მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ხელით შექმნილი ცოცხალი თოჯინები

თვითნასწავლი მხატვარი  და ეხლა უკვე მეთოჯინე ნაირა გოგინაშვილი წლებია ხატავს. მისი ბოლო გატაცება მეთოჯინეობაა და იგი ბუნებრივი ნედლეულით ქმნის თოჯინებს, როგორც პატარებისთვის ისე დიდებისთვის.

ნაირა პროფესიით მათემატიკოსია, თუმცა ადრეულ ასაკში შექმნილმა ოჯახმა და მრავალშვილიანმა დედობამ საშუალება არ მისცა პროფესიით დაკავებულიყო. ობლობაში გაზდრდილმა ნიჭიერმა გოგონამ ჯერ კიდევ ბავშვობიდან დაიმსახურა პედაგოგების ყურადღება. იყო სხვადასხვა ტურნირის გამარჯვებული და წარმატებული მოსწავლე

ნაირა დღეს 57 წლისაა. ხელოვანს 4 შვილი და 8 შვილიშვილი ჰყავს. მისი ახალი გატაცების ინსპირაციაც სწორედ მისი შვილიშვილებია, რომელთათვისაც დაიწყო პირველად თოჯინების კეთება. პატარებისთვის ბებიამ ნატურალური ნედლეულით, ანტი-ალერგიული სათამაშოების დამზადება დაიწყო.

"90-იანებში, როდესაც რთული პერიოდი ჰქონდა ყველას, ჩემი ნავსაყუდელი ხატვა აღმოჩნდა. წლების შემდეგ კი , როდესაც ერთდროულად რამოდენიმე სირთულის გადატანა მომიწია და თან პატარების აღზრდაშიც აქრიურად ვიყავი ჩართული ისევ ხელოვნებაში ვიპოვე სიმშვიდე და ამ ჯერზე თოჯინების კეთება დავიწყე. ქსოვით ადრეული ასაკიდან ვქსოვდი, მაგრამ ჩემი გატაცება, თუ ბიზნესის სახეს მიიღებდა ნაკლებად ვფიქრობდი. თან ეს თოჯინები უკვე მეტია ვიდრე ქსოვა, ან სათამაშოები." განაცხადა მეთოჯინე ქალბატონმა.

თითოეული თოჯინის კეთებას ხელოვანი 2-3 დღე ანდომებს. "იდეის გაცოცხლება არაა ხანგრძლივი პროცესი. ჯერ იდეის ჩამოყალიბება, ხასიათისა და განწყობის მიცემაა საჭირო, შემდეგ კი როდესაც თოჯინას ხასიათი აქვს იგი ცოცხლდება კიდეც".- ამბობს მეთოჯინე.

თოჯინების ფასი 20-100 ლარის ფასებში მერყეობს.  შეკვეთა შესაძლებელია შემდეგი გვერიდიდან: https://www.facebook.com/%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%99%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-137899866662361/



09.12.2017
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

გორი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 29 °C + 29 °C
ღამით + 18 °C + 18 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.