მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
თომას ჰამარბერგი: - ,,მიხარია როდესაც ჩინოვნიკები უფლებადამცველების შესახებ უარყოფითად საუბრობენ"...

საქართველოს პარლამენტში თომას ჰამერბერგის წინააღმდეგ გაილაშქრეს. პარლამენტარმა აკაკი მინაშვილმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი რუსეთთან მიმართებაში უმოქმედობაში დაადანაშაულა. ქართველ პარლამენტარებს სურთ, რომ თომას ჰამერბერგს რუსეთის ხელისუფლების მიმართ ისეთივე დამოკიდებულება ჰქონდეს, როგორიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს. ამ მხრივ, უკანა პლანზე გადასწიეს ის მიღწევები, რაც ჰამერბერგმა გასული წლის აგვისტოს მოვლენების დროს ქართველი მძევლების გათავისუფლების საქმეში მიაღწია. სწორედ მისი დამსახურებით, ასობით ქართველი დატყვევებული მოხუცი და ჩვეულებრივი ადამიანი გადმოიყვანეს ცხინვალიდან. სწორედ ბოლოდოინდელმა მოვლენებმა გადამაწყვეტინა, მომეყოლა გასულ წელს სტრასბურგში გამართულ შეხვედრის შესახებ, რომელიც თომას ჰამერბერგის ინიციატივით მოეწყო და სადაც საუბარი იყო აგვისტოს მოვნელებზეც.

2008 წლის ნოემბერში სტრასბურგში გამართულ უფლებადამცველების შეხვედრაზე საქართველოდან ორი ადამიანი ვიმყოფებოდით. ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის~ ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი და მე. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე სტრასბურგში მოხსენებით უფლებათადამცველი უშუალოდ შიდა ქართლიდან იმყოფებოდა.

სხდომა ორი დღის განმავლობაში 3-4 ნოემბერს მიმდინარეობდა. გეგმის მიხედვით უფლებათადამცველებს უნდა გვესაუბრა იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაში არიან ადამიანის უფლებათა დამცველები ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში.

სწორედ შიდა ქართლში არსებული ამბები ჩავიტანე სტრასბურგში და ჩემი სათქმელის მთავარი შინაარსი სწორედ ეს იყო. საქართველოს ხელისუფლება და მისი კონტროლირებადი ტელევიზიები გამუდმებით იმეორებენ, რომ კონფლიქტის ზონაში რუსი და ოსი აგრესორები ჟურნალისტებს მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. ამის ფონზე ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მსოფლიო საზოგადოებისთვის მემცნო - თხა თხაზე ნაკლები, არც ჩვენი ჩინოვნიკები არიან. კარალეთის საგუშაგოზე რუსი ჯარისკაცები იღებდნენ ვიდეო-კამერაზე, როგორ ილაშქრებდა გუბერნატორი და მისი მოადგილე ქართველი ჟურნალისტის და უფლებათადამცველის წინააღმდეგ.

ევროსაბჭოს მთავარ შენობაში, რომელსაც ,,ევროპის სასახლეს~" უწოდებენ, შეხვედრა მესამე სართულზე მე-11 დარბაზში გაიმართა. 26 ქვეყნის სახელმწიფო დროშებით გარშემორტყმულ შენობამდე ევროსასამართლოს შუშებიანი შენობა დგას. შუშებიანი შენობა ,,გამჭვირვალობის~ სიმბოლოა... დარბაზის შესასვლელში ძირითად იმ ქვეყნების უფლებათადამცველები შეიკრიბნენ, რომლებსაც საკუთარ ქვეყანაში პრობლემებს უქმნიან.

,,ჰელოუ უჩა..." - ესალმებოდნენ ჩემს ხელმძღვანელს სხვადასხვა ქვეყნიდან. უჩა კი ჩემს თავს აცნობდა მათ - ეს არის საბა, რომელსაც ასე და ასეთ პრობლემებს უქმნიან საქართველოშიო.

დარბაზში შესასვლელთან მისალმებისა და მოკითხვის შემდეგ სხდომაზე შევედით. ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის თანამშრომლები ჩემს შესახებ უკვე ინფორმირებულნი ყოფილან. ,,აა, ეს არის საბა?" - როგორ ხარ? - მკითხულობდნენ. როგორც ცნობილია, ის ფაქტები, რომელიც მე ზემოთ უკვე მოვყევი, გავრცელებული ჰქონდა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციას (FIDH), რომლის ოფისი პარიზში მდებარეობს და რომლის წევრიცაა ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი" საქართველოში. ასევე საპროტესტო ნოტა ჩემს შესახებ გავრცელებული ჰქონდა წამების საწინააღმდეგო საერთაშორის ორგანიზაციას (OMჩთ), რომლის ოფისი ჟენევაში მდებარეობს. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ადამიანის უფლებათა დაცვის ყველა ორგანიზაციას ჰქონდა მიღებული და შესაბამისად მათთვის ცნობილი იყო შიდა ქართლში უფლებათადამცველების მდგომარეობის შესახებ.

რამდენიმე წუთში თომას ჰამერბერგიც შემოვიდა. იგი ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარია. ჭაღარათმიანი ევროპის პირველი უფლებათადამცველი ყველას მოგვესალმა. მე მას ჯერ კიდევ საქართველოდან ვიცნობდი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ოსური მხარისაგან ქართველი ტყვეების გათავისუფლების საქმეში. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ დიდი ლიახვის ხეობაში ოსი მებრძოლების მიერ აყვანილი მძევალი მოხუცები და ქალები ნათესავებს დაუბრუნეს. ,,ეს არის საბა" - მიმიყვანა ერთმა ქალბატონმა მასთან, წარმოშობით იტალიელმა, რომელიც უმაღლესი კომისრის ოფისში მუშაობს. ბატონ თომასს ჩემი ამბავი ზეპირად სცოდნია და მითხრა იუმორით - ,,შენ უნდა ბოქსზე გატაროთ, თორემ ძალიან გჩაგრავენ". მითხრა და თან ჟესტიკულაციით ბოქსის ილეთი გააკეთა. პირველივე წუთებში ასეთ შეხვედრას არც მოველოდი და მშვენიერ გუნებაგანწყობილებაზე მყოფმა მივხვდი, რომ ჩემი ადგილი მართლაც ყოფილა ამ შეხვედრაზე.

აქ შეკრებილ უფლებათადამცველების შეხვედრას ევროსაბჭოს თავადვე წარუძღვა. შეხვედრის ძირითადი მიზანი ის იყო, რომ განხილულიყო ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში უფლებათადაცველების მდგომარეობა, ხოლო პრობლემებს არსებობს შემთხვევაში დასახულიყო კონკრეტული გზები მათ გამოსასწორებლად.

თომას ჰამერბერგმა მისასალმებელ სიტყვაში ვრცლად ისაუბრა უფლებათადამცველების როლზე და მნიშვნელობაზე ზოგადად.

თომას ჰამერბერგის სიტყვა: ,,თვითდაჯერებული მთავრობებიც კი უკან იხევენ მაშინ, როდესაც მათ ქვეყანაში ადამიანის უფლებები კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ასეთი რეაქცია ბადებს აზრს იმის შესახებ, რომ ადამიანის უფლებების სფეროში კარგი წარმოდგენა მეტად მნიშვნელოვანია და კრიტიციზმი უფრო მეტად მგრძნობიარეა, ვიდრე სხვა შემთხვევაში.

ნაცვლად იმისა, რომ კრიტიკოსების კითხვებს გასცეს პასუხი, უმრავლეს შემთხვევაში მთავრობები მიზანში იღებენ იმ ხალხს, რომლებიც სწორედ ასეთი კრიტიციზმით გამოირჩევიან. მე აღფრთოვანებული ვარ მაშინ, როდესაც წამყვანი პოლიტიკოსები პირად ან საჯარო საუბრების დროს უარყოფითად საუბრობენ თავიანთი ქვეყნის ადამიანის უფლებათა დამცველების შესახებ.

არასამთავრობო ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფები, ჟურნალისტები და თვით ომბუდსმენი ხშირად ითვლებიან ,,არაპატრიოტებად"~ - ევროპაშიც კი - მას შემდეგ როდესაც ისინი თავიანთ ანგარიშებს აქვეყნებენ თუნდაც საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დროს ან კიდევ მედიის საშუალებით. ასეთი ფაქტობრივი გადაცდომები (არაპატრიოტული იმიჯის შექმნის შიში) ბევრ უფლებათადამცველებს უპასუხისმგებლო ქმედებებისკენ აიძულებს ან საბოლოოდ შიშის გავლენის ქვეშ ექცევიან.

უფლებათა დამცველების ანგარიშები რასაკვირველია არ იქნება უმწიკვლო, რადგან უნდა გავითვალისწინოთ მათი რესურსების სიმცირე, მაგრამ სამაგიეროდ ფასდაუდებელია. ყურადღება უნდა გავამახვილოთ Yიმ სიტუაციაზე, როდესაც უფლებათადამცველებზე ხდება ზეწოლა. ჯერ კიდევ 30 წლის წინ გაერთიანებულ ერებში ასეთი ფაქტების სიხშირემ დისკუსია გამოიწვია. ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 1998 წელს მიიღო დეკლარაცია საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ჯგუფების ან ინდივიდების უფლებებზე და პასუხისმგებლობაზე, რათა აღიარებულიყო და დაცულიყო ადამიანის უნივერსალური უფლებები და გამოხატვის ფუნდამენტური თავისუფლებანი.

ამ დეკლარაციის მიღება გამოიწვია სწორედ იმ ანგარიშებმა, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში დაიწერა იმ რეპრესირებული ადამიანების მიერ, ვინც თავის ქვეყანაში ცდილობს უფლებების შესახებ მონიტორინგი ჩაატაროს და რეპორტები მოამზადოს; ან კიდევ იმათ მიერ, რომლებიც ჩვეულებრივ ცდილობენ მოსახლეობის ინფორმირებულობას უფლებების შესახებ. ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციაში განსაზღვრულია ასეთი ადამიანების დეფინიცია - მათ უფლებათა დამცველები ეწოდება.

დღესაც საგანგაშო ვითარება გვაქვს ბევრგან. კონკრეტულ ადამიანებს ჩამორთმეული აქვთ გამოხატვის გადაადგილების უფლება. რამდენიმე კრიმინალებისგან დევნას განიცდის, ზოგი სასამართლოს მიერ უსაფუძვლოდაა დაპატიმრებული, არიან ასევე ნაწამები და ზოგის სიცოცხლე ტრაგიკულად დასრულდა. დეკლარაციის მიზანია სწორედ ბოლო მოეღოს ასეთ გაუმართლებელ გამოწვევებს.

დეკლარაცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს, დაიცვას ადამიანის უფლებები საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე.. ის ასევე ადამიანს უდასტურებს იმის უფლებას, რომ ჩამოაყალიბოს, შექმნას ან შეუერთდეს რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას.

დეკლარაცია ასევე აცხადებს, რომ ყველას აქვს უფლება მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია ადამიანის უფლებების შესახებ და გამოხატოს თავისი გულისტკივილი მთავრობის პოლიტიკისა და მოქმედებების თაობაზე. ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ გარკვეულ ხალხს სპეციალური პრივილეგიები მივანიჭოთ, არამედ ნათელი უნდა იყოს, ის რომ როდესაც გარკვეული ინდივიდები, ერთობლივად ან ცალ-ცალკე მუშაობენ, ისინი უნდა იყვნენ თავისუფლები თავიანთ საქმიანობაში ექსტრემიზმის, ცილისმწამებლური თავდასხმებისგან ან უფრო უარესისგან.

რასაკვირველია, გაერთიანებულ ერებს უნდა დემონსტრირება მოახდინოს, რომ ასეთ ხალხს ცუდად ვიყენებთ. მაგალითად, უფლებათადამცველების წარმოდგენაში ასეთად ყოველთვის ანდრეი სახაროვი მოიაზრება, რომელიც დეკლარაციის მიღების დროს ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. სახაროვი როდესაც სახლში გამოკეტეს გორკში, მან თავის ბინაში მაინც გააგრძელა საბჭოთა კავშირის სინდისის პატიმრების და ადამიანის უფლებების შესახებ წერა. მან სხვებს გარკვეული მესიჯები გაუგზავნა, რომლებიც დღესაც კვლავ სენსიტიურია. სხვა ასეთი ,,ხმები"-ც იქნა ჩახშობილი. სწორედ ამიტომ გაერთიანებული ერების გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა ნათლად გვასწავლა: ,,როდესაც ადამიანის უფლებათა დამცველები არიან ძალადობის ქვეშ, ყველა ჩვენგანის უფლება განსაცდელშია და ყველა ჩვენ ვართ ასეთ საფრთხეში."(ციტატის დასასრული თომას ჰამერბერგის გამოსვლიდან)

სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. დერეფანში ინგუშ, სომეხ, ბელორუსიელ და ა.შ უფლებადამცველებთან ერთად ვსაუბრობდი და უეცრად ქართული სიმღერის ჰანგები მომესმა... კარგად რომ დავუგდე ყური, რევაზ ლაღიძის მუსიკის ჰანგები იყო...,,გესმით? ეს ქართული მუსიკაა.. თბილისო...!!!" უეცრად მოვწყდი ადგილს და გავეშურე იქით, საიდანაც ხმა მოდიოდა... აკუსტიკა იმდენად დიდია ევროსაბჭოს შენობაში, რომ ძნელი აღმოჩნდა იმ ადგილის პოვა, სადაც ,,თბილისოს" უკრავდნენ... ბოლო სართულზე მივადექი დიდი თეთრ როიალს და ჩემდა გასაოცრად რუსი უფლებადამცველი კარინა მოსკალენკო მღეროდა ,,თბილისოს" .. ,,აი ქართველიც მოვიდა " - დამიქნია ხელი და იმიღერეო შენც, მანიშნა ... ახლოს მივედი და გარშემომყოფმა ჟურნალისტებმა უშველებელი აპარატებით ფოტოების გადაღებები დაგვიწყეს... ზოგი ძირს წვებოდა, ზოგი აპარატს ზემოთ სწევდა და აპარატს აჩხაკუნებდა...კარინა მოსკალნეკო ცნობილი პიროვნებაა სტრასბურგში, იგი გარდაცვლილ ანა პოლიტკოვსკაიას ოჯახის ინტერესების დამცველია და ხშირად უწევს რუსეთიდან წასვლა უსაფრთხოების გარანტიების არ არსებობის გამო... ,,დედაჩემს ძალიან უყვარდა საქართველო და ქართული სიმღერები, მან მასწავლა" - მითხრა კარინა. ამასობაში კიდევ ერთი ქართველი გამოჩნდა. შემთხვევით შენობაში მაშინდელი სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებიც აღმოვაჩინე, მათაც გაუგიათ ქართული სიმღერის ჰანგები და მოირბინეს როიალთან. როგორც გავარკვიე, ყოველი წლის ნოემბრის დასაწყისში სახალხო დამცველის აპარატიდან 2-2 თანამშრომლებს სტაჟირების და გამოცდილების ასამაღებლად ევროსაბჭოში გზავნიან. მოსკალენკო ინტერვიუს აძლევდა, როდესაც როიალზე სომხური მუსიკის დაკვრა გავბედე და სომეხი უფლებადამცველის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, რუმინელმა უფლებადამცველმა ჩვენებური ხომ არაფერი იციო და ,,ციგანკური" მოვახერხე არაჩვეულებრივად. ჩემს ცხოვრებაში ეს იყო დაუვიწყარი დღე და დღემდე საგანგებოდ იხსენებენ ამ ამბოს შემსწრე ადამიანები. შესვენებაც დამთავრდა და სხდომაც გაგრძელდა.

თომას ჰამერბერგის გამოსვლის შემდეგ სხვადასხვა ქვეყნებიდან წარმოდგენილმა უფლებათა დამცველებმა ისაუბრეს თავიანთ ქვეყნებში უფლებათადამცველების მდგომარეობის შესახებ. თურქეთის წარმომადგენელმა იავუზ გუშთურქმა იმ მიღწევებზე ისაუბრა, რაც ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ამ ქვეყანამ მიაღწია. პრაქტიკაში და კანონმდებლობაში ბევრი რეფორმები გატარდა, რომელმაც დადებითი შედეგები გამოიღოო. თურქეთის უფლებათადამცველს არაფერი უთქვია იმის შესახებ, რომ თურქთის რესპუბლიკაში ტრეფიკინგის ფაქტები ხშირია და მით უმეტეს, ქართველებს ასეთი უმარავი ფაქტის მოყვანა შეგვიძლია.

სერბიელმა ნატაშა კანდიჩი მოდერატორის როლს ასრულებდა იმ დროს, როდესაც საუბარი ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობას ეხებოდა. ნატაშა კანდიჩმა თავის კომენტარში საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ითხოვა ყურადღების გამახვილება. პირველ რიგში უჩა ნანუაშვილს ამის შესახებ სიტყვა გადასცა. ჩვენს მიერ წარდგენილი ინფორმაცია იმაზე მეტად აღმაშფოთებელი აღმოჩნდა დამსწრეებისთვის, ვიდრე ბოსნიაში მომუშავე უფლებათა დამცველების მიერ მოყოლილ ფაქტები. 

უჩა ნანუაშვილის სიტყვა: ,,ეს არ იყო ჩვენი ომი ცხინვალის რეგიონში. ადამიანის უფლებათა ცენტრი უკანასკნელი წლების განმავლობაში ცდილობდა საერთაშორისო ორგანიზაციების და დასავლეთის სახელმწიფოთა წარმომადგენლების სისტემატიურ ინფორმირებას საქართველოში მოსალოდნელი ძალადობის ესკალაციის და საომარი მოქმედებების შესაძლო დაწყების შესახებ. ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები, ქვეყნის მილიტარიზაცია, ომის პროპაგანდა, კანონის უზენაესობის პრინციპების დარღვევა, ტოტალური განუკითხაობა და სამოქალაქო ინსტიტუტების მიზანმიმართული დაკნინება ქმნიდა სერიოზულ საფუძველს ქვეყანაში არაპროგნოზირებადი მდგომარეობის შესაქმნელად, რითაც გარეშე ძალები ისარგებლებდნენ. ადამიანის უფლებათა ცენტრი გმობს კონფლიქტის ძალისმიერი გადაჭრის მცდელობას, რასად ადგილი ჰქონდა 7-8 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან და მიიჩნევს, რომ ომის დაწყება ცხინვალის რეგიონში იყო ყველაზე დიდი და საბედისწერო შეცდომა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. მიუხედავად მრავალი პროვოკაციისა, ხელისუფლებას უნდა გამოენახა გზა ძალადობის ესკალაციის შესაჩერებლად და არ წამოგებულიყო რუსეთის მხრიდან მოწყობილ პროვოკაციაზე.

ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი ომი და მიგვაჩნია რომ ეს არ ყოფილა საქართველოს და ქართველი ხალხის ომი ოს ხალხთან, ეს იყო არა ჩვენი ომი, არამედ ხელისუფლებაში მყოფი მცირერიცხოვანი "ომის პარტიის" ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ქართველი და ოსი ხალხის წინააღმდეგ.

ამავე დროს ვგმობთ რუსულ აგრესიას და საქართველოს ოკუპაციას რუსეთის ფედერაციის ჯარების მიერ. მთელი მსოფლიო დღეს გაოგნებულია რუსეთის ჯარების მიერ სამოქალაქო მოსახლეობის დარბევის, მათი ქონების განადგურების და ვანდალიზმის აქტების შესახებ, რასაც ადგილი ჰქონდა უკანასკნელი დღეების განმავლობაში საქართველოში. რუსული აგრესიის მსხვერპლი ათასობით სამოქალაქო პირი გახდა. რუსეთი შუა საუკუნეების მეთიოდებით ცდილობს საქართველოს განადგურებას და დაუფარავად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში.

ცენტრი მოითხოვს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნას, რომელიც შეისწავლის ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარის მიერ. ჩვენ გვინდა სიმართლე, არა რევანში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ სინამდვილეში რა მოხდა, ვიცოდეთ არა მხოლოდ ის პროპაგანდა, რასაც ადგილი აქვს ყველა მხარეების მიერ.

ქართული საზოგადოება უნდა დაფიქრდეს იმ მიზეზებზე, რამაც ჩაგვაგდო ძალიან დიდ ორმოში, საიდანაც ამოსვლა უკვე ძალიან გვიჭირს.

ყველა მხარემ რუსეთმა, საქა-რთველომ, სამხრეთის ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ და ამე-რიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა აიღონ საკუთარი პასუხისმგებლობის წილი იმ შექმნილ სიტუაციაზე, რაც დღეს არსებობს საქართველოში.

მხოლოდ სიმართლე და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრა არის სტაბილური მშვიდობის დამყარების გზა საქართველოში და მთლიანად რეგიონში.~ (ციტატის დასასრული უჩა ნანუაშვილის გამოსვლიდან)."

უჩა ნანუაშვილის გამოსვლამ საკმაოდ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა შეხვედრიის მონაწილეებზე, ფაქტობრივად მთელი აქცენტი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე გამახვილდა. კითხვაზე თუ რა როლი აქვთ ასეთ შემთხვევაში საქართველოში მომუშავე ადამიანის უფლებათა დამცველებს, ამის შესახებ უჩა ნანუაშვილმა ჩემზე მიუთითა. ცოცხალი მაგალითია იმისა, თუ როგორ ხდება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან უფლებათადამცველების შევწროებაო. ჩვენ გავახმაურეთ ის დეტალები, თუ როგორ მიატოვეს ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ომის დღეებში და დღეს როგორ ხელს ითბობენ კონკრეტული ადამიანები უცხოეთის ქვეყნებიდან შემოტანილი Hჰუმანიტარული დახმარებებით.

ჩემი სიტყვა ,, მადლობა ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე მოწვევისთვის და მინდა ვთქვა, რომ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის და მისი ხელმძღვანელის ბატონ თომას ჰამერბერგის დამსახურებაა, დღეს რომ ბევრი ქართველი ადამიანი ცხინვალის იზოლატორიდან ტყვეობიდან და მძევლობიდან გაათავისუფლეს. როგორც ცნობილია, აღნიშნულ მოლაპარაკებებს თომას ჰამერბერგი ცხინვალის ხელისუფლებასთან 5 დღიანი ომის შემდეგ აწარმოებდა.

პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ბუფერული ზონის სოფლებში მუშაობა საკმაოდ რთულია და შეუძლებელიც კი. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის დროს მე და ჩემი ოთხი კოლეგა ოსმა მებრძოლებმა დაგვაყაჩაღეს და ხელცარიელი სოფელ ტყვიავიდან ფეხით წამოვედით, რითაც მუშაობის საშუალება მოგვესპო. გარდა ამისა, არიან გარკვეული კრიმინალური წარსულის ჯგუფები, რომლებსაც ხელფეხი აქვთ გახსნილი აღნიშნულ ტერიტორიაზე სამორიდიოროდ. ასეთი ჯგუფები უნდა ითქვას, რომ შერეულია. მორო-დიორებში ოს ადამიანებთან ერთად, ქართველი ადამიანებიც არიან. ბევრი მშვიდობიანი მოსახლე სწორედ ქართველების მიერ გაძარცვულ სახლებში ბრუნდება. აშკარა განსხვავებაა ოსი მოროდი-ორებისა და ქართველი მოროდ-იორების ნახელავს შორის.

მე ასევე მინდა ვთქვა, რომ თვითაღირებული ოსეთის ხელისუფლების მებრძოლების გარდა ჩვენ ძალიან გვიშლის ხელს მუშაობაში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები. განსკუთრებით ეს რეგიონებშია აშკარა. მე სწორედ იმ რეგიონში ვცხოვრობ და ვმუშაობ, სადაც ეს 5 დღიანი ომი გადავიტანეთ. რეგიონალური მთავრობა ყველაფერს ცდილობს, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლითY შეაჩეროს ჩვენი მცდელობა ჰუმანიტარული ტვირთების მონიტორინგთან დაკავშირებით. ევროპისა და დასავლეთის ქვეყნების მოსახლეობა თავადვე უნდა დაინტერესდეს იმით, თუ რაში იხარჯება მათ მიერ გაგზავნილი ფული საქართველოში. სწორედ ამის გამო პირადად მე არაერთხელ გავხდი მსხვერპლი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან თავდასხმისა. სხვათა შორის, ჩვენი რეგიონის გუბერნატორმა დიდი ხანი არ არის, რაც ერთ თვიანი სტაჟირება აქ, სტრასბურგში გაიარა. მე არ ვფიქრობ იმას რომ ის რასაც იგი ჩვენს რეგიონში აკეთებს, მან ეს ყველაფერი აქ, სტრასბურგში ისწავლა." (ციტატის დასასრული).

ამ სიტყვებმა დარბაზში სიცილი. მოდერატორმა ნატაშა კანდიჩმა მკითხა - ,,საბა, ის რაც ჯერ უჩამ მოჰყვა და შემდეგ შენს შესახებ მოვისმინე, ეს არის შოკი. უნდა იცოდე, რომ ესაა ჩვენი საქმე. კვლავ და კვლავ უნდა იბრძოლო და დარწმუნებული იყავი, რომ ამ ბრძოლას შედეგი ყოველთვის ექნება. მე მინდა დავსვა კითხვა - ჩვენ რა შეგვიძლია საბას შემთხვევაში გავაკეთოთ? ნატაშა კანდიჩს ვუთხარი, რომ ის ფაქტი, რომ მე დღეს ევროსაბჭოს შენობის ერთ-ერთ დარბაზში მიკროფონთან ვარ და ჩემს ქვეყანაში არსებულ და ასევე ჩემს მდგომარეობაზე ვსაუბრობ, ესეც ძალიან დიდი საქმეა. კიდევ ის, რომ საერთაშორისო უფლებათადამცველი ორგანიზაციები ერთმანეთის მხარდამხარ დგანან, ესეც დიდი ძალაა. მე დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების რეაქციის ძალიან ეშინიათ ჩემი ქვეყნის მაღალჩინოსნებს."



საბა წიწიკაშვილი
08.12.2009
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ქართლის ხმა”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Umm, are you ralley just giving this info out for nothing?
: 20
გორი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 29 °C + 30 °C
ღამით + 17 °C + 18 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.