მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
საქველმოქმედო აქცია _ ბორჯომში
12-13 ოქტომბერს ორგანიზაცია ,,ქართული ოცნება ჯანმრთელი მომავლის~ ინიციატივით, ბორჯომში ჩამოვიდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის სამედიცინო პერსონალი.
მათ სრულიად უფასოდ გამოკვლევები ჩაუტარეს ბორჯომის რაიონში მცხოვრებ 500-ზე მეტ ბავშვს. საქველმოქმედო აქციის ინიციატორი გახლდათ ,,ქართული ოცნება ჯანმრთელი მომავლის~ პრეზიდენტი ქალბატონი ქეთევან ბარათელი. გამოკვლევებს ატარებდნენ პედიატრები: მარინე გაგოშიძე, პროფესორი ყარმან ფაღავა, ასისტენტ პროფესორი ეკატერინე უბერი, ასისტენტ პროფესორი თინათინ კუტივიძე, ქეთევან მაყალაშვილი, მანანა კობახიძე, ფიქრია ლურსმანაშვილი; ქირურგები: პროფესორი რამაზ კუტუბიძე, ნუკრი შალამბერიძე, თამაზ გაბუნია; ყბა-სახის ქირურგები პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ნინო ხვედელიანი, ენდოკრინოლოგები: ასოცირებული პროფესორი მარინა გორდელაძე, მაია ფხალაძე, რეზიდენტი ნინო ჯინიყაშვილი; ნევროლოგები: პროფესორი ნანა გელაძე, ასოცირებული პროფესორი ნანა ხაჭაპურიძე; დიაგნოსტიკა: ეხოსკოპისტი შალვა წინწკალაძე, ოპერატორი ნინო ჩიჩუა, ექიმი-რენტგენოლოგი ნინელი ჩხაიძე; ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტები: ასისტენტ-პროფესორები ლია ლომიძე და ირინა კეკელიძე (კლინიკის დირექტორი მედიცინის აკადემიური დოქტორი, ლია ძიძიგური, კლინიკის დირექტორის მოადგილე ნანა დათიაშვილი).
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სოციალურად დაუცველ იმ ბავშვებს, ვისაც მძიმე მდგომარეობა აღმოაჩნდათ და საჭიროებენ ხანგრძლივ მკურნალობასა და გამოკვლევებს, ასევე უფასოდ მოემსახურებიან თბილისში ჟვანიას სახელობის კლინიკაში.
ბორჯომის მოსახლეობა დიდ მადლობას უხდის კლინიკის სამედიცინო პერსონალს, ორგანიზაციას ,,ქართული ოცნება ჯანმრთელი მომავალი~ და მის პრეზიდენტს ქალბატონ ქეთევან ბარათელს ამ საჭირო და აუცილებელი საქველმოქმედო აქციისათვის. იმედი გვაქვს რომ ასეთი კარგი პროექტები მომავალშიც განხორციელდება.


24.10.2013
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Pecfert shot! Thanks for your post!
: I really co'ldnut ask for more from this article.
ახალციხე დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 21 °C + 22 °C
ღამით + 2 °C + 6 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.