მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
გოლთა სიუხვე გორში
უმაღლესი ლიგა XVI ტური

სპარტაკი - ზესტაფონი 3 : 3

0:1 - დვალი (20, გრიგალაშვილის პასით), 1:1 - ცხადაძე (24), 2:1 - მანწკვა (24), 2:2@- გელაშვილი (გრიგალაშვილის პასით), 2:3 - გელაშვილი (70), 3:3 - კვახაძე (83)

სპარტაკი: ბათიაშვილი-დეკანოსიძე, კვახაძე, ბაქრაძე, გილაური-მანწკავა (65. შალამბერიოძე), შონია, დათუნაიშვილი, მაისურაძე-ცხადაძე (87. კანდელაკი), კლოვისი (83. გოცირიძე)

ზესტაფონი: რ. კვასხვაძე-ლობჟანიძე, დაუშვილი (86. ნ. კვასხვაძე), ხიდეშელი, ელიავა- ბენაშვილი, აფციაური, ძარია (85. კორღალიძე), გრიგალაშვილი-გელაშვილი (89. წინამძღვრიშვილი), დვალი

გაფრთხილება: კლოვისი (34), მანწკავა (54), ბენაშვილი (62)

არბიტირი: მ. ბეუქლიშვილი

"სპარტაკში" ამ დღეს ტრავმის გამო ჩივაძე, ჩირიკაშვილი, ბოიომო და დიდავა
ვერ თამაშობდნენ ზესტაფონელებმა კი იძულებით მხოლოდ ონიანი მოისაკლისეს. გარდა ამისა ვლადიმერ ხაჩიძეს დისკვალიფიკაციის ზღვარზე მყოფი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები გოცირიძე და შალამბერიძე სათადარიგო სკამზე ჰყავდა გამწესებული.

შეხვედრის დასაწყისი სტუმართა უპირატესობით და სახიფათო მომენტებით აღინიშნა. მე-2 წუთზე ნიკა გელაშვილი გაექცათ "სპარტაკის" ცენტრალურ მცველებს, თუმცა ოდნავ არაზუსტად დაარტყა, ცოტა ხანში ჯაბა დვალმაც მოახერხა იგივე და მანაც ანალოგიური ცდომილებით გაგზავნა ბურთი ზურაბ ბათიაშვილის კარისკენ. საერთოდ ისევე, როგორც მოცემულ ეპიზოდებში მთელი შეხვედრის მანძილზეც არაერთხელ ჩავარდა მასპინძელთა დაცვის ხაზი, თუმცა ისიც საგულისხმოა, რომ ყველაზე დიდი სამუშაოს შესრულება "სპარტაკში" სწორედ მათ უწევდათ. მეტოქეს მასპინძლებმა ხიფათით მე-16 წუთზე უპასუხეს _ ბაჩანა ცხადაძის პასით კლოვისს უნდა ეხეირა, მაგრამ ახლოდან ძალიან ცუდად დაარტყა. ერთ წუთში ცხადაძემ სწრაფი გარღვევით კიდევ ერთხელ შეაწუხა იმერელი მცველები და ამჯერად მანვე დაარტყა არაზუსტად. ცხინვალელ თავდამსხმელთა წყვილს გადასარევად შეთამაშებულს ვერ დაარქმევდით, მაგრამ ძირითადად კარის უსაფრთხოებაზე ორიენტირებული თანაგუნდელების დახმარებით ერთობ ნორმალურად ირჯებოდნენ.

მათზე ოდნავ უკეთესი ზესტაფონელი შემტევების გელაშვილისა და დვალის მოქმედებას ეთქმოდა. მე-20 წუთზე შოთა გრიგალაშვილის ჩაწოდებულზე მასპინძელთა დაბნეულ დაცვას მათი შეცდომის მომლოდინე დვალმა აჯობა და ანგარიში გახსნა 0:1. აქ კი ვისაც ეგონა ამ გოლით "ზესტაფონის" დამაჯერებელი გამარჯვებისკენ სვლა დაიწყოო სულ ოთხ წუთში გაუცრუვდა ვარაუდი. 24-ე წუთზე "სპარტაკის" კონტრშეტევისას ბაჩანა ცხადაძემ ბოლომდე იბრძოლა ბურთზე, ორი მცველიც ჩამოიტოვა და საშუალო მანძილიდან დარტყმით თანაფარდობა აღადგინა 1:1. მალევე აფციაურის მიერ ჩაწოდებული შორეულ ძელთან ჩასაფრებულმა უჩა ლობჟანიძემ ვერ შეაგდო ბადეში. არცთუ დაბალ ტემპში მიმდინარე ორმხრივი იერიშები ტაიმის ბოლომდე არ შეწყეტილა.

გორში მოსაგებად ჩამოსული სტუმრები ცხადია ისევ შედეგიანი შეტევების, მასპინძლები კი კონტშეტევების განხორციელებას ცდილობდნენ. ამ ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა ცხინვალელებმა უკეთ შეძლეს, თუმცა ისიც დავძინოთ, რომ დამაწინაურებელი გოლი მთლიანად მათი მარჯვენა ნახევარცველის გიორგი მანწკავას დამსახურება იყო. სწორედ მან იბრძოლა ბურთზე ბოლომდე, შემდგომ აუარა გვერდი ხიდაშელს და წინგამოსულ როინ კვასხვაძესაც იოლად აჯობა 2:1.

მეორე ტაიმის დასაწყისამდე ზესტაფონელთაგან რიგიანი პასუხი არ მიუღია "სპარტაკს". შესვენების შემდეგ ალბად გეგუჩაძის დატუქსვა მოუხდათ მის შეგირდებს, რადგან ისინი ამ დროიდან უფრო უკეთ ათამაშდნენ. სტუმართა გარჯაში გაცილებით იმატა ბრძოლის ჟინმა. იმავდროულად "სპარტაკი" მთლიანად საკუთარ საჯარიმოს მიეჯაჭვა. ცხინვალელები ანგარიშის შენარჩუნებაზე ზრუნავდნენ და ფხას მაშინ აჩენდნენ, თუ კონტრშეტევის შანსი მიეცემოდათ. `ზესტაფონმა~ მოედნის მთელ სიგანაზე გაშალა თამაში, გაააქიუტრა ფლანგები. დვალმა, გრიგალაშვილმა და გელაშვილმა რამდენჯერემე შორიდან დარტყმითაც სცადეს გატანა.

მაგრამ შედეგი, ისევე, როგორც პირველი გოლისას, კვლავ მათმა სტანდარტულმა მოიტანა. საგოლე პასის, ანუ მეტოქის კარის მისადგომებთან ბურთის ჩაწოდების ავტორი ისევ გრიგალაშვილი იყო, მას გელაშვილი გამოეხმაურა ჩინებურად და 2:2 დააფიქსირა. სამ წუთში სტუმართა მეგოლემ მორიგი სტანდარტულისას ისარგებლა მოწინააღმდეგეს კართან შექმნილი არეულობით, საკუთრივ დუბლი მიითვალა, საკუთარი გუნდი კი დააწინაურა. დარჩენილ ოც წუთში ორივე გუნდს არაერთხელ შეეძლო ანგარიშის შეცვლა. სტუმრები სამი ქულის მოსაპოვებლად თავს არ ზოგავდნენ, ბურთსაც უმეტესწილ სწორედ ისინი ფლობდნენ, მაგრამ გოლის გატანის მცდელობაში გართულებს მრავლად გაეპარათ ხაჩიძის გუნდის მწვავე კონტრშეტევები. თუმცა მესამე გოლი ზესტაფონმა არა კონტრშეტევისას გაუშვა. მატჩის მიწურულს "სპარტაკის" ერთი იერიშისას მეკარე კვასხვაძე შეცდა და მართალია მისი კარი ცხადაძის დარტყმას გადურჩა, კვახაძეს დამატებულზე უკვე ვეღარც მცველებმა გააწყვეს რამე - 3:3.



დაჩი ნაპირელი
30.11.2009
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ქართლის ხმა”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: This makes everything so completely pialenss.
: So that's the case? Quite a revletaoin that is.
: 20
: Wait, I cannot fathom it being so straigthforwrad.
: hljhkjk
: joojlosad
: xFmCuL
: CQifwAW
: Very nice site!
: Hello! kacbcaa interesting kacbcaa site!
: Very nice site!
: Hello! ggadgef interesting ggadgef site!
: Very nice site!
: Hello! fdedddf interesting fdedddf site!
: Very nice site!
: Hello! dbcddfd interesting dbcddfd site!
: BnDVMEvy
: Very nice site!
: Hello! dddbdce interesting dddbdce site!
გორი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 10 °C + 8 °C
ღამით + 2 °C + 2 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.