მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
`სარწყავი წყალი ჩვენთვის მართლაც დიდი პრობლემაა. როცა ყველაზე მეტად გვჭირდება, ანუ გვალვების დროს, სწორედ მაშინ შრება არხი~
სარწყავი წყალი ჩვენთვის მართლაც დიდი პრობლემაა. როცა ყველაზე მეტად გვჭირდება, ანუ გვალვების დროს, სწორედ მაშინ შრება არხი~ ხალხის გაზეთი~ განაგრძობს 2010 წლის `სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის~ ფარგლემბში მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგს. ამჯერად ჩვენ სოფელ სკრას ვესტუმრეთ. პირველი, რაც ამ სოფელში შესულ სტუმარს თვალში ეცემა, ახალი მოპირკეთებული ცენტრალური გზა და `მარად მოჩუხჩუხე~ საუბნო წყლებია. `მარად მოჩუხჩუხე~ იმიტომ, რომ თითქმის ყველა ონკანი, რომელსაც ჩავუარე, ბოლომდე მოშვებული დამხვდა. თითქოს, საგანგებოდ ჩამოუვლია ვიღაცის `უხილავ ხელსო~. მხოლოდ ერთი ონკანი შევამჩნიე შორიდან, რომ დაკეტილი იყო და სანამ მივუახლოვდი მასთანაც მიირბინა პატარა გოგონამ და ბოლომდე მოუშვა. ეს ჩემთვის იმდენად უცნაური იყო, რომ მოგვიანებით ერთ ადგილობრივს ვკითხე, რა იყო მიზეზი იმისა, რომ საუბნო ონკანები მუდმივად მოშვებული იყო. ჩემდა `გასაოცრად~ აქ მისტიკა და მით უფრო, `უხილავი ხელი~ არაფერ შუაში არ აღმოჩნდა, `უბრალოდ, მათ ვისაც ახლოს აქვს ბაღი ონკანებთან, აქედან მორწყვა უადვილდებათ.~ - გამიმხილა მან. რაც შეეხება, `სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამას~, მოსახლეობის უმრავლესობა მასზე დადებითი აზრისაა, თუმცა დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით აზრი ორად იყოფა. თუ ერთნი კმაყოფილნი არიან და თვლიან, რომ ეს სამუშაოები დროული და აუცილებელი იყო, მეორენი მათ უსარგებლობაზე და სოფლის სხვა, უფრო მნიშვნელოვან პრობლემებზე საუბრობენ. გიორგი ლომიძე (სოფელ სკრის მკვიდრი):L`კრების შესახებ შევიტყვე, განცხადება იყო გამოკრული, მაგრამ მე ვერ დავესწარი, რადგან სოფელში არ ვიმყოფებოდი. როგორც ვიცი, კრებაზე მოსახლეობამ სოფლის პრობლემატურ საკითხებზე იმსჯელა და ბოლოს ხმათა უმრავლესობით გადაწყდა და დაიგეგმა სამუშაოები, რომელიც ჩვენს სოფელში უნდა ჩატარებულიყო. ისიც გავიგე, რომ აზრთა სხვადასხვაობა იყო, მაგრამ ეტაპობრივად ალბათ ყველაფერი გაკეთდება, ახლა კი, რაც კეთდება, იმითაც კმაყოფილი ვართ.~ პაატა კაკაშვილი: `კრებაზე დამსწრეთა შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც სარწყავი არხის გაწმენდა უნდოდათ გამოყოფილი თანხებით, მაგრამ იმაზე, რისი გაკეთებაც მოსახლეობას საკუთარი სახსრებით შეგვიძლია, ფული რატომ უნდა დავხარჯოთ? გვირჩევნია, ეს თანხა სოფლისთვის მართლაც საჭირო საქმეს მოვახმაროთ. ძალიან ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი სოფელი დღითი-დღე ლამაზდება. მას შემდეგ, რაც ცენტრალური გზა დაიგო და გარე განათება გაკეთდა, აქ შემოსულ სტუმარს თავი ქალაქში ჰგონია. ჩვენი გამგებელი ყველაფერს აკეთებს სოფლისთვის. როცა საქმეს სჭირდება, ხშირად თვითონაც ფიზიკურად მუშაობს, რათა საქმე დროულად გაკეთდეს.~ რობიკო მახარაშვილი: `ამ სოფელში ისეთი გამგებელია, ჩვენ ვინ გადაგვაწყვეტინებს, რა გავაკეთოთ გამოყოფილი თანხებით? კრება კი ჩატარდა, მაგრამ მაინც ის სამუშაოები დაიგეგმა, რომელიც გამგებელმა გადაწყვიტა. მოსახლეობის უმრავლესობას სარწყავი არხის გაწმენდა უნდოდა. არხი, რომლითაც ამჟამად ვიღებთ სარწყავ წყალს, გვალვის დროს შრება. არსებობს მისი ალტერნატივა, ურბნისი-სკრის არხის სახით, რომელიც სულ რაღაც 5 კილომეტრია და იმ შემთხვევაში, თუ მას გაწმენდენ, სარწყავ წყალს თავისუფლად მივიღებთ. ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო ამოსული და მეც გამიყოლეს არხის სანახავად. იმსჯელეს, აზომეს გეგმები, მაგრამ მერე სულ დაიკარგნენ. წელს `სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამით~ გარე განათების გაკეთება დაიგეგმა, შარშანაც ეს გააკეთეს. ჩვენ ჯერ სარწყავი წყალი გვიჭირს, რათა მოსავალი მოვიყვანოთ და კუჭი დავიკმაყოფილოთ. კოწია: `სარწყავი წყალი ჩვენთვის მართლაც დიდი პრობლემაა. როცა ყველაზე მეტად გვჭირდება, ანუ გვალვების დროს, სწორედ მაშინ შრება არხი. არხი, რომლითაც ახლა ვიღებთ სარწყავ წყალს, ქარელიდან მოდის და ჩვენამდე იმდენ ბაღებს რწყავენ, აქ ვეღარაფერი აღწევს.~
მიშა კაკაშვილი: `კრებას, რომელზეც სამუშაოები დაიგეგმა მე პირადად ვესწრებოდი. ჩვენი მთავარი პრობლემა სარწყავი წყალია. სასმელი წყალი გვაქვს, თანაც ძალიან კარგი. აქ მართლაც ბევრ რამ კეთდება და ძალიან ვამაყოფთ ჩვენი სოფლით. სარწყავი წყალიც რომ გვქონდეს, ჩვენს სოფელს გორის რაიონში სოფელი ვერ შეედრება.~ მამუკა: `კრებას დავესწარი და მასზე გარე განათების გაკეთება და საუბნო გზების მოხრეშვა დაიგეგმა. მართალია, ჩემი სახლის წინ გზა ვერ მოიხრეშა, მაგრამ მაინც ძალიან კმაყოფილი ვართ ჩატარებული სამუშაოებით. ეტაპობრივად ალბათ ყველაფერს ეშველება. კრებაზე მეორე პრობლემად სარწყავი არხის გაწმენდა დასახელდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ამ არხით სარგებლობა მხოლოდ 3-4 მოსახლეს შეუძლია, ამხელა თანხების მასზე დახარჯვა არ ღირს.~ ნათია: `ამ პროგრამის ფარგლებში, როგორც ვიცი, გზები მოიხრეშა და ძალიან კმაყოფილები ვართ, მაგრამ მოხრეშვის ნაცვლად, თუ ცემენტს დააგებდნენ, უფრო გაგვახარებდნენ. მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ სკრის საკრებულოს მივაშურე, სადაც ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს თევდორე ხოსრუაშვილს უნდა შევხვედროდი, რომელმაც სამწუხაროდ სულ რამდენიმე წუთით გამასწრო და ჩვენს შეკითხვებს მის ნაცვლად ტერიტორიული ორგანოს უფროსმა სპეციალისტმა მაგული მამუკაშვილმა უპასუხა. მაგული მამუკაშვილი: `სკრაში მოსახლეობამ კრებაზე შიდა საუბნო გზების მოხრეშვა და განათების გაკეთება გადაწყვიტა. შარშან გამოყოფილი 8 000 ლარით გარე განათების ნაწილი გაკეთდა, ძირითადად ცენტრალურ გზაზე, წელს კი მოსახლეობამ შიდა უბნების განათება მოითხოვა. ამ ეტაპზე განხორციელდა მხოლოდ შიდა საუბნო გზების მოპირკეთება და მხოლოდ ერთ ქუჩაზეა დაუმთავრებელი სამუშაოები. განათებაზე მუშაობა ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ დღეს დაგვიკავშირდნენ და ალბათ ამოვლენ იმ კომპანიის წაროდგენლები რომელიც ამ სამუშაოებს ჩაატარებს, დაითვლიან ხარჯებს და უახლოეს დღეებში შეუდგებიან მუშაობას. რაც შეეხება სარწყავ წყალს, მასზე დავწერეთ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში პროექტები. რაც შეეხება დანარჩენ სოფლებს, ახალხიზაზე შარშან 4 700 ლარი იყო გამოყოფილი, რიეთზე კი 4 500 ლარი. მართალია, ეს თანხები იყო ძალიან მცირე, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ მათი გაერთიანება და სასმელი წყლის სისტემის გაკეთება. მოგეხსენებათ, ჩვენ ვერ ვწყვეტთ, რომელი კომპანია ჩაატარებს სამუშაოებს. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ გააკეთა მხოლოდ მაგისტრალი, სათავე კი ისევ ცუდ მდგომარეობაში იყო, რადგან თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა. იქიდან გამომდინარე, რომ მაგისტრალი არ იყო კაპიტალურად გაკეთებული, წყალდიდობაისას წყალმა წაიღო და თავიდან გასაკეთებელი გაგვიხდა, მაგრამ გორის მუნიციპალიტეტმა გამოყო დამატებითი თანხები, როგორც სტიქიური უბედურების ადგილზე და ამჯერად მაგისტრალი კაპიტალურად გააკეთეს. რაც შეეხება თანხებს, რომელიც წელს ამ სოფლებზე გამოიყო, ისევ გავაერთიანეთ და ორივე სოფლის სასმელი წყლის სათავე ნაგებობები გავაკეთეთ. ამჟამად წყლის მარაგი იმდენად დიდია, რომ თუ გამოჩნდება რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც გამოყოფს შესაბამის თანხებს, ამ სოფლების სარწყავი წყლით მომარაგებასაც კი შევძლებთ. კოშკებში სასმელი წყლის სისტემა გაკეთდა. დიდ გორიჯვარში რიტუალების სახლისთვის უნდა შევიძინოთ ჭურჭელი და მაგიდები, ხოლო რაც შეეხება პატარა გორიჯვარს, აქ გზების მოხრეშვა და ავტობუსის მოსაცდელის გაკეთება იგეგმება. `ხალხის გაზეთმა~ გორის მუნიციპალიტეტიდან გამოითხოვა დაწვრილებითი ინფორმაცია სკრის თემში შემავალი სოფლების შესახებ, თუ რა სამუშაოებია დაგეგმილი, რომელი ორგანიზაციები ახორციელებენ სამუშაოებს და რა თანხებია გამოყოფილი. ინფორმაცია კანონით დადგენილ ვადებში ვერ მივიღეთ და გაგვიმარტეს, რომ იგი ძნელად მოსაძიებელია და როდესაც მოიპოვებენ, თვითონ დაგვიკავშირდებიან. აღნიშნული ინფორმაციის მიღებისთანავე `ხალხის გაზეთი~ დაუბრუნდება თემას და მოამზადებს შესაბამის მასალას. მაკა კოჭლამაზაშვილი
მაკა კოჭლამაზაშვილი
20.07.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: ”ხალხის გაზეთი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Territorial evaluation has got the result of penalizing QuotesChimp due to in the place where they reside. In addition, it has got the regular aftereffect of earning insurance unaffordable to several of the weakest people of the state, individuals who reside and operate in internal towns. Regulations needs to be handed mandating price-establising centered more about fuel consumption rate powered, the personal policy-holder's driving report, and years of driving expertise as well as not as up on home. &, to remove these inequities #3 4; #3 4 Great motorist&; price reductions as high as twenty per cent also needs to be required for legal reasons. This may become a reason to motorists to follow traffic regulations, which might possess the favorable side effect of preserving lifestyles and decreasing injuries.
: I'm impressed you that bestlifeinsurpolicy.com life insurance online quotes like levitra heliomeds.com low cost health insurance quotes no names utah comparehealthinsur.com affordable health inusrance should of think something
: I like to party, not look artclies up online. You made it happen.
: 20
გორი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 15 °C + 16 °C
ღამით + 4 °C + 5 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.