მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
მუშაობენ თუ არა თავისი პროფესიით გორელები?!

მუშაობენ თუ არა თავისი პროფესიით გორელები?!

`ხალხის გაზეთი~_საქართველოში (და არა მარტო საქართველოში) უმუშევრობა რომ ყველაზე დიდი პრობლემაა, ეს ყველასთვის ცნობილია. იშვიათად შეხვდებით ადამიანს, რომელიც თავისი პროფესიით მუშაობს და კმაყოფილია შემოსავლით. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა სხვადასხვა საქმითაა დაკავებული, რომ როგორმე `თავი გაიტანონ~ და ლუკმა-პურის ფული იშოვონ.
დღეს მოქმედებს პროფესიული გადამზადების სხვადასხვა პროგრამა, სადაც მოქალაქეები პროფესიას იძენენ და შეიძლება დასაქმდნენ კიდეც. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებისთვისაც ცნობილი არ არის აღნიშნული პროგრამების შესახებ და, ამდენად, ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფებიან.
თუ რა პროფესიის ადამიანები არიან უმუშევრები, რა სახის გადამზადების პროგრამები არსებობს ჩვენს რეგიონში და ა.შ. ამ ყველაფერს ჩვენი გამოკითხვებიდან და ინტერვიუდან შეიტყობთ.
ეკა კუზანაშვილი, 35 წლის, ექთანი: `ჩემი სპეციალობით არასოდეს მიმუშავია. როცა უმაღლესი დავამთავრე და დასაქმების პერსპექტივა მქონდა, მაშინ ვერ მოვახერხე მუშაობა. ახლა კი, სამუშაოს სადღა ნახავთ?! იძულებული ვარ, რაღაც ვაკეთო. ამჟამად ლოტოს ბილეთების გამყიდვლად ვმუშაობ.~
მადონა გოგინაშვილი, 30 წლის, მუსიკოსი: `პროფესიით მუსიკოსი ვარ, მაგრამ ჩემს სპეციალობას ვერ ვიყენებ. მუსიკალურ სკოლაში ვმუშაობდი, სადაც ანაზღაურება არ მქონდა და იძულებული გავხდი, თავი დამენებებინა. ახლა ვმუშაობ გაყიდვების მენეჯერის `თანამდებობაზე~ და ასეა თუ ისე, კმაყოფილი ვარ ჩემი შემოსავლით, იმასთან შედარებით, რა ხელფასიც ადრე მქონდა.~
დურმიშხან გოგიჩაშვილი, 49 წლის, საზოგადოებრივი კვების ტექნოლოგი: `ამჟამად ჩემი პროფესიით არ ვმუშაობ, ადრე კი ვმუშაობდი გორის რაიონულ კავშირში, მაღაზიის გამგედ... ახლა ვალუტის გადამცვლელ პუნქტში ვმუშაობ.~
ნონა კუთხაშვილი, 29 წლის, მუსიკოსი: `სპეციალობით მუსიკოსი ვარ. ჩემი პროფესიით 10 წელი ვიმუშავე, მაგრამ არასაკმარისი ანაზღაურების გამო თავი დავანებე მუშაობას. ახლა ვარ ტელეფონების ლომბარდის თანამშრომელი. დღესდღეობით, იშვიათია ადამიანი, რომელიც თავისი პროფესიით შეიძლება მუშაობდეს.~
დალი არშაკუნი, 64 წლის, პედაგოგი, ფილოლოგი: `ჩემი პროფესიით არასოდეს მიმუშავია, გარკვეული მიზეზების გამო. 5 წელი ვმუშაობდი გორის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, 1 წელი _ საყოფაცხოვრებო სამმართველოში, 1 წელი პარტიის საქალაქო კომიტეტში; ამჟამად ვმუშაობ გორის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში... კარგია ჩემი სპეციალობით ვმუშაობდე, მაგრამ ჩემს თავს იმის უფლებას არ მივცემ, ვიმუშაო მასწავლებლად, რადგან პრაქტიკა არ მაქვს. დღეს სულ სხვა მეთოდებია სკოლებში დანერგილი და თუ არ იცი რა ხდება, ძნელია მუშაობა. ხანში შესულებიც აღარავის სჭირდება, ყველგან ახალგაზრდები უნდათ... ისეთი ახალგაზრდაც არ ვარ, რომ გადამზადების პროგრამებზე ვიფიქრო; ასე რომ, ვჯერდები იმ სამუშაოს, რაც მაქვს.~
მზია შავშიშვილი, 41 წლის, მშენებელი: `სამოქალაქო-სამრეწველო და სამშენებლო ტექნიკუმი მაქვს დამთავრებული, მაგრამ ჩემი პროფესიით არასოდეს მიმუშავია... ახლა კი ვის სჭირდება მშენებელი?! ან კიდევ სად არის სამუშაო? ამჟამად ძიძა და დიასახლისი ვარ... ბევრჯერ მიფიქრია გადამზადების პროგრამებზე, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვერ ვახერხებ, რომ ახალი პროფესია მივიღო. ყველას ვურჩევდი, ვისაც საშუალება აქვს გაიარონ გადამზადება და დაეუფლონ ახალ პროფესიას.~
მაია ლაღიაშვილი, 40 წლის, ინჟინერ-ტექნოლოგი: `დამთავრებული მაქვს გამომთვლელი მანქანების კონსტრუირება-წარმოების ფაკულტეტი, სპეციალობით ვარ ინჟინერ-ტექნოლოგი. წელიწადნახევარი ვმუშაობდი ჩემი სპეციალობით. აქედან რვა თვე სკოლაში ვიმუშავე კომპიუტერის მასწავლებლად, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო გამათავისუფლეს. ამჟამად ვარ უმუშევარი. გადამზადების პროგრამებს რაც შეეხება, შესაბამისი ინფორმაცია მაქვს, მაგრამ რატომღაც არ მინდა, ამ პროგრამების გავლა. დიდი სურვილი მაქვს ვიმუშაო ჩემი სპეციალობით. დღევანდელ დღეს რთულია ადამიანი თავისი პროფესიით დასაქმდეს, რადგან დასასაქმებელი ადგილები არ არსებობს და თუ არსებობს, იქიდანაც ათავისუფლებენ თანამშრომლებს.~
თეა გაგლოშვილი, 28 წლის, ექთანი: `ჩემი პროფესიით არასოდეს მიმუშავია, თავის დროზე ფინანსები იყო საჭირო მუშაობის დასაწყებად. ახლა ვარ ინდ. მეწარმე. გადამზადების პროგრამებზე მსმენია, მაგრამ არასოდეს მიფიქრია. აქ ამეწყო საქმე და ვეღარსად მივდივარ.~
ლალი ღუღუნაძე, 46 წლის, პედაგოგი: `პედაგოგად არასოდეს მიმუშავია. ადრე წისქვილკომბინატში ვმუშაობდი. ახლა კი გაყიდვების მენეჯერი ვარ, უკვე 12 წელია. პროფესიულ გადამზადებაზე არაფერი ვიცი.~
შიდა ქართლის რეგიონში არსებობს პროფესიული გადამზადების რამდენიმე ცენტრი. მათ შორისაა გორის უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული სახელობო სწავლების ცენტრი, სადაც გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის ფარგლებში გაიხსნა რძის გადამამუშავებელი საწარმო.
გვესაუბრება აღნიშნული საწარმოს ტექნოლოგი ზურაბ პაპიაშვილი.
_ ბატონო ზურა, ვის მიერაა დაფინანსებული პროექტი და რა არის მისი მისია?
_ პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის საშუალებით. პროექტის მისიაა, რომ აამაღლოს ჩვენს რეგიონში რძის გადამუშავების სფეროში მომუშავე ადამიანების პროფესიონალიზმი, მომხმარებლებს მიაწოდოს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. რძეს ვღებულობთ გორის რაიონიდან. კერძოდ, ტყვიავსა და ნიქოზში არსებობს რძის მიმღები პუნქტები, საიდანაც ვღებულობთ რძეს.
_ როგორც ვიცით, თქვენი სტუდენტები პრაქტიკას საწარმოში გადიან, რამდენად ეფექტიანია სწავლება და რამდენ ხანს გრძელდება იგი?
_ ჩვენთან ხდება ყველა იმ პროცესის შესწავლა, რაც რძის გადამამუშავებელს სჭირდება. მოსწავლეები კონკურსის საფუძველზე მივღეთ, რადგან არ არის იმის საშუალება, რომ ყველა დავაკმაყოფილოთ. რძის გადამამუშავებელის სპეციალობაზე დიდი მოთხოვნილებაა. 30-35 განცხადება მაინც იყო და იძულებულნი ვიყავით, კონკურსი ჩაგვეტარებინა...
_ გარდა რძის გადამუშავებისა თუ ხდება სხვა პროფესიებში გადამზადება?
_ დაახლოებით 12 სხვადასხვა პროფესია გვაქვს: რძის გადამამუშავებელი, ბოსტნეულის გადამამუშავებელი, მეცხოველე, სამშენებლო პროფესიები და ა.შ. დაგვემატა კიდევ ორი პროფესია სარესტორნე საქმე და მეფუტკრეობა.
_ თუ შეიძლება გვითხარით, რა ვადებს მოიცავს პროფესიული გადამზადების პროგრამები?
_ პროგრამები მოკლე და გრძელვადიანია. ვისაც გადამზადების სურვილი აქვს, მისთვის სწავლა ორთვიანია, ასე ვთქვათ, ისინი კვალიფიკაციას იმაღლებენ. ჩვენთან სწავლის შემდეგ სტუდენტებს გამოცდების წარმატებით ჩაბარებისთანავე გადაეცემათ სერტიფიკატები, რომლის მეშვეობითაც შეუძლიათ მუშაობა ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში.
_ 2010 წლის 24 ივნისს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტურიზმის დეპარტამენტისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით ქ. სიღნაღში ჩატარდა `ყველის ფესტივალი.~ `ნებიერას~ პროდუქტებიდან რა გქონდათ წარდგენილი ფესტივალზე?
_ `ყველის ფესტივალზე~ გატანილი გვქონდა ყველი, რძე და სხვა პროდუქტები. მოწვეული იყო 26 ქვეყნის 900 დელეგატი, რომლებმაც დადებითად შეაფასეს ჩვენი პროდუქტი.
_ სხვა რეგიონების წარმომადგენლებმა თუ მიიღეს მონაწილეობა აღნიშნულ ფესტივალში?
_ რა თქმა უნდა, მონაწილეობდნენ სხვადასხვა რეგიონის მცირე და საშუალო საწარმოები, ქარხნები და ა.შ.
_ ფესტივალის გარდა, თუ გასცდა თქვენი პროდუქცია ჩვენი ქალაქის ფარგლებს?
_ ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება სავაჭრო ცენტრ `გუდვილთან~, რომელმაც ჩვენი საწარმო ყველანაირად შეამოწმა და დარწმუნდა ჩვენი პროდუქციის ხარისხიანობაში. მომავალში ალბათ სხვა კორპორაციულ ქსელებთანაც გავაფორმებთ ხელშეკრულებას.
გვესაუბრება ასევე ხიდისთავის პროფესიული სწავლების დირექტორი ვახტანგ სუხიტაშვილი.
_ ბატონო ვახტანგ, როდის შეიქმნა ხიდისთავის პროფესიული სასწავლებელი?
_ ხიდისთავის პროფესიული სასწავლებელი ჩამოყალიბდა 2007 წელს. გაერთიანდა რამდენიმე სასწავლებელი _ გორის საფაბრიკო-საქარხნო სასწავლებელი, სასოფლო-სამეურნეო კოლეჯი და ხიდისთავის პროფესიული ლიცეუმი. ხიდისთავის პროფესიული სასწავლებელი ამ ეტაპზე არის მრავალპროფილიანი, სადაც სხვადასხვა მიმართულებით ვამზადებთ ბავშვებს. სასწავლებელი პოზიტიურ მდგომარეობაშია და ამასთანავე პრიორიტეტულიც.
_ დაფინანსებისა და პროექტების შესახებ რას გვეტყვით?
_ ხიდისთავის პროფესიულ სასწავლებელში ხორციელდება არაერთი პროექტი. გასულ წელს ჩვენ გავიმარჯვეთ ტენდერში. ფრანგულმა საერთაშორისო ორგანიზაცია `პრემიერ რუჟენსმა~ ჩვენს ბაზაზე გადაამზადა 350 დევნილი. ხდებოდა მათი ტრანსპორტირება. გარდა ამისა, ჩვენ ვთანამშრომლობთ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (UშAID), რომელმაც რეაბილიტაცია გაუკეთა ერთ შენობას და აღჭურვა სათანადო დანადგარებით. ისინი ასევე აფინანსებენ სასწავლო მასალებსა და ინსტრუქტორ-მასწავლებლებს, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია. მათ მუშაობა გასული წლის ზაფხულიდან დაიწყეს და დღემდე 1000-ზე მეტი ადამიანი გადაამზადეს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ურთიერთნდობა აღნიშნულ ორგანიზაციასა და სასწავლებელს შორის გაიზარდა და ორგანიზაციამ თანამშრომლობა გააგრძელა მომავალი წლის ივნისამდე. ვთანამშრომლობთ აგრეთვე ნორვეგიის დევნილთა საბჭოსთან, ერთ წელზე მეტია, ხდება დევნილი ბავშვების უფასო გადამზადება სხვადასხვა სახელობო პროგრამებში და დასაქმების მხრივ მათი ხელშეწყობა. სახელმწიფო პროექტების ფარგლებში საბიუჯეტო დაფინანსებით გადამზადებულია 600 ბავშვზე მეტი. ხიდისთავის პროფესიული სასწავლებელი თანამშრომლობს გერმანიის ტექნიკურ საზოგადოებასთან (Gთძ), რომელთან ერთადაც განვახორციელეთ სასოფლო-სამეურნეო პროექტები. ეს იყო ახალი ბოსტნეული კულტურების გენერაცია და მოვლა-მოყვანა. მეორე პროცესი იყო ახალი ჯიშის ხეხილის, ძირითადად ვაშლის სანერგე მეურნეობის მოწყობა. გვაქვს ახალი ტიპის სანერგე ბაღი, სადაც დაახლოებით 100 ერთეული ევროპული ჯიშის ვაშლია დარგული და აგვისტოში მოხდება გამრავლება სადედე ნარგავებისა. ველოდებით 1000-1500 ძირ ახალ ევროპულ ჯიშს. აღნიშნული ბაღი იმუშავებს დაახლოებით 2-3 წელს. საკმაოდ ნაყოფიერი იქნება და ჩვენი რაიონის მოსახლეობას დაეხმარება როგორც ინფორმაციის მიღებაში, ასევე არაა გამორიცხული, რომ სამომავლოდ მოხდეს შეღავათიან ფასებში ახალი ჯიშის ნერგების მოსახლეობისათვის გადაცემა. ჯერჯერობით კომერციულ ფაქტორს გამოვრიცხავ, მაგრამ შეიძლება სამომავლო პერსპექტივაში გვქონდეს. მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ ადგილობრივ თვითმმართველობასთან და მიმდინარეობს მოლაპარაკებები გარკვეული სასწავლო პროგრამების მათი მხრიდან დაფინანსებაზეც, რომელიც სავარაუდოდ სექტემბერში განხორციელდება.
_ სექტემბრიდან რა პროფესიებს შეასწავლით?
_ სექტემბრიდან გვექნება გამყიდველ-კონსულტანტის, მზარეულის, მასაჟის, ვებ-ტექნოლოგიების ოპერატორის, მეხილე ოსტატის, ფართო პროფილის ტრაქტორისტ-მემანქანის, Bჩ კატეგორიის მძღოლის, ჭრა-კერვის სპეციალისტის და სხვა პროფესიები.
_ სწავლა კვლავ უფასო იქნება თუ მოსწავლეები დაფინანსდებიან სხვადასხვა სპეციალობების მიხედვით?
_ ნაწილ პროგრამებზე სწავლა ფასიანი იქნება, ნაწილი პროგრამები დაფინანსდება ნორვეგიის საბჭოს მიერ.
_ რა ხანგრძლივობის პროგრამები იქნება პროფესიულ სასწავლებელში?
_ გვაქვს როგორც ოთხთვიანი, ასევე წელიწადნახევრიანი, ძირითადად ხუთი თვიდან ერთ წლამდე ხანგრძლივობის პროგრამებია.
_ რითი გამოირჩევიან თქვენი კურსდამთავრებულები და დასაქმდებიან თუ არა გადამზადების შემდეგ?
_ ჩვენი კურსდამთავრებულები გამოირჩევიან საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციით და ხშირად საქმდებიან ინდივიდუალურ საწარმოებში, შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოებში და ა.შ.
_ შიდა ქართლის მოსახლეობა რამდენადაა ინფორმირებული პროფესიული გადამზადების შესახებ და არის თუ არა მოთხოვნა ხიდისთავის პროფესიულ სასწავლებელზე?
_ შიდა ქართლის მოსახლეობა კარგადაა ინფორმირებული აღნიშნული სასწავლო პროგრამების შესახებ და კარგად იცნობს ხიდისთავის პროფესიული სწავლების ცენტრსაც. აქედან გამომდინარე, მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.


თამარ დვალიშვილი


თამარ დვალიშვილი
09.08.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: ”ხალხის გაზეთი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Heck yeah this is exatlcy what I needed.
: 20
: me rom ltolvili ar var gadamzadeba ar mchirdeba?12 celia qirit vcxovrob da samsaxuri ar maqvs da verc vshoulob imitom rom yvelas tavisiani unda samsaxurshi da chacyobit xdeba yvelaperi.
გორი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 15 °C + 16 °C
ღამით + 4 °C + 5 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.