მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
კრების შესახებ გამოკითხული რესპონდენტებიდან არავინ იცოდა

კრების შესახებ გამოკითხული რესპონდენტებიდან არავინ იცოდა

2010 წლის სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში უკვე დაიწყო სამუშაოები. `ხალხის გაზეთმა~ მიმდინარე სამუშაოების დათვალიერება და მონიტორინგის ჩატარება სოფელ ტინისხიდში დაგეგმა.
სასმელი წყლით უზრუნველყოფის სამუშაოების პირველი ეტაპი 2009 წელს დასრულდა, ამჟამად კი მეორე ეტაპი მიმდინარეობს და როგორც ტინისხიდის მოსახლეობა იმედოვნებს, სასმელი წყლის პრობლემა დაახლოებით ერთ კვირაში მოგვარდება, სარწყავი წყლის პრობლემა კი ჯერ კიდევ არსებობს. ამ დროისთვის სოფელში ბუნებრივი აირის მაგისტრალიც გაყავთ. როგორც სოფლის მოსახლეობა ამბობს, რაც კომუნისტები `გადაშენდნენ,~ ბუნებრივი აირი მას შემდეგ შეუწყდათ.
სოფელის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ყველა სოფელში უნდა ჩატარებულიყო მოსახლეობის კრება, რომელზეც ადგილობრივი მაცხოვრებლები დაასახელებდნენ პრობლემებს და შეარჩევდნენ პრიორიტეტებს. ასეთი კრებების შესახებ ჩვენ მიერ გამოკითხული რესპონდენტებიდან არავინ იცოდა.
აჩიკო: `სოფელში კრება ჩატარდა თუ არა, არ ვიცი. რაც შეეხება სასმელ წყალს, მხოლოდ ნახევარ სოფელს აქვს. სარწყავი წყალი კი საერთოდ არ არსებობს. თუ რამე კეთდება, მხოლოდ სოფლის ზემო უბნებში, ქვემო უბნებში კი არაფერი გაკეთებულა.~
ვალიკო ალიმბარაშვილი: `ზემო უბანში უფრო კეთდება რაღაც, ქვემო უბანში არც არაფერი გაკეთებულა, არც სასმელი წყალი გვაქვს, სარწყავი წყლის არხიც დამშრალია. სოფელში კრება ჩატარდა თუ არა, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში მე არაფერი გამიგია.~
ლუიზა ელიაშვილი: `გაზის მაგისტრალი კი გაიყვანეს, მაგრამ სახლში შეყვანა 300-400 ლარი ჯდება. რად მინდა მხოლოდ მილები რომ დამიკიდეს?! სარწყავი და სასმელი წყალი საერთოდ არ არის ამ სოფელში. მგონია, მხოლოდ ზემო უბანშია. კრება როგორც ვიცი ჩატარდა, მაგრამ მე არ დავსწრებივარ.~
ბეგლარ ბრეგვაძე: `სასაფლაოსკენ ვცხოვრობ. ამ უბანში წისქვილკომბინატიდან გრაფიკით მოგვეწოდება წყალი. ისე, მთლიანად სოფელში წყალი არასოდეს ყოფილა და მოსახლეობა ჭის წყლით სარგებლობს. სოფელში ჩატარებული კრების შესახებ არაფერი ვიცი.~
დათო ბერულაშვილი: `სოფელში კრება როგორც ვიცი, არ ჩატარებულა. ჩვენი რწმუნებული უბნებში დადიოდა და ხელმოწერებს აგროვებდა. გაზის მაგისტრალი გაიყვანეს, სასმელი წყლის მილებიც ჩაყარეს, თუმცა სარწყავი წყლის გამოყვანას თავი ვერ მოაბეს.~
სვეტა იორამაშვილი: `მხოლოდ საკრებულოს შენობის წინ რომ გაასუფთავეს და წყლის მილები ჩაყარეს, სხვა უბნებმა რა დააშავეს? წლების განმავლობაში არც წყალია, არც გაზია. ახლა კი ვითომ აკეთებენ რაღაცას, მაგრამ არ ვიცი, რა იქნება.~
ნაზი თევდორაშვილი: `იმის გარდა, რომ სოფელში წყალი და გაზი არ არის, საკანალიზაციო სისტემის პრობლემაც დგას.~
ლიანა სირანაშვილი: `რომ იტყვიან, ქალაქზე ვართ მიბმული, მაგრამ ჩვენ არაფერი გვაქვს. ზემოთ უბანში წისქვილკომბინატიდან მოგვეწოდება გრაფიკით წყალი და თვეში 4 ლარს ვიხდით. ქვემო უბანზე ლაპარაკი ზედმეტია.~
მარიამ ჯოჯიშვილი: `რაც აქ ვცხოვრობთ, სულ თხრიან და თხრიან. ხალხი უკვე დაიღალა. არჩევნებმაც ჩაიარა, რაღა უნდა გაგვიკეთონ?~
ციცო იორამაშვილი: `მოსახლეობის კრება ჩატარდა, მაგრამ მე არ დავსწრებივარ. უწყლობით ბაღები ვერ მოვრწყეთ და ვერც მოსავალი მოგვყავს. არც სასმელი წყალი გაგვაჩნია.~
ტუხო ანიაშვილი: `მოსახლეობა ჭებით სარგებლობს, რომლებიც ზაფხულობით შრება. თან ისეთი მარილიანი წყალია, როგორ ვსვამთ, არ ვიცი. შეგვპირდნენ, ერთ კვირაში მოგვიგვარდებოდა წყლის პრობლემა. დაველოდოთ, რა იქნება.~
მოსახლეობასთან გასაუბრების შემდეგ დავათვალიერეთ ბუნებრივი აირის მაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოები და ს/ს `გორიგაზის~ სამონტაჟო სამსახურის უფროსს, ვახტანგ სამადაშვილს გავესაუბრეთ:
`აღნიშნული სამუშაოები 21 მაისს დავიწყეთ და ივლისის ბოლოს დასრულდება. სოფელზე მთლიანად უნდა გავიდეს 3 კმ გაზის მილი. ამ დროისთვის კი 850 მეტრია გაყვანილი. სოფელი ორ ზონად არის გაყოფილი, ძველი და ახალი ტინისხიდი. გაზის მაგისტრალით დაქსელვა მოხდება ძირითად უბნებში,~ _ გვითხრა სამადაშვილმა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ტინისხიდის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ბესიკ ანიაშვილმა:
`სოფლის მოსახლეობასთან შესახვედრად კრება რომ მოვიწვიე, მხოლოდ 12-13 პიროვნება მოვიდა. მე ამით არ დავკმაყოფილდი და ჩემს სპეციალისტებთან ერთად უბნებში დავიარე. მოსახლეობამ პრიორიტეტად სასმელი წყალი და გაზიფიცირება დაასახელა. სასმელი წყლის გაყვანის პირველი ეტაპი 2009 წელს დასრულდა. მეორე ეტაპისთვის ხელმოწერები შევაგროვე და მუნიციპალიტეტში წარვადგინე. მოთხოვნა დაგვიკმაყოფილეს. დაიწყო იმ უბნების დაქსელვა, სადაც სასმელი წყალი საერთოდ არ იყო. ეს წყალი არც ჭაბურღილით იქნება და არც ვარიანიდან. წყალი პირდაპირ ქალაქის წყალმომარაგებიდან მოგვეწოდება. აღნიშნული სამუშაოები შპს `გიო~-ს მიერ სრულდება. უკვე ერთი თვეა რაც დაიწყო და დაახლოებით ერთ კვირაში დასრულდება. ამისთვის თანხის სახით გამოყოფილია 27100 ლარი. რაც შეეხება სარწყავ წყალს, პრობლემა თავად მოსახლეობიდან მოდის. ტინისხიდი ერთადერთი თემია, სადაც სარწყავი წყლისთვის თანხის გადახდა არ ხდება, რადგან საკუთარი არხი გვაქვს, რომელიც თედოწმინდიდან მოდის. არავის ბალანსზე არ არის. თვითონ მოსახლეობას ეზარება არხის გაწმენდა. ახლახანს ერთ-ერთმა პიროვნებამ მითხრა, შრომა-დღეები გამომიწერე და არხის გასაწმენდად წამოვალო. ამ ხალხს რატომღაც ჰგონია, რომ ამისთვის ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი თანხები და მე ვიდებ ჯიბეში. ვიღაცამ ისიც თქვა, მეტი საქმე არა მაქვს გიას (ბესიკი) გავუწმინდო სარწყავი არხიო. ტინისხიდში კი 2040 მ-ის სიგრძის მილები ჩაიყარა და ძირითადად ის უბნები დაიქსელა, სადაც წყალი საერთოდ არ იყო, თუმცა რამდენიმე უბანი მაინც დარჩა, მაგრამ ეს არაფერია, რადგან აღნიშნული თანხა არ აღმოჩნდა საკმარისი. თედოწმინდაში წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია. ორთაშენში წყლის პრობლემა გასული წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოგვარდა. რაც შეეხება გაზიფიცირების საკითხს, ეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით არ განხორციელებულა. მუნიციპალიტეტმა გაგვიწია თანადგომა, თბილისში მოიძია სპონსორი და ამ ეტაპზე სოფელში გაზის მაგისტრალს გავიყვანთ. ცოტა არ იყოს, პრობლემის წინაშე დავდექი, რადგან თედოწმინდის მოსახლეობამ უკმაყოფილება გამოთქვა. მითხრეს, ტინისხიდელი რომ ხარ, იმიტომ უზურნველყავიო. გაზიფიცირების საკითხი აგვისტოში დასრულდება.~
უნდა აღინიშნოს, რომ ანიაშვილმა ვერ გაიხსენა, ვინ გაუწია სპონსორობა ზემოთხსენებული სამუშაოების განხორცილებას.
`ხალხის გაზეთი~ კომენტარისთვის ტელეფონით დაუკავშირდა შპს `გიო~-ს დირექტორს ბონდო მარუაშვილს და ს/ს `გორიგაზის~ დირექტორს ელგუჯა ბერუაშვილს.
ბონდო მარუაშვილი: `წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელს მთლიანად ვერ მოიცავს, რადგან გამოყოფილი თანხა საკმარისი არ არის. ამიტომ მომავალ წელს დავასრულებთ ბოლომდე.~
ელგუჯა ბერუაშვილი: `ტინისხიდის თემის რწმუნებულმა მოგვმართა თხოვნით გაზიფიცირების საკითხზე. სპონსორი ს/ს `იტერა-საქართველოა.~ ტინისხიდის გაზიფიცირებას ჩვენი სახსრებით ვახდენთ.~
გივი ხუროშვილი, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი: `ტინისხიდისთვის 2010 წლის სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამით გამოიყო 27000 ლარი და ამ თანხით მოხდება სასმელი წყლის გაყვანა. პირველი ეტაპი შარშან დასრულდა. ამ ეტაპზე ხდება ცენტრალური გზის მარცხენა მხარის უბნების დაქსელვა. სოფელს წყალი ქალაქის წყალმომარაგების სადგურიდან მიეწოდება. ავაშენეთ ახალი სატუმბი სადგური, შეკეთდა ტინისხიდში არსებული რეზერვუარი და აქედან მოხდება წყლის გადანაწილება. ანალოგიურად მოხდა თედოწმინდაშიც. შეკეთდა საწნეო მაგისტრალი და დაიქსელა უბნები. ამ დროისთვის სამუშაოები უკვე დასრულებულია. ამისთვის გამოყოფილი იყო 13900 ლარი. სოფელ ორთაშენის მოსახლეობას 12000 ლარად სურს მინი-სტადიონის გაშენება და მიმდინარეობს ადგილის შერჩევა.~

თამუნა მოსიაშვილი

 


თამუნა მოსიაშვილი
26.06.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: ”ხალხის გაზეთი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Woot, I will cearitlny put this to good use!
: Geez, that's unbelivebale. Kudos and such.
: 20
: Good to see a tlaent at work. I can’t match that.
გორი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 20 °C + 24 °C
ღამით + 10 °C + 12 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.