მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
2010.04.20    დურმიშხან ბერუაშვილის ტურნირი...
ქართლის ხმა. 17 აპრილს წარსულში ცნობილი ქართველი ფალავანის დურმიშხან ბერუაშვილის ხსოვნის ტრადიციული ტურნირი გაიმართა გორში. იგი ჩვეულებისამებრ შემოდგომით იმართება, ხოლმე და ბოლოს ექვსიოდე თვის წინაც ჩატარდა, მაგრამ მისმა ორგანიზატორებმა ამჯერად თავად დურმიშხან ბერუაშვილის დაბადების თარიღს დაამთხვიეს შეჯიბრება და გაზაფხულზე უმასპინძლეს მას. ცნობილი ფალავანი ამ დღეს 75 წლისა გახდებოდა.
2010.04.20    კვალავ თუშიშვილი და გოგშელიძე
ქართლის ხმა. ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა ბაქოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა საქართველოს თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა ნაკრებმა. შეჯიბრებაზე მონაწილე ქართველი ფალავნების შვიდეულიდან სამი (გია გოგშელიძე, ოთარ თუშიშვილი, ლადო ხინჩეგაშვილი) გორის თავისუფალი სტილის ჭიდაობის დარბაზში ვარჯიშობს. აღნიშნული სამეულიდან ორნი გოგშელიძე და თუშიშვილი შესაბამისად ვერცხლის და ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ აზერბაიჯანის დედაქალაქში, ხოლო ხინჩეგაშვილმა (55 კგ) მხოლოდ მეცხრე ადგილი იკმარა.
2010.04.18    შოთა მარქარაშვილის ხსოვნის ტურნირი
მიმდინარე წელს კასპის #44 კომპლექსური სპორტული სკოლის საჭიდაო დარბაზში გაიმართა უდროოდ და ტრაგიკულად დაღუპული კასპელი სპორტსმენის, პერსპექტიული მოჭიდავის შოთა მარქარაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში 1993-95 და 1996-98 წლებში დაბადებულთა შორის. ხსოვნის ტურნირში, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებისა ..
2010.04.05    ევროპის თუ არა მსოფლიოს ჩემპიონატზე მაინც ვიჭიდავებ
,,ქართლის ხმა". საქართველოს შვიდგზის ჩემპიონს და ქვეყნის პირველი ნაკრების ერთ-ერთი გამოცდილ წევრს 28 წლის ბესიკ გოჩაშვილს (55 კგ) ბოლო ორი სეზონია ქვეყნის ჩემპიონატის გამოტოვება უწევს, თუმცა იძულებითი პაუზების მერე, შარშან და წელსაც იგი საკმაოდ დამაკმაყოფილებელი შედეგით დაუბრუნდა არენას. გოჩაშვილი ორივე შემთხვევაში კიევის ტურნირით შეუერთდა ახალ სეზონს და უკრაინაში შარშან ბრინჯაოს, წელს კი ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო. ერთი წლის წინ ბესიკმა კიევში მიღწეულ სეზონის სასტარტო წარმატებას ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოაყოლა, გამარჯვებების დიდი იმედი მას წლევანდელ სხვა შეჯიბრებებშიც აქვს.
2010.03.17    გორში შიდა ქართლის ჩოგბურთის ფედერაცია დაფუძნდა
1 მარტს გორის სასპორტო სკოლასთან არსებულ საჩოგბურთო კორტებზე საზეიმოდ აღინიშნა შიდა ქართლის ჩოგბურთის ფედერაციის დაარსება, რომლის ინიციატორიც იყო გორის უნივერსიტეტის რექტორი ზაზა ცოტნიაშვილი. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის, ადგილობრივი ხელისუფლების, გორის სასპორტო სკოლის, გორის უნივერსიტეტის წარმომადგენლები..
2010.03.10    ის, რაც გორში ვერ წარმოედგინათ
ქართლის ხმა. `სიმართლე გითხართ, ვერასოდეს წარმომედგინა, რომ გორში კორტებს გააკეთებდნენ და ჩოგბურთი იქნებოდა საერთოდ. აქ უფრო სხვა სახეობებია ძალიან პოპულარული. ამიტომ დღევანდელ დღეს ისტორიულად ვთვლი. შიდა ქართლში ნიჭიერი ახალგაზრდობაა და მჯერა ისინი ისევე წარმატებულად აითვისებენ ჩოგბურთსაც, როგორც აქამდე სპორტის სხვა სახეობებს გაუშინაურდნენ~ _ თქვა გუშინ გორში შიდა ქართლის ჩოგბურთის ფედერაციის დამფუძნებელ ყრილობაზე საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ ქაცარავამ.
2010.02.11    `10 წლის მანძილზე აუზში წყალი არც ერთ ზამთარს არ გვქონდა~
გორის საცურაო აუზი ზამთრობით წლების განმავლობაში წყლის გარეშე იყო დარჩენილი. მიუხედავად ამისა, მოცურავეთა ჯგუფები მაინც განაგრძობდნენ ფუნქციონირებას და დადებითი შედეგებიც ჰქონდათ. გვესაუბრება გორის მოცურავეთა ...
2010.02.11    კიდევ ერთი წარმატებული წლის დასაწყისი
26-28 იანვარს ბათუმში თავისუფალ ჭიდობაში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა. ჩემპიონატში მონაწილეობა გორის გუნდმაც მიიღო. გუნდში არსებული განწყობისა და ჩემპიონატისათვის მზადება ..
2010.02.04    მსუბუქ წონაში ისევ გორელები დომინირებენ
ქართლის ხმა. გასულ კვირას ბათუმში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა შორის, გორის გუნდმა (მწვრთნელი ნუგზარ სხირელი) სამი ოქროს და ამდენივე ბრინჯაოს მედალი მოინაგრა. შიდა ქართლელები ჩვეულებისამებრ მსუბუქ წონაში დომინირებენ და მედლების მათი მონაპოვარიც თითქმის მთლიანად ამ წონებიდანაა.
2010.02.04    გორელი კალათბურთელები საქართველოს ჩემპიონატზე...
`გათბობა არ არის და სიცივეში გვიწევს ვარჯიშების ჩატარება~ ქუთაისში საქართველოს ქალთა საკალათბურთო ჩემპიონატის პირველი წრე ჩატარდა. ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო გორის გუნდმაც, რომელმაც სამი მატჩი გამართა თბილისის, ქუთაისისა და ზესტაფონის გუნდებთან. ჩემპიონატის მსვლელობის, გუნდში..
2010.02.04    ნუგზარ სხირელი: `ღმერთმა დაგვიფაროს, რომ შედეგები არ გვქონდეს~
გაიხსნა გოგონების სექციები და უკვე 15 სპორტსმენი გვყავს~ 26-28 იანვარს ბათუმში თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი ტარდება. ჩემპიონატში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა ქალაქის მოჭიდავეთა გუნდები იღებენ. `ხალხის გაზეთი~ ესაუბრა გორის გუნდის მთავარ მწვრთნელს თავისუფალ ჭიდაობაში ნუგზარ სხირელს, იმის გასარკვევად თუ როგორ ემზადებიან გორელი მოჭიდავეები ჩემპიონატისათვის. მან `ხალხის გაზეთს~ ექსკლუზიური
2010.01.20    ნაკრებში გორელების სიმრავლეა
ქართლის ხმა. ორიოდ დღის წინ საქართველოს ნაკრებმა დაიწყო სამზადისი 30-31 იანვარს თბილისის სპორტის სასახლეში გასამართი მსოფლიო თასისთვის ძიუდოში. სასიხარულოა, რომ დიდი ხნის შემდეგ გორის ძიუდოს სკოლას ნაკრებში ისევ ეყოლება ერთდროულად რამდენიმე წარმომადგენელი. ჩვენი ეროვნული გუნდი, როგორც მასპინძელი ამ შეჯიბრებაზე თითოეულ წონით კატეგორიაში ოთხი სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.
2010.01.19    ,,სეპარატისტული" ფეხბურთი
ქართლის ხმა. 1990 წელს ბოროტების იმპერიის დაშლა გადამწყვეტ ფაზაში რომ შედიოდა და საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის იდეა სულ უფრო ემსგავსებოდა რეალობას, ქართული ფეხბურთის მესვეურებმაც თავის მხრივ ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის დაარსების იდეას შეასხეს ხორცი. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა მალევე დაირღვა და პრობლემამ საფეხბურთო ასპექტშიც მალე იჩინა თავი.
2010.01.06    გორში საუკეთესო ისევ გოგშელიძეა
ქართლის ხმა. წლის საუკეთესოთა გამოსავლენ გამოკითხვას, მიუხედავად უამრავი ტიტულოვანი სპორტსმენის, მწვრთნელის თუ გუნდის არსებობსა, სამწუხაროდ, ბოლო ხანს გორის სპორტის სამსახურში ან საჭიროდ აღარ მიიჩნევენ და ან უბრალოდ არ წუხდებიან საამისოდ. გასულ წელს მაგალითად თებერვლამდე დაველოდეთ სპორტისა და კულტურის სამსახურის უფროს ზურაბ ჩხეიძეს, მაგრამ ჯერ გვითხრა: `უახლოეს დღეებში ჩავატარებთ და შედეგებს გაგაცნობთო~. რამდენიმე დღის მერე კი მოგვახსენა: `გამოკითხვა რა საჭიროა საუკეთესოები ალბად თუშიშვილი და გოგშელიძე იქნებიანო~.
2009.12.13    ლოკომოტივი ზვარაკი არ ყოფილა
ქართლის ხმა. მოქმედი ჩემპიონი, მიმდინარე სეზონში სატურნირო ცხრილის უპირობო აუტსაიდერს გორში ვფიქრობთ ისე ელოდა, როგორც მხვერპლს და ეს გასაკვირი არცაა. `ბურჯანაძეზე~ მოსულ მცირერიცხოვან ფეხბურთის გულშემატკივარსაც ანალოგიური ფიქრები უტრიალებდა თავში. მაგრამ აღმოჩნდა, რომ `ლოკომოტივი~ ზვარაკი სულაც არ ყოფილა.
<<  123 >>
გორი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 31 °C + 34 °C
ღამით + 20 °C + 19 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.