მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
შოთა მარქარაშვილის ხსოვნის ტურნირი

შოთა მარქარაშვილის ხსოვნის ტურნირი

მიმდინარე წელს კასპის #44 კომპლექსური სპორტული სკოლის საჭიდაო დარბაზში გაიმართა უდროოდ და ტრაგიკულად დაღუპული კასპელი სპორტსმენის, პერსპექტიული მოჭიდავის შოთა მარქარაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში 1993-95 და 1996-98 წლებში დაბადებულთა შორის. ხსოვნის ტურნირში, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებისა (დირექტორი შოთა გოგიაშვილი) და ზემოთ აღნიშნული სპორტული სკოლის (დირექტორი ჯუმბერ სიდამონიძე) ინიციატივითა და ორგანიზებით მოეწყო, მონაწილეობდნენ კასპის, ქარელის, მცხეთის, თერჯოლის, ბოლნისის რაიონებისა და ქ. თბილისის ჭიდაობის კლუბების ნორჩი მოჭიდავენი. უმცროს ასაკობრივ ჯგუფში (1996-98 წ.წ.) შეჯიბრება 8 წონით კატეგორიაში ჩატარდა (26,29,32,53,38,42,50,50+კგ.) შესაბამისად ტურნირის ჩემპიონები გახდნენ: დავით ხუციშვილი (კასპი), აგილა მაჰმადოღლი (ქარელი), გონერი მურღულიანი (ბოლნისი), სიმონ ოსკანიანი (ქარელი), გიორგი დემეტრაშვილი (კასპი), თორნიკე ლაზურაშვილი (კასპი), გიორგი ყაზარაშვილი (კასპი), ბადრი ბერიაშვილი (კასპი); მეორე ადგილი დაიკავეს: ვასილ წამალაშვილმა (კასპი), ელშად ლიპტალოღლიმ (ქარელი), დანიელ მარქარაშვილმა (კასპი), აგილ მამედოღლიმ (ქარელი) ტარიელ მიდელაშვილმა (კასპი), ივანე ბაირამოვმა (ქარელი), ჯანგირ ახმედოვმა (ქარელი), ბადრი ბერიაშვილმა (კასპი); მესამე ადგილს დაეუფლნენ: გაგა ვარდოსანიძე (თერჯოლა), ჰაბიბ მამედოღლი (ქარელი), ოსმან ასკაროვი (ქარელი), ემილ სოინოღლი (ქარელი), რუსლან ხალნაროვი (ქარელი), ომარ ჭუმბურიძე (თერჯოლა), თორნიკე ილურიძე (კასპი), ანა კულდონაშვილი (ბოლნისი. ეს ერთადერთი გოგონა იყო ტურნირის მონაწილეთა შორის. იგი ყოველ შეჯიბრებაზე წარმატებას აღწევს თანატოლ ვაჟებთან ბრძოლაში. პარადოქსია, მაგრამ ეს ნამდვილად ასეა! კ.კ.), ელვარ ნაბიოღლი (ქარელი), ვაჟა ილურიძე (კასპი), ახმედ ახმედოვი (ქარელი), სერგო მარგიევი (ქარელი), შაქრო ხამაშურიძე (თერჯოლა), ზურა ურთაშვილი (მცხეთა), ნიკა ბუღულაშვილი (კასპი), ალიკ აჩანოღლი (ქარელი). უფროს ასაკობრივ ჯგუფში სულ 6 წონით კატეგორიაში შეერკინენ მოჭიდავენი ერთმანეთს: 42 კგ. წონით კატეგორიაში პირველი იყო ალი მაჰმადოღლი (ქარელი), მეორე _ შალვა მაკარიძე (თბილისი). 50 კგ-ში _ პირველ ადგილს დაეუფლა ნიკა ტატუაშვილი (თბილისი); მეორეს _ ნიფტალ ნიფტალოღლი (ქარელი); მესამეს _ ზურაბ მარიამიძე (კასპი), სულტან გულიევი (ქარელი). 54 კგ-ში სულ ორმა მოჭიდავემ იასპარეზა: კასპელმა ვანიკო გაბოძემ და თბილისელმა ლევან სიბაშვილმა. ვანიკომ და ლევანმა დაძაბული სპორტული ჟინით იასპარეზეს, რის შემდეგაც გამარჯვება ვანიკოს დარჩა. აღნიშნული ორთაბრძოლის მხილველ უამრავ მაყურებელს თუ ვკითხავთ, ამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე მათ პოტენციურ მოწინააღმდეგეებს ნამდვილად არ დაეყრებოდათ კარგი დღე! 58 და 69 კგ. წონით კატეგორიაში საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლაში 6 კასპელი და თითო ქარელელი და მცხეთელი მონაწილეობდნენ. პირველ კატეგორიაში ალეკო გამხიტაშვილი გახდა ჩემპიონი, `ვერცხლს~ კახა ზანგური (ორივე კასპი) დასჯერდა, ხოლო მესამე ადგილი ისევ კასპელმა ილია წიკლაურმა და ქარელელმა ემილ ასკაროვმა გაიყვეს. მეორე (69 კგ) წონით კატეგორიაში კასპელმა ლაშა ბუნტურმა სულ `სუფთაზე~ იასპარეზა და დამსახურებულად გახდა პირველი ადგილის მფლობელი; მეორე ადგილი დაისაკუთრა მცხეთელმა თორნიკე როსტიაშვილმა, კასპელმა შოთა კაიშაურმა და გიგა თაგვიაშვილმა კი `ბრინჯაო~ გაინაღდეს. შეჯიბრების დასასრულს კასპელმა ლაშა გზირიშვილმა 85+ წონით კატეგორიაში წმინდად მოუგო თბილისელ ლონგო ლასურაშვილს. ამრიგად, თუ გუნდების მიერ მოპოვებული საერთო შედეგებით ვიმსჯელებთ (თუმცა შეჯიბრება გუნდური არ ყოფილა), კასპელ მოჭიდავეთა წარმატება უდავოა (9 პირველი, 4 მეორე და 7 მესამე ადგილი), რაშიც დიდი წვლილი მიუღძვით კასპის #44 კომპლექსური სასპორტო სკოლის თავისუფალი ჭიდაობის სექციის უფროს მწრთვნელს ალექსანდრე ხუციშვილს, მწრთვნელებს: ზელიმხან ილურიძეს, ძმებს თემურ და გოჩა გაბოძეებს, მერაბ ბუნტურს. უთუოდ დასაფასებელია ქარელელი მწრთვნელის თემურ ახმედოვის ღვაწლიც: მისმა აღსაზრდელებმა ტურნირზე 18 მედალი (3 ოქრო, 5 ვერცხლი და 10 ბრინჯაო) მოიპოვეს, რითაც ოდნავ ჩამორჩნენ კასპელებს. შედარებით მოკრძალებული შედეგები აჩვენეს: თბილისელებმა _ 1 პირველი, 3 მეორე ადგილი (თუმცა, მათ მხოლოდ უფროს ასაკობრივ ჯგუფში მიიღეს მონაწილეობა); ბოლნისელებმა _ 1 პირველი, 1 მესამე; მცხეთელებმა _ 1 მეორე, 1 მესამე; თერჯოლელებმა _ 3 მესამე. ტურნირი, რომელიც საოცრად კორექტულად და ორგანიზებულად ჩატარდა (ამის შესახებ `ხალხის გაზეთთან~ საუბარში განაცხადეს თბილისელმა მშობლებმაც _ გულნარა მაკარიძემ და იზა ტატუაშვილმა), უფრო ლამაზი და საინტერესო იქნებოდა, თუ მასზე მოწვეული `მეზობლები~ _ გორელი და ხაშურელი მოჭიდავეები კასპელებს არ `დააღალატებდნენ…~ ტურნირზე საპრიზო ადგილებზე გასული მოჭიდავეები დაჯილდოვდნენ შესაბამისი ხარისხის მედლებითა და სიგელებით. შეჯიბრებას ესწრებოდნენ კასპის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ირაკლი ნონიკაშვილი; ამავე სამსახურის სპორტის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი შოთა გოგიაშვილი, სამსახურის სპეციალისტი სპორტის დარგში გოდერძე მარიდაშვილი, #44 სასპორტო სკოლის დირექტორი ჯუმბერ სიდამონიძე, კასპის მუნიციპალიტეტის თავისუფალი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი უშანგი მოსიაშვილი.

კახა კახიშვილი

 


კახა კახიშვილი
18.04.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: ”ხალხის გაზეთი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: You've maanged a first class post
: The ability to think like that is alwyas a joy to behold
: 20
: Son of a gun, this is so heplufl!
: ZsKPjDy
: Hello! fedkbfd interesting fedkbfd site!
: Very nice site!
: Hello! gkecdde interesting gkecdde site!
: Very nice site!
: Hello! cedadef interesting cedadef site!
: Very nice site!
: Hello! ebcgecc interesting ebcgecc site!
გორი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 20 °C + 24 °C
ღამით + 10 °C + 12 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.