მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
საერთაშორისო დასუფთავების აქციას ბორჯომიც შეუერთდა

20 სექტემბერს ბორჯომში დასუფთავების აქცია მოეწყო, რომლის დევიზი იყო: ,,დავასუფთაოთ მსოფლიო, დავასუფთაოთ საქართველო".
აქციის ორგანიზატორი იყო ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა". აქციაში მონაწილეობა მიიღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა, სახანძრო, სამაშველო და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა. პროექტს შეუერთდნენ ბორჯომის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც. აქციის ფარგლებში დასუფთავდა მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები, კოსტავას სახელობის ბაღი, ომში დაღუპულთა მემორიალისა და ახალშენის მიმდებარედ არსებული სკვერის ტერიტორიები.
დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია - ,,დავასუფთაოთ მსოფლიო" (clean the world), 1992 წელს დაფუძნდა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით. ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესების მიზნით ის აერთიანებს ქვეყნების ხელისუფლებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, სასწავლო დაწესებულებებს და ცალკეულ პირებს ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქციებისა და შესაბამისი პროგრამების განხორციელებისათვის. კამპანია ტარდება ყოველ წლის სექტემბერში და მასში 130-მდე ქვეყანა მონაწილეობს.
აღნიშნულ პროექტს საქართველო პირველად 2010 წელს შეუერთდა და დატანილი იქნა მსოფლიო გარემოსდაცვით რუკაზე, რაც მეტად მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნისათვის, რომლის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს ტურიზმის განვითარება წარმოადგენს.

ლონდა ფილიშვილი

 


ლონდა ფილიშვილი
26.09.2013
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ახალციხე დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 7 °C + 7 °C
ღამით -10 °C -6 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.