მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
2013.06.25    `სამწუხაროდ, ყველა ის პოლიციელი ვინც უკანონობა ჩაიდინა, ისევ პოლიციაში მუშაობს და არ დასჯილა~
`ხალხის გაზეთი~------ 2012 წლის გაზაფხულზე, ოთხი ახალგაზრდა სხვადასხვა ბრალდებებით დააკავეს. მათი ახლობლებისა და ადვოკატების აზრით სასამართლომ ცრუ ბრალდებების საფუძველზე მიუსაჯა: ახალკაცს 12 წელი, გვერდწითელს 9 წელი და 11 თვე, ოქროპირიძეს 9 და ამბროლაძეს 8 წელი. იმის მიუხედავად, რომ ასალკაცისა და ამბროლაძის მიმართ სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი გადაწყვეტილება მიიღო, ოთხივე ბრალდებული აგრძელებს სამართლებრივ დავას. გვერდწითელი და ოქროპირიძე სააპელაციოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ უზენაეს სასამართლოში, ახალკაცი და ამბროლაძე ზიანის ანაზღაურებას მოითხოვენ. დავით გვერდწითელის დედა, ქალბატონი ირმა ერთი გარემოებაზეც საუბრობს, რომელსაც ალბათ უზენაესში დააყენებს
2010.06.26    კრების შესახებ გამოკითხული რესპონდენტებიდან არავინ იცოდა
2010 წლის სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში უკვე დაიწყო სამუშაოები. `ხალხის გაზეთმა~ მიმდინარე სამუშაოების დათვალიერება და მონიტორინგის ჩატარება სოფელ ტინისხიდში დაგეგმა. სასმელი წყლით უზრუნველყოფის სამუშაოების პირველი ..
2010.04.05    ,,ასეთი რა გამიკეთეს, რომ წელს ქვევით მოვწყდი"
,,ქართლის ხმა". ნადიმ ცეცხლაძე 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დამთავრების შემდეგ, მშობიარე მეუღლის სანახავად შინ წასვლა გადაწყვიტა. თუმცა, მეთაურმა შვებულება არ მისცა. ნადიმ ცეცხლაძემ მეთაურის სიტყვები არაფრად მიიჩნია, ფორმა დაუტოვა და სოფელში დაბადებული შვილის სანახავად წავიდა. ბათუმის სამხედრო სამსახურის მიტოვების გამო მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. 30 წლის ნადიმ ცეცხლაძე სამართალდამცავებს 2009 წლის 6 სექტემბერს ჩაბარდა. გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში 1979 წელს დაბადებული ნადიმ ცეცხლაძე ერთი წელი ბათუმის სამხედრო ბატალიონში მსახურობდა. 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს კი ცხინვალის მისადგომებთან იბრძოდა.
2010.03.17    `სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მკვლელის დედას ერთი სინანული არ
განსაკუთრებული სისასტიკით იქნა მოკლულუ 49 წლის მიხეილ ჯავახიშვილი 17 წლის გიორგი პავლიაშვილის მიერ. ამ უკანასკნელმა ჯავახიშვილს ცივი იარაღით 28 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზევე გარდაიცვალა. ინცინდენტი გორის რაიონის სოფელ ბიისში მოხდა. როგორც საბრალდებო დასკვნაში ვკითხულობთ, 2009 წლის 8 ოქტომბერს ღამის 10 საათზე ..
2010.03.10    სოფლის გამგებელი ცნობებს საიქიოში გზავნის
ქართლის ხმა. გორის რაიონის სოფელ ვარიანში მცხოვრები როზალია კასრაძე 2008 წელს გარდაიცვალა. სოფლის რწმუნებული ნუგზარ კარელიძე კი 2009 წლის განმავლობაში რამდენიმე ცნობას აწ გარდაცვლილ როზალია კასრაძეს სწერს . ასე მაგალითად: - ,,ცნობა ეძლევა აწ გარდაცვლილ როზალია კასრაძეს..." ასეთი სიტყვებით იწყება ჩვენს ხელთ არსებული სამი დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერს სოფელ ვარიანის რწმუნებული ნუგზარ კარელიძე. თუ რატომ უგზავნის ცნობებს გარდაცვლილ ადამიანს სოფლის გამგებელი, ამას გზადაგზა გავარკვევთ.
2010.03.10    ადვოკატ მარინა ჩიტაძის ,,საიდუმლო"...
,,ქართლის ხმა". გორელ ადვოკატ მარინა ჩიტაძეს კლიენტისგან 7 000 ლარის მოტყუებით აღება, ხოლო დედა-შვილის მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა და მათ დაშანტაჟებაში მონაწილეობის მიღება ბრალდება. თუ დამტკიცდა რომ ადვოკატმა 7 000 ლარი როგორც ჰონორარი ისე აიღო, ამით დადასტურდება რომ ,,ჩიტაძე და კომპანია" ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული საადვოკატო ბიურო იყო მთელს შიდა ქართლში. სხვა შემთხვევაში სასამართლო და პროკურატურას მიაჩნია, რომ ჩიტაძემ ეს ფული პროკურორთან და მოსამართლესთან ერთად გაიყო. თუ ვინ იყო ის ,,რკინის კაცი" ვისთანაც ჩიტაძეს პოლიციაში და სასამართლოში მიჰქონდა ფული, ჯერ-ჯერობით ვერაფრით მტკიცდება.
2010.03.10    კურსდამთავრებულები შიდა ქართლის სამხედრო პოლიციის წინააღმდეგ
,,ქართლის ხმა".საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კურსდამთავრებულებს სამხედრო პოლიციაში მუშაობაზე უარს ეუბნებიან. ამის შესახებ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ოფისს აწ უკვე ყოფილმა ჯარისკაცებმა – ტარასკინმა, კორინთელმა, თედლიაშვილმა, ჯავახიშვილმა, გულიაშვილმა, ყანდორელაშვილმა, გიუნაშვილმა, ციცაგმა, ნაკაშაშვილმა აცნობეს.
2010.02.11    ზაზა გიგაური: `მკვდარს `ვენოკი~ სჭირდება, ჩვენ `ვენოკებიც~ აღარ ვართ...~
`საქართველოს ადვოკატთა შესახებ~ კანონის შესაბამისად ადვოკატები თავისუფალი პროფესიის პირები არიან, რომლებიც პროფესიული ეთიკის ნორმებს ემორჩილებიან, თუმცა დღეს ადვოკატების განცხადებით, სისხლის სამართლის პოლიტიკის ფონზე ადვოკატს რეალური ფუნქცია და როლი დაკარგული აქვს, ის არ აღიქმება სახელმწიფო ბრალმდებლის ტოლფას მხარედ, რაც სისხლის სამართლის პროცესებზე აშკარად იკვეთება. ადვოკატის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სასამართლოს ყურადღების მიღმა რჩება, სამაგიეროდ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ ..
2010.01.16    გორის პროკურორი მოხსნეს...
ქართლის ხმა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის და ასევე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ვალერი ცერცვაძის ძმა, გიორგი ცერცვაძე გორის პროკურორობიდან მოხსნეს. თანამდებობიდან განთავისუფლების ოფიციალური მიზეზი უცნობია, თუმცა დაუზუსტებელი ინფორმაციით გიორგი ცერცვაძეს მას შემდეგ შეექმნა პრობლემები, როდესაც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის...
2010.01.13    მხარეები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ
13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს პოლიციის თანამშრომელს მურმან ედიშერაშვილს ვახტანგ კორკოტაშვილის მკვლელობის გამო. ინციდენტი 2009 წლის 19 აპრილს კასპის რაიონის სოფელ მეტეხში მოხდა. როგორც საბრალდებო დასკვნაში ვკითხულობთ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მურმან ედიშერაშვილმა სამსახურებრივი ტაბელური იარაღით განზრახ მკვლელობის მიზნით ვახტანგ კორკოტაშვილს ქვედა ყბის არეში ...
2009.11.05    პოლიციელების ხელში სიკვდილის მიზეზი ,,უცნობია"...
,,ქართლის ხმა". ,,უჩა გოდელაძე მოკლული იქნა მისი სტატუსიდან გამომდინარე, რაც ამაზრზენია, რადგან მხოლოდ საქართველოშია ასეთი დისკრიმინირებული მიდგომა. პირი ატარებს კანონიერი ქურდის სახელს და მის მიმართ ხორციელდება სისხლის სამართლებრივი დევნა. ხვალ პრეზიდენტს ან პარლამენტს სიტყვა ,,კოსმონავტი" რომ არ მოეწონოს კოსმონავტების დევნა უნდა დაიწყოს ქვეყანაში?"
2009.11.02    პატრულმა მაიზერ ლიპარტელიანმა გორის სადგურში მატარებლების მოძრაობა შეაფერხა
,,ქართლის ხმა". ,,საინტერესოა ვინ დაარღვია წესრიგი? ერთი შუშის გამო საწყალ ბიჭს 7 წელი ციხე ემუქრება, ცოდო არ არის? რა აუცილებელია დაპატიმრება? იმაზე აგოს პასუხი საპატრულო პოლიციამ რომ ორი საათი გორის სადგურზე გააჩერა მატარებელი და არ გვიშვებს" - ცხარობდნენ მოქალაქეები.
2009.10.29    ციხეში წამებულ არასრულწლოვანს უნდა სტრასბურგის სასამართლომდე იცოცხლოს
"ქართლის ხმა".,,გაცნობებთ, რომ დაკავების დღიდან მცემენ - დუბინკებით, ჩექმებით, იარაღის ტარით, გადამცემ რაციით, ქამრით და სხვადასხვა ბლაგვი საგნებით, ასევე მაწამებდნენ ელექტროშოკით, მაშიშვლებდნენ, მიზიანებდნენ სასქესო ორგანოს, მახრჩობდნენ, ასევე მაყენებდნენ დაზიანებებს თავის, სახის, კიდურების არეში"
2009.10.16    ერაყის გმირის რამაზ მანძულაშვილის საქმე მის სასარგებლოდ გადაწყდა
ქართლის ხმა.საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ერაყის გმირ რამაზ მანძულაშვილთან სასამართლო პროცესი წააგო. მანძულაშვილის საქმეზე გორის რაიონულ სასამართლოს გასულ წელს განსხვავებული წარმოდგენა ჰქონდა, მიმდინარე წელს სხვა. თავდაცვის სამინიტრომ საქმის მოგვარება განაჩენის მიღებამდე სცადა, მაგრამ პროცესი ძალიან რეზონანსული გამოდგა და სასამართლოს მოუხდა სამინისტროსთვის წამგებიანი გადაწყვეტილების მიღება.
2009.10.13    "სჯობს, დამნაშავე იყოს გარეთ, ვიდრე უდანაშაულო - ციხეში"
ბრალდებულმა ჩაიდინა სისიხლის სამართლის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რის გამოც მოვითხოვთ, შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა... (!) - შუამდგომლობა დაკმაყოფილებულია. განსასჯელს შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა... (!) განაჩენი ექვემდებარება გასაჩივრებას კანონით დადგენილი წესით 1 ....
<<  123 >>
გორი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 32 °C + 31 °C
ღამით + 22 °C + 21 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.