მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
შეხვედრა პედაგოგებთან
18 ოქტომბერს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში პედაგოგებს, სკოლის დირექტორებს შეხვდა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირის პრეზიდენტი, შეხვედრას მასპინძლობდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ბერიძე და მისი მოადგილე განათლების დარგში დიმიტრი ყიფიანი. ქალბატონი მაია კობახიძე. მან ისაუბრა არსებული პრობლემების მოგვარებაზე, კონკრეტულად იმაზე, რომ დაიხვეწება პედაგოგთა სერთიფიცირება, აღმოიფხვრება ხარვეზები. პედაგოგის შეფასების კრიტერიუმი იქნება მისი პრაქტიკული საქმიანობა _ ანუ, უშუალოდ გაკვეთილის პროცესი. სკოლის დირექტორებმა მადლობა გამოთქვეს დირექტორების გამოცდების ჩატარებისთვის და იქვე დასძინეს, რომ უსამართლობაა, როცა შეფასების ამდენ გზას გადის სკოლის დირექტორი მაშინ, როცა პედაგოგზე ბევრად ნაკლები ხელფასი აქვს რეალურად, რომ დამსაქმებლის უფლებების დაცვაზეც უნდა იზრუნოს პედაგოგთა პროფკავშირმა. პედაგოგთა პროფკავშირის პრეზიდენტმა სთხოვა ადგილობრივი ორგანიზაციის უფროსს მანანა ღარიშვილს ჩაეწერა დეტალურად ყოველი პედაგოგის, ყოველი სკოლის დირექტორის პრობლემა თუ საკითხი, რაზეც პასუხს პირადად გასცემს, მანამადე კი მან განმარტა:
მაია კობახიძე: _ მე არ ვარ სამინისტროს დაქვემდებარებაში, ჩვენ გარედან შესული ორგანიზაცია ვართ და მინდა გითხრათ, რომ მუდმივმოქმედ კომისიაში გახლავართ, სადაც გარწმუნებთ, რომ გამოცდები მართლაც ობიექტურ გარემოში ჩატარდა. თუ თქვენი უფლებები დაირღვევა, მე პირადად თქვენს გვერდით დავდგები.
პედაგოგებმა გამოთქვეს უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთ შეხვედრებს მეტი დრო უნდა ეთმობოდეს და უფრო ხშირად უნდა შედგეს ეს კომუნიკაცია, რადგან ისინი კანონის თანახმად, პედაგოგთა პროფკავშირის მთავარი პარტნიორები არიან. ბოლოს დამსახურებულ პედაგოგებს საჩუქრად წიგნები გადასცეს.

მონიკა ჭანტურია
24.10.2013
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: I hate my life but at least this makes it beblaare.
: That's a nicely made answer to a chliaenglng question
ახალციხე დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 7 °C + 7 °C
ღამით -10 °C -6 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.