მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
კაცმა სიკეთით უნდა იცხოვროს
გვერდს ვერ აუქცევ, ისეთი სილამაზეა: ფრიალო კლდეები, მსუბუქი, გამჭვირვალე ჰაერი, აყალო მიწაზე ცივი ბინული. წყაროში თეთრად დანალექი ქვიშა, ფაფუკ მიწაზე წიწვები, საამურად რომ გიღიტინებს, აქა-იქ კლდეზე ამოხეთქილი, დაძველებული ხავსი, დაშაშრული ხეები, მწვანე წიწვნარი, საამო სურნელი, ბალახზე მიმოპენტილი ცვარი, ლოდა მთებზე ამოგლეჯილი ლეგა ჯანღი... მთაში ქორბუდა ირმები, ტყეში ყომრალი დათვები... დაღრეჯილი ხეების წვერებში ზენა ქარი ქრის... კიდევ მეტის ღირსია ეს სილამაზე... მთავარი მაინც ქვებზე, კლდეებზე მწვანედ ამოხეთქილი ბალახია, ხეებზე - ხიზანი ჭირიძარღვები.
პაწაწინა კვირტმა ამოხეთქა ბუმბერაზი კლდე, ფესვი გაიდგა და თითქოს არაფერიაო, ისე დაიწყო ცხოვრება. საიდანა აქვს ამდენი ძალა პაწია ბალახს?!
მწვანეა ბალახი, ხასხასა მწვანე, ზურმუხტივით მწვანე, მწვანეზე მწვანე. მწვანე კი სიცოცხლის ფერია, დიახ, ცხოვრების გამახანგრძლივებელი მწვანე ზურმუხტის ფერი.
ამ სიცოცხლეში იბადება სიკეთე... სიკეთე სიცოცხლეა, ბოროტებით სიცოცხლეს ვერ შექმნი, სიკეთე მუდმივია და ბევრად მეტია მასზე.
შენს ცხოვრებას თუ აზრი აქვს, სჯობს, სიკეთეში განვლო იგი. შენც იკმარო და სხვებსაც გაუზიარო ის, რაც გაგაჩნია, თორემ გადაიქცევი ბოროტებად, მის მოციქულად... ვაი, თუ განკითხვის დღეს შენი ცოდვა სიკეთეზე მეტი აღმოჩნდეს.
მანქანით მიდიოდა, ხეს შეეჯახა სტუმრობიდან დაბრუნებული. ადრე წამალზე იჯდა, თავი ახლახან დაანება. კომაში ჩავარდა.
ყველაფერი აუტანელ სიბნელეს მოეცვა, არამიწიერ სიბნელეს. უცებ ვიღაცის თბილი ხელი იგრძნო ზურგზე. ჯერ კარგად ვერ გარკვეულიყო, სად იყო. საამო სურნელი სცემდა. ჭიკჭიკი და გალობა ისმოდა. უკან მიტრიალდა, სიბნელეში რაღაც სითეთრე შენიშნა, მიუახლოვდა, სახე გამოიკვეთა. ცოდვილმა ძლივსღა წამოილუღლუღა: ვინ ხარ? მფარველი ანგელოზი, - უპასუხა სითეთრემ, ცოდვილი ძალზე დაიბნა - ნუთუ მართლა სამოთხეში აღმოჩნდა? ჯერარგანცდილი ნეტარებით აივსო. ანგელოზმა ხელი ჩასჭიდა. ერთად წავიდნენ. ცოდვილი ყველაფერს სინანულით უყურებდა. აღფრთოვანებულმა განვლო განზომილება და ბოლოს გაითიშა. აღარაფერი ახსოვდა. მერე თითქოს ისევ გამოფხიზლდა არაამქვეყნიური სიბნელის გარემოცვაში. ვერაფერს მიხვდა. უცებ სხეულის აუტანელი წვა იგრძნო. პირდაპირ ცეცხლი შენიშნა, უზარმაზარი ცეცხლი. ცეცხლთან შავი ანგელოზი იდგა, ხელში სავსე კალათი ეჭირა, ამოიღო შავმა ანგელოზმა ცოდვა კალათიდან, მფარველმა ანგელოზმა კი მადლი. ასე გაგრძელდა დიდხანს. კაცი გაუსაძლის დღეში ჩავარდა - გასაბათილებელი სიკეთეები გამოილია. შავმა ანგელოზმა ძაღლები აუშვა, ვეება ძაღლები. ცოდვილმა საშინელი ტკივილი, არაადამიანური სიმწარე იგრძნო. დიდხანს ფიქრობდა, მფარველი ანგელოზი რაღაცას. ბოლოს წამოიყვირა - ორჯერ არის ნაზიარები!
ყველაფერი დაწყნარდა, კაცი კომიდან გამოვიდა.
კაცმა სიკეთით უნდა იცხოვროს, ხასხასა სიკეთით!
   
რეზიკო გვრიტიშვილი
16.05.2013
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: As crucial as private insurance is always to your household's fiscal wellbeing, QuotesChimp might really difficult to handle several insurance costs together with your other liability. Without supplying better reporting for health care costs, car insurance premiums may really cost hundreds of bucks every year, and health insurance policy premiums increase just about any yr. Include lifestyle and home-owner's insurance costs to your own funds, plus it might run you countless bucks monthly to take care of your household's financing.
: Your posting really strnighteaed me out. Thanks!
ახალციხე დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 7 °C + 7 °C
ღამით -10 °C -5 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.