მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ღვთისმადლცხებული მხატვარი

ბორჯომი. ყვაოდა და შენდებოდა ეს ღმერთისგან დალოცვილი კუთხე, თორი - ბორჯომის ხეობა მშვიდობიან წლებში. ემატებოდა მას მეზობელ სამცხე-საჯავრისთან ერთად უძველესი ციხე-სიმაგრენი, ეკლესია-მონასტრები (მარტო თმოგვის ციხე და ვარძია რად ღირს!), სრა-სასახლეები, რომელთა სიმრავლის მხრივ, მტკვრის ხეობის ამ მხარეს მეტოქეობას საქართველოს ვერც ერთი კუთხე ვერ გაუწევს! საღვთო სახლებში მატიანეები იწერებოდა, ითარგმნებოდა ლიტერატურა უცხო ენებიდან, ხატ-ფრესკებით ცხოველდებოდა წინაპარ-ხელოვანთა მიერ ნალოლიავები ეკლესია-მონასტრები...

სწორედ რომ წინაპართა მადლი გადმოვიდა ბორჯომის ინტელიგენციაზე, რომელიც დღემდე ჩვენი ქვეყნის წამყვანი საზოგადოების ერთ-ერთი შემავსებელი ბირთვი გახლდათ! ამ ინტელიგენციის ღირსეული წარმომადგენელია ბატონი თანგული ორთოიძეც, რომელსაც საახლობლოში ,,ღვთისმადლცხებულ მხატვარს~ ეძახიან.

გარდა მხატვრების მრავალწახნაგოვან სფეროში შექმნილი ნამუშევრებისა (მან 1980 წელს დაამთვარა თბილისის სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი), უანგაროდ აქვს გაკეთებული ხეობის ეკლესია-მონასტრებისთვის მოჩუქურთმებული და წმინდანთა სახეებით დამშვენებული მუხის და კაკლის ხის მძიმე კარიბჭეები, ხისგან ნაკვეთი ავეჯი, კანკელები, ხატების ჩასასვენებელი კიოტები და მრავალი სხვა საჭირო ნაკეთობა, სამცხე თორის ათობით ღვთის სახლს რომ ამშვენებს (სოფელ სადგერის წმინდა გიორგის სახელობის, ბაკურიანის სამების, სოფ. საყუნეთის წმინდა გიორგის სახელობის, ბორჯომის სასაფლაოსთან მდებარე და მერაბ კოსტავას სახელობის ბაღში ახლად ნაგები წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიები და სხვა).

თანგული ორთოიძემ სანახევროდ წაშლილი პორტრეტების უკვდავსაყოფად მათი ჭედური ნამუშევრები გააკეთა, რომლებიც კვლავ უანგაროდ შესწირა მარიამწმინდის ეკლესიას.

ეს გრანდიოზული მოცულობის და ძვირადღირებული სამუშაოები, კიდევ ვიმეორებთ, უზადოდ შესრულებული, უანგაროდ განახორციელა დიდმა მამულიშვილმა, რაც დღევანდელ დღეს სანთლით რომ არის საძებნი ჩვენს მილიონერ თანამემამულეთა შორის. ქველმოქმედების მოყვარული პიროვნება, ერთიასად არის დასაფასებელი. ალბათ, ამის გამოც შეარქვეს მას ,,ღვთისმადლცხებული მხატვარი"!

არ გვინდა ერთი საოცრება გამოვტოვოთ, მის შემოქმედებით შრომაში გამოცანად ქცეული. საკონკურსოდ თამარ მეფის ძეგლის სამაგიდო ქანდაკებას აკეთებდა. გამოწვის დროს ძეგლი სამ ნაწილად გაიხლიჩა, ორი ნაწილი მშვენივრად გამოიწვა, ზემოთა კი... მეფის გულმა რამდენჯერმე გამოხეთქა... ერთ-ერთ უხუცეს მღვდელმსახურს გაანდო თავისი გასაჭირი ,,თხუთმეტწელზე მეტია საქართველო ინგრევა, ერი გადაგვარების პირასაა მისული, უსაშველოდ მომრავლდნენ ფარისეველნი, ურწმუნონი, უწმინდურნი, ერის მოღალატეები... თამარ მეფე თავისი ერის დედა, წმინდანად აღიარებული უფლისგან, ყველაფერს ხედავს! ამდენი უბედურების შემყურეს გაუსკდებოდა გული, აბა რა მოუვიდოდა! გააგრძელე სამუშაო, წმინდა საქმეს შესდგომიხარ და ბოლოს მაინც გამოგივა ჩანაფიქრი!~ _ დასძინა მოხუცმა. მართლაც მორიგი ცდის დროს, ქანდაკება სწორუპოვარი გამოვიდა.

მხატვრის მრავალფეროვან ნამუშევრებს შორის გასაოცარია, ხეზე ნაკვეთი კომპოზიცია ვაჟა-ფშაველას ,,მინდია~ (რომელიც ბორჯომის ყოფილ პოლიტექნიკური კოლეჯის მუზემს ამშვენებდა). საჩუქრად მიძღვნილი ნამუშევრები ისეთ ერისშვილთა კერძო კოლექციებშია, როგორიც გახლავთ: უწმინდესი და უნეტარესი ილია II (დავით აღმაშენებლის სამაგიდო სკულპტურული პორტრეტი _ მცირე ფორმის ქანდაკება: დიდ მეფეს თავს ზემოთ აღმართული პირველი უშველებელი ლოდი მიაქვს გელათის კომპლექის მშენებლობაზე!), ლევან სანიკიძე (ანალოგიური ნამუშევარი, პირველი ვარიანტი), ვერიკო ანჯაფარიძე (ხეში შესრულებული თეატრალური ნიღბებით შემკული ყვავილების დეკორატიული ვაზა), ანა კალანდაძე (გალაკტიონის ფერწერული პორტრეტი წარწერით - ,,პოეზიის მეფის პორტრეტი - პოეზიის დედოფალს"!), ვახუშტი კოტეტიშვილი (ხეზე ამოკვეთილი მიქაელ მთავარანგელოზის ხატი) და სხვა.

ფერწერული ტილოები გრაფიკა, ქანდაკება, ბარელიეფი, გორელიეფი, ცალკე სასაუბრო თემაა, მაგრამ განსაკუთრებით გასაოცარია მის მიერ დამზადებული ავეჯი, ორნამენტებითა და ნახატებით საუკეთესოდ ქმნილი, ფასდაუდებელი მშვენება. ერთ-ერთი კარადის ექვსივე კარზე სიუჟეტებია ამოკვეთილი ,,ვეფხისტყაოსნიდან~ თავზე კი გვირგვინად ადგას უნიკალურად ნაძერწ ჩარჩოში ჩასმული დიდი სარკე. რუსთაველის სიუჟეტები გრძელდება ,,ქართული რენესანსის~ მეორე კარადის კარებზეც. ავ თვალს არ შეეხედება მის მიერ კაკლის ხისაგან ნაკვეთი მაგიდა-სკამებზე, საწოლებზე, საძინებელი ოთახის კარადაზე - შეუძლებელია ამ ნამუშევრებს უბრალოდ ავეჯი ეწოდოს _ ეს სამუზეუმო შედევრ-ექსპონატებია, რომლის ყურებითაც სიმშვენიერის ყველა მოტრფიალე უნდა დატკბეს.

სასიხარულოა, რომ თანგული ორთოიძე მრავალმხრივი ნიჭით უფლის მიერ დაჯილდოებული შემოქმედი რესპუბლიკის და საზღვარგარეთის ქვეყნების გამოფენებზე არაერთგზის მონაწილე, რომელიც ჩვენთვის აღმოჩენად იქცა, ჩვენი ქვეყნის შვილია, ესოდენ გამორჩეული, თავისი თავმდაბლობით და უაღრესად დიდი შრომისმოყვარეობით...

ჯემალ მჭედლიშვილი, რობერტ ცუცქირიძე
18.05.2009
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: The expertise shines through. Thanks for taking the time to asnewr.
ახალციხე დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 17 °C + 17 °C
ღამით 0 °C + 3 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.