მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
საარჩევნო ვნება, ანუ დაუჯერებელი ამბავი

 ჟურნალისტის დღიური

აბა ხელისუფლებაში მოსული ქართველი კაცი არჩევნებს წააგებდა?! წინასაარჩევნოდ მოიმარაგებდა ბევრ ფქვილს და შაქარს ელექტორატის მოსასყიდად, შეუდგებოდა კომისიაში მყოფ სხვა კანდიდატის კვოტით გათვალისწინებულ დამკვირვებელთა მოსყიდვას, ვისაც ვერ მოისყიდდა უშუალოდ არჩევნებზე `დაამუშავებდა", ჯერ დასცინებდა, მერე აგინებდა, შტურმით აიღებდა საარჩევნო ყუთს, დაუღალავად ირბენდა ურნიდან _ ურნაზე, ჩაყრიდა იმდენ ბიულეტენს, რომ სხვა უბნებზე თანამოძმეთა საქმესთვისაც ყოფილიყო საკმარისი, ან სულაც მეტი ყოფილიყო, რა მოხდა მერე...

ეჰ, ჩვენთან აბა ხელისუფლებაში მოსული გუნდი არჩევნებს წააგებდა?

... მიხვდებოდით _ იუშჩენკოსა და მისი გუნდის საარჩევნო მარცხი მაქვს მხედველობაში.

უკრაინაში გამართულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა მისი ქართული ანალოგი გამახსენა და გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ ძალიან დამწყვიტა გული. არა, არც იუშჩენკოს მარცხის, ან პირველივე ტურში საარჩევნო საქმის მოუგვარებლობის გამო მიგვრძნია გულისტკივილი. შევწუხდი იმ განსხვავებაზე, რომელიც უკრაინის არჩევნების ფონზე გამოჩნდა მათსა და ჩემს ქვეყანას შორის.

ვერ დავიჩემებ, თითქოს მთელი ამ საარჩევნო კამპანიის დროს საინფორმაციო საშუალებებს არ მოვცილებივარ და თითოეული კანდიდატის პროგრამას ან წინასაარჩევნო შეხვედრათა პერიპეტიებს ვეცნობოდი, მაგრამ სხვა თუ არაფერი ის მაინც ვიცოდი, რომ ხელახლა გასაპრეზიდენტებლად ვიქტორ იუშჩენკო ისევ იყრიდა კენჭს. იმავე დღეს, ე.წ ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნებისას დავეჭვდი, ნუთუ იუშჩენკომ მართალა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში?

გულწრფელად გამიკვირდა, მთავრობაში მყოფმა გუნდმა ისე როგორ უნდა წააგოს რომ სამეულშიც ვერ მოხვდეს-მეთქი? მოკლედ, შედეგების გამოქვეყნებისას უფრო სარწმუნოდ მივიჩნიე, ვარიანტი, თითქოს მთელი გასული დღეების მანძილზე არც კარგად ვხედავდი და არც მესმოდა, ვიდრე რომელიმე ქვეყანაში პრეზიდენტის არჩევნებში მარცხი და მით უფრო სამეულშიც ვერ მოხვედრა დამეჯერებინა. რა ვქნა, მე იმ `ბედნიერ~ ქვეყანაში ვცხოვრობ, სადაც ხელისუფლება შეუძლებელია არჩევნებში დამარცხდეს. მეტიც, ჩვენში საერთოდ წარმოუდგენელია მოქმედმა პრეზიდენტმა საბოლოო შედეგების მიხედვით მეოთხე, თუ მეხუთე ადგილი დაიკავოს.

ჩვენთან ხომ უკვე დიდი ხანია არსებობს ელექტორატი, რომელსაც მაგალითად მზეზე ფეხის დადგმას უფრო შესაძლებლად ჩათვლის, ვიდრე არჩევნების გზით, უმტკივნეულოდ ხელისუფლების შეცვლას.

ყველა მოქმედი ხელისუფლება კი შესაძლებლად თვლის ქვეყნისთვის ყველაფერი ძვირფასის დათმობას, ოღონდ ნუ დაათმობინებ იმ პრივილეგირებურ მდგომარეობას, რომელიც მოპოვებული აქვს.

დარწმუნებული ვარ ამათი უდიდესი უმრავლესობა უკრაინის მართლაც დემოკრატ პრეზიდენტს უკიდურესად სუსტ ადამიანად მიიჩნევს. აბა სხვაგვარად როგორ შესაფასებდენენ მის მარცხს არჩევნებში? საქართველოში ხომ გამყალბებელთა ცალკე კასტაა შექმნილი. მათთვის არჩევნების გაყალბება აღვირახსნილი ვნებაა და ორგაზმს ზედმეტი ბიულეტენების ჩაყრისას განიცდიან. ამ კასტას საქართველოში ხელისუფლებები ქმნიან და მერე ტკბებიან საკუთარი `შედევრებით~.

არ დაიჯეროთ, რომ არჩევნების გამართვა მხოლოდ ამ მართლაც უსუსურ ოპოზიციას უნდა ან მონატრებია. არ გამიკვირდება, რომ იგი უფრო მეტად სახელისუფლებო ვნების ნაწილი იყოს. აგერ ახლაც ხომ მოახლოვდა ადგილობრივი არჩევნები და ალბად ტანში სასიამოვნოდ ჰბრუძგლით!

ეს უცხოური საარჩევნო თავგადასავლებიც ზემოთაღნიშნული ვნების ნაწილია უდაოდ! ხომ არსებობენ მელომანები, რომლებიც მათი კერპებს ყველგან დაჰყვებიან, სადაც უნდა გამართოს კონცერტი, ან დაუპატიჟებელ მსუნაგ ადამიანზე რომ უთქვამთ ამის შიშით ჩანგალი ვერ გაჩხაკუნდება ჩვენს სახლშიო. ასეა ჩვენი საარჩვენო ვნებით შეპყრობილ ადამიანთა საქმე _ საარჩევნო ყუთს ლამის მთელს მსოფლიოში დასდევენ. დადიან ბელორუსში, უკრაინაში, შუა აზიის ქვეყნებში და ა.შ. ოღონდ რა შედეგს იმკიან საკითხავი აი ეს არსის. ცალსახაა, რომ უცხოეთში ნამდვილად ვერ გამოსდით კარგად ეს საქმე, უარესიც ხდება _ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს აფუჭებენ თავისი საქციელით.

შარდენი ამბობდა _ ქართველებს რომ შესაფერი პირობები ჰქონდეთ მრავალ დიდ ხელოვანსა და მეცნიერს მისცემდნენ კაცობრიობასო. სწორედ ჩვენი ბედუკუღმართი ცხოვრების შედეგია, რომ კაცობრიობას ბოლო ხანს ამდენ გამყალბებლებს ვაძლევთ. თუმცა უკრაინიდან კი ძალიან უკმაყოფილონი ჩამოვიდოდნენ ჩვენი წერილის გმირები, მაგრამ არაფერია, ახლა მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებზე მაინც დაიკმაყოფილებელ მოზღვავებულ საარჩევნო ვნებას!

ბოლოს ისევ უკრაინის პრეზიდენტზე ვთვქათ. იუშჩენკომ გვაჩვენა რომ ნამდვილი დემოკრატია და მერწმუნეთ მისი დრო მაინც მოვა უკრაინაში, იმიტომ, რომ იქ ამ ასპექტში ჩვენზე ბევრად წინ არიან.

... ვინატროთ ის დრო, როდესაც ჩვენი მოქმედი პრეზიდენტი (ვინც უნდა იყოს ის, რა მნიშვნელობა აქვს) არჩევნებში ისე აგებდეს, როგორც უკრაინის ხელისუფალმა წააგო.

ასეთი მარცხი მხოლოდ და მხოლოდ წინსვლის მაუწყებელი იქნება დროს ჩამორჩენილი საქართველოსთვის!



დაჩი ნაპირელი
24.01.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ქართლის ხმა”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: All things conisedred, this is a first class post
: That's really tihnikng out of the box. Thanks!
: No comlpanits on this end, simply a good piece.
: 20
: Very nice site!
: Hello! abdggdk interesting abdggdk site!
: Very nice site!
: Hello! eddabce interesting eddabce site!
: Very nice site!
: Hello! fcggefc interesting fcggefc site!
: wXMjhpd
: es saakashvilis demokratiia da ra ginda rom qna
გორი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 31 °C + 34 °C
ღამით + 20 °C + 19 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.