მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
შეხვედრა უნივერსიტეტში

შეხვედრა უნივერსიტეტში

 გორის უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც გორელი სტუდენტები, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორი მალხაზ მაცაბერიძე ესწრებოდნენ. შეხვედრის თემა კონფლიქტური სიტუაციები და ამ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობა გახლდათ. პოლიტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორის მალხაზ მაცაბერიძის თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში სტუდენტი-ახალგაზრდების მიერ შეტანილი მცირედი წვლილიც კი წინ გადადგმული ნაბიჯია და ამ საკითხით განსაკუთრებით დევნილი ახალგაზრდები ინტერესდებიან. შეხვედრაზე მყოფი ბაკალავრების და მაგისტრანტების უმრავლესობა სწორედ დევნილი იყო და მათი დაინტერესება კონფლიქტური საკითხებით, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დიდია.
- დღეს არსებული ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი საკმაოდ აქტუალურია და ჩვენი კვლევის და ინტერესის საგანია. სტუდენტებს ამ საკითხზე სტრატეგია, სამოქმედო გეგმა აქვთ შემუშავებული და ცდილობენ ინფორმაციულობის მხრივ საკუთარი წვლილი შეიტანონ აღნიშნული საკითხის მოგვარებაში – განაცხადა პროფესორმა საუბრის დასაწყისში.
შეხვედრას დიალოგის ფორმა ჰქონდა და განიხილებოდა წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებული დეტალები, სამოქმედო გეგმის შინაარსი და სამომავლო შედეგები.
შეხვედრის თემა ,,ჩართულობა თანამშრომლობის გზით”- სახელმწიფო სტრატეგიაა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, ის გამოხატავს ურყევ გადაწყვეტილებას, მიაღწიოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სრულ დეოკუპაციას. ჩართულობის პოლიტიკის მიზანია მშვიდობიანი გზით მოახდინოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და მოსახლეობის რეინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციურ სივრცეში.
,,ჩართულობა თანამშრომლობის გზით” – ითვალისწინებს ახალ მიდგომას ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, რომელიც გულისხმობს, ერთმანეთისგან გამყოფი ხაზებით განცალკევებულ თემებს შორის ეკონომიკური ურთიერთობის ხელშეწყობას, ისეთი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას და განვითარებას, რომელიც შესაძლებელს გახდის ოკუპირებულ ტერიტორიებსა და დანარჩენ საქართველოს შორის მიმოსვლას, სტრატეგიის ავტორები ასევე ითვალისწინებენ რა ომის შედეგად დაზარალებული ადამიანების მდგომარეობას, აუცილებლად მიაჩნიათ მათი ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესება.
2010 წელს მიღებულ იქნა სამოქმედო გეგმაც, რომელშიც კონკრეტულად და დეტალურადაა ჩამოყალიბებული სტრატეგიის რეალიზებისათვის საჭირო მექანიზმები~ – აღნიშნულია ბროშურაში, რომელიც შეხვედრაზე ჯავახიშვილის სტუდენტებმა გადასცეს გორის უნივერსიტეტს.
ლევან თორია (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი): ,,დევნილი სტუდენტების ჩართულობა კონფლიქტების მოგვარების საკითხში, ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ მათი დიდი ნაწილი ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობდა და მათი მხრიდან ამ საკითხით დაინტერესება განსაკუთრებულია. მათ უფრო მეტად სტკივათ და უფრო მეტად მოინდომებენ ამ საკითხის გადაწყვეტას, ეცდებიან მიღწეულ იქნას კონსესუსი, მოხდეს შერიგება და ბოლოსდაბოლოს დასრულდეს ეს გაუთავებელი კონფლიქტი. აფხაზურმა და ქართულმა მხარემ კარგად იცის, რომ ამ კონფლიქტის მიზეზი მესამე ძალა, რუსეთია და იმედი მაქვს ეს პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება. რაც შეეხება სტრატეგიას, მე მას ვუყურებ ჩემეული ხედვით, არ მგონია, რომ ამ სტრატეგიაში წარმოდგენილი გეგმები და მიზნები განხორციელებადი იყოს დღეს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. მე ამას ვუყურებ საშუალებას ჩვენთვის და დევნილებისათვის, ვესაუბროთ აფხაზებსა და ოსებს, ამიტომ ფრიად მნიშვნელოვანია ეს სტრატეგია მოისმინოს უფრო მეტმა ადამიანმა, რათა შემდეგ თუ მოხერხდა და მჯერა, რომ აუცილებლად მოხერხდება შეხვედრები, ეს სტრატეგია სამომავლოდ გათვალისწინებულ იქნეს.”
მალხაზ მაცაბერიძე (პოლიტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი): ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკის მიმართულებით ბევრი სტუდენტი სწავლობს, როგორც ბაკალავრიატში, ასევე მაგისტრატურაში, ამ სტუდენტების საკმაოდ დიდი რაოდენობა არის დევნილი აფხაზეთის რეგიონიდან. მათთვის ეს კონფლიქტები, მისი მოწესრიგების გზები არამარტო თეორიული, არამედ პრაქტიკული ინტერესის საგანს წარმოადგენს. ისინი დიდი ინტერესით ეცნობიან ამ მხრივ არსებულ ვითარებას, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ სტრატეგიას, სამოქმედო გეგმას, იკვლევენ მას, რამდენად რეალიზებადია დოკუმენტებში ჩამოყალიბებული კონკრეტული დებულებები, აქვთ თავიანთი ხედვები ამასთან დაკავშირებით და თვითონვე ჩათვალეს საჭიროდ, არამარტო თბილისში ჩატარებულიყო კონფერენცია, არამედ ზუგდიდსა და გორშიც შემდგარიყო შეხვედრები და დასახულიყო გეგმები. მე ვფიქრობ, რომ გორის უნივერსიტეტში, სადაც შექმნილია ახალი სამაგისტრო პროგრამა პოლიტიკურ მეცნიერებაში, ამის შესაძლებლობა ნამდვილად არის. ეს დღევანდელმა შეხვედრამაც აჩვენა. ახალგაზრდებმა გაიცნეს ერთმანეთი, იყო კამათი გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ახალგაზრდები გაიცნობენ ერთმანეთს კარგად და ითანამშრომლებენ. რამდენად რეალიზებადია ამ სტრატეგიის ცალკეული მიმართულებანი, ამას დრო გვიჩვენებს და ასევე შესაძლებელია მასში კორექტივების შეტანაც. ის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს ადრე თუ გვიან, არავითარ ეჭვს არ იწვევს. ამ ახალგაზრდების დაინტერესება და მუშაობაც სწორედ ამ პროცესის ხელისშეწყობას ემსახურება.”
2010 წლის 9 ივნისს სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის პროგრამა ,,ჩართულობა თანამშრომლობის გზით” – საზელმწიფო სტრატეგია აფხაზეთთან  და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით, რეალიზების პერსპექტივები, შემდეგ საკითხებს მოიცავს: კანონი ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში – ახალი სტრატეგიის შემუშავება. სტრატეგია როგორც ,,მტრის ხატის” დანგრევის გზა. ნათესაური კავშირები – სახალხო დიპლომატიის საფუძველი. ,,ჩართულობა თანამშრომლობის გზით”: განხორციელების პრობლემები და პერსპექტივა. სოხუმისა და ცხინვალის არსებული ხელოსუფლებების დამოკიდებულება სახელმწიფო სტრატეგიისადმი. ქართულ-აფხაზური ახალგაზრდული დიალოგი: არსებული სიტუაცია და პერსპექტივები. ,,ჩართულობა თანამშრომლობის გზით”: აფხაზური ხედვა. როგორ დავძლიოთ კონფლიქტი (ჩრდ. ირლანდიის მაგალითი) აღნიშნული თემების ავტორები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ასევე იურიდიულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები არიან.

  ლიკა შამუგია


ლიკა შამუგია
22.07.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: ”ხალხის გაზეთი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: If I were a Teenage Mutant Ninja Turtle, now I'd say "Kouabwnga, dude!"
: Whoa, thngis just got a whole lot easier.
: This was so helpful and easy! Do you have any atricels on rehab?
: 20
გორი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 32 °C + 31 °C
ღამით + 22 °C + 21 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.