მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
`ბიძია ინვესტორის~ მოლოდინში

`ბიძია ინვესტორის~ მოლოდინში

თითქმის ორი ათეული წელი ხდება, რაც სოფელ ტინისხიდს ბუნებრივი აირისა და წყლის პრობლემა აქვს. სოფლის მოსახლეობას სასმელი წყალი გორიდან მოჰქონდა წლების მანძილზე, რადგან სოფელში არსებული ჭის წყალი დასალევად უვარგისია. თუმცა, ზოგს დღემდე სწორედ ამ წყლის გამოყენება უწევს.
რამდენიმე წლის წინ ტინისხიდში წყლის გამოყვანის საკითხი დადგა. ყველასთვის გაუგებარი მიზეზის გამო, სოფელი ორ ნაწილად გაჰყვეს. იქ, სადაც შედარებით ადვილად ამოდიოდა ჭის წყალი, წყლის გაყვანა საჭიროდ არ ჩათვალეს და მხოლოდ ეგრეთ წოდებულ, ზემოთა უბანში გაიყვანეს დასალევი წყალი, რომელიც დღის მანძილზე მხოლოდ ორმოციოდე წუთს მოედინება. თუმცა, მოსახლეობა ამითაც კმაყოფილია.
ამრიგად, სოფლის ძირითადი პრობლემებიდან ერთ-ერთი ნაწილობრივ `მოგვარებულად~ შეიძლება ჩაითვალოს, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ტინისხიდის მოსახლეობამ სოფლის დახმარების პროგრამით გამოყოფილი თანხების წყლის პრობლემის მოგვარებაზე დახარჯვა მოითხოვა.
დადგა დრო, მეორე პრობლემის მოგვარებისა და მთავარი სიძნელეებიც სწორედ აქ წამოიჭრა. დაახლოებით ორი წლის წინ საკმაოდ აქტიურად ალაპარაკდნენ სოფლის გაზიფიცირებაზე. ჭორის დონეზე ისიც გავრცელდა, რომ თითოეულ ოჯახს გაზის შეყვანა სახლში დაახლოებით 300 ლარი დაუჯდებოდა, თუმცა ამას ბუნებრივ აირს მონატრებული მოსახლეობა ხარჯად ნამდვილად არ თვლიდა. სოფლის ერთ ნაწილში კიდეც გაიყვანეს ბუნებრივი აირი და თითქოს ამ პრობლემის მოგვარებას ერთი შეხედვით წინ აღარაფერი ეღობებოდა, მაგრამ მოულოდნელად სოფლის გაზიფიცირება შეწყდა.
ამ საკითხთან დაკავშირებით `ხალხის გაზეთი~ დაინტერესებულ და პასუხისმგებელ პირებს გაესაუბრა.
ნათელა ედიშერაშვილი (სოფლის მცხოვრები): `კილომეტრზე ნაკლებია  დარჩენილი ჩვენს უბნამდე. ვერ ვიგებთ, რატომ ვერ მიიყვანეს ეს საქმე ბოლომდე. ყველას მივმართეთ, ვისთანაც ხმა მიგვიწვდებოდა, მაგრამ პასუხი მაინც არაა. გუბერნატორიც ამოვიდა და დაგვპირდა აუცილებლად მოგხედავთო, მაგრამ მერე ომი დაემთხვა და ჩვენთვის ვის ეცალა, როცა ამდენი ლტოლვილი იყო დასაბინავებელი. ჩვენც უხერხულად ჩავთვალეთ კიდევ შეწუხება. დრო გადის და არავინ ფიქრობს ამ საკითხზე. ისევ მივმართეთ თხოვნით პასუხისმგებელ პირებს, მაგრამ ისევ უარით გამოგვისტუმრეს.~
გია ანიაშვილი (სოფლის რწმუნებული): `სიმართლე გითხრათ, სოფლის გაზიფიცირება ჩემს დროს არ დაწყებულა და ამიტომ, ზუსტი ცნობები, რატომ შეწყდა გაზის გაყვანა დარჩენილ დაახლოებით 700 მეტრ ტერიტორიაზე, არ მაქვს. ვიცი, რომ ამ ეტაპზე ეს საკითხი მოუგვარებელია და ასევე დარჩება, შემოდგომამდე მაინც. სოფლის დახმარების პროგრამით გამოყოფილი 27 000 ლარი მოსახლეობის გადაწყვეტილებით სოფლის წყლით უზრუნველყოფას მოხმარდება. ამაზე უკვე დაწყებულია მუშაობა და ძალიან მალე შედეგსაც მივიღებთ. რაც შეეხება გაზს, სამწუხაროდ, ამისათვის ჯერჯერობით თანხები არაა გამოყოფილი.~
გივი ხუროშვილი(გორის ინფრასტრუქტურისა და კომუნალური სამსახურის უფროსი): `საქმე იმაშია, რომ ამ საკითხზე ჩვენ აღარ ვმუშაობთ. ტინისხიდის გაზიფიცირება გადაეცა კომპანია `იტერას~ და შესაბამისად, ის თუ რატომ არ გვარდება ეს პრობლემა სოფელში სწორედ მათ უნდა ჰკითხოთ.~
`ხალხის გაზეთი~ ამჯერად ს.ს. `გორი გაზის~ მთავარ ინჟინერს, გიორგი მარიამიძეს ესტუმრა, რომელმაც განაცხადა: `კომპანია `იტერა~ არ გახლავთ სამშენებლო ორგანიზაცია, ჩვენი მოვალეობაა ვიყიდოთ და გავყიდოთ გაზი. რაც შეეხება უგაზოდ დარჩენილი სოფლის ნაწილს, ის 700 მეტრზე გაცილებით მეტია, დაახლოებით ორ კილომეტრზეა ლაპარაკი. 700 მეტრზე ცოტა მეტი მხოლოდ ცენტრალურ გზაზეა გასაყვანი, ამის გარდა დაქსელვაც გახდება საჭირო. ხარჯები დავითვალეთ და სულ დაახლოებით 106 000 ლარი გამოვიდა. წერილიც გავუგზავნე ენერგეტიკის სამინისტროს ამის თაობაზე. გამოსავალი ისაა, რომ უნდა გამოჩნდეს ინვესტორი, გაიმართოს ტენდერი და ვინმემ დააფინანსოს სოფლის სრული გაზიფიცირება.~
როგორც ჩანს, ტინისხიდის მოსახლეობას ნამდვილად არ უმართლებს. ჯერ აბსურდული მიზეზის გამო, ნახევარ სოფელში მოხდა წყლის გაყვანა, შემდეგ იგივე დაემართა გაზს. ასე რომ, ძვირფასო ტინისხიდელებო, თუ  გავითვალისწინებთ, რომ კეთილი `ბიძია ინვესტორის~ მოლოდინში ლამის თხუთმეტ წელზე მეტი უკვე გავიდა, ისღა დაგვრჩენია, მომავალი წლისთვის შეშის მომარაგებას აქედანვე შევუდგეთ, თორემ შემდეგ, შეიძლება გაირკვეს, რომ შეშით სარგებლობის უფლებაც მხოლოდ სოფლის ნახევარს აქვს.
მაკა კოჭლამაზაშვილი


მაკა კოჭლამაზაშვილი
11.02.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: ”ხალხის გაზეთი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: VXyOeYkp
: kAzmNd
: Very nice site!
: Hello! ceeefff interesting ceeefff site!
გორი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 24 °C + 29 °C
ღამით + 17 °C + 15 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.