლექსი ზეპირად? დაცინვა რა საკადრისია? როგორც ჩანს, ეს ყველაფერი საარჩევნო პიარ-კამპანიისკენ მიემართება. მერე და, ეს თითქოს მშვიდობიანი პოლიტიკური დაპირისპირება ასეთი უკადრებელი ხერხებით? ისტორიულად ქართველი კაცი ბრძოლაში ყოველთვის ღირსეულ მეტოქეს ნატრობდა; ,,მტერი არ შემხვდა მტრისფერი, ვარ უბედური დღისაო~! _ ასე ამბობდა მიხა ხელაშვილი!@ მეჩვენება, რომ ჩემი კოლეგა ,,რუსთავი-2~-ის ჟურნალისტები ბინძურ პოლიტიკურ შანტაჟში არიან გახვეულები. მერედა, ამას არც მოგვიწოდებს არც ჩვენი _ ჟურნალისტური და არც ზოგადადამიანური ეთიკა! ამ შეკოწიწებულ, დამონტაჟებულ რეკლამაშიც კი ისინი რატომღაც ვერ ხედავენ მთავარს: ბიძინა ივანიშვილის გულწრფელობას! ცენტრალური ტელევიზიები, ნებით თუ უნებლიედ, იმ ჭაობს აფარებენ (და აფარებდნენ) ხელს, რომელშიც ამ დღეებში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ამოხეთქა მთელი თავისი სიბინძურით და არაადამიანურობით. დაუშვებელია, სარეკლამო ვიდეო-რგოლები და საინფორმაციო გადაცემები ამდენ ტყუილს და ადამიანთა სიძულვილს ქადაგებდნენ!
ტელევიზია და ცინიკოსი?! ჩემი აზრით, ასეთი გადაცემების შემკვეთები თუ შემსრულებლები ,,იმ ტოტს ჭრიან, რომელზეც ზიან~!..

რედაქციის მინაწერი: პოლიტიკური ბატალიების ორივე მხარეს ხომ ბედკრული საქართველოს მოსიყვარულე, გულანთებული ადამიანები არიან. გვიკვირს, რატომ არ უყვართ ერთმანეთი, რატომ პატივისცემით არ ეპყრობიან ერთმანეთის აზრს. განა ასე ავაშენებთ დემოკრატიულ, ეკონომიკურად ძლიერ საქართველოს?
როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ აზრთა პლურალიზმისაგან, დაბალია სხვისი აზრის მოსმენის კულტურაც. თუ შენთვის მიუღებელი პარტიის მაისური აცვია, ქვეყნის მტერი არის? რატომ?> ვინ განსაზღვრა, ვინ დაგვიდგინა, რომ ყველამ ერთნაირად უნდა ვიფიქროთ და ვიმსჯელოთ? ადამიანებს სხვადასხვა შეხედულება აქვთ და ვისაც ვინ მოსწონს, იმის პროგრამას გაითავისებს, მით უფრო, რომ დღეს არჩევანი მართლაც დიდია, ერთი ასარჩევი დეპუტატის ადგილზე 6 კანდიდატი იყრის კენჭს.
მთავარია, ამომრჩეველს არ შეეშალოს. როცა კაბინაში მარტო დარჩება, კარგად დაფიქრდეს, საფუძვლიანად გაანალიზოს, ვინ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ხალხს და მერე შემოხაზოს ის გვარი, რომელიც ნამდვილად ღირსი იქნება გამარჯვების.
ობიექტურ არჩევანს გისურვებთ, მეგობრებო!

ფიქრიანიძე
27.09.2012
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: So that's the case? Quite a revelaiton that is.
ახალციხე დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 13 °C + 15 °C
ღამით -7 °C -2 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.