მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ერთხელ გორის თეატრი, ისიც ძილში...

თეატრის რეჟისორი ანუ პატრიოტთა ბანაკში კულტურულ ღონისძიებათა ორგანიზატორი

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის" გორის ოფისის და გაზეთ ,,ქართლის ხმის" ჟურნალისტის ელექტრონულ ფოსტაზე შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი წერილი მივიდა. ტექსტის ავტორი გორის თეატრის ყოფილი მთავარი რეჟისორი ლაშა ჯოხაძეა. იგი პატრიოტთა ბანაკებში 2008 წლამდე კულტურული ღონისძიებების ორგანიზატორი იყო.

იმ დროს, როცა ჯოხაძემ წერილების გაგზავნა დაიწყო, ის თანამდებობიდან 2 დღის განთავისუფლებული და თბილისში ,,გაქცეული" იყო. განთავისუფლების მიზეზად, თეატრის ხელმძღვანელობამ სხვადასხვა მაქინაციებში ჟურნალისტის მიერ მისი მხილება დაუსახელა. სწორედ ამის შემდეგ, სამსახურიდან გაშვებულმა ყოფილმა რეჟისორმა ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის" ჟურნალისტს სოციალურ ქსელ ,,ფაცებოოკ"-ზე შეურაცხმყოფელი და მუქარის წერილები გაუგზავნა.

გორის თეატრს იერარქიულად - მმართველი, სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი ჰყავს. ჯოხაძე იმ დროს მიიღეს თეატრში, როდესაც შიდა ქართლს ლადო ვარძელაშვილი გუბერნატორობდა. გორის თეატრის ყოფილი მმართველის გიორგი მაჭარაშვილისთვის, უცნობია, თუ ვინ მიიწვია პატრიოტთა ბანაკში დასაქმებული ,,რეჟისორი" გორის თეატრში. ,,არ ვიცი, ეგ დიდი ხანია მუშაობდა გორის თეატრში, სადღაც 6 თვე. ვისი რეკომენდაციით მივიღეთ, აღარ მახსოვს." - ამბობს თეატრის აწ უკვე ყოფილი მმართველი გიორგი მაჭარაშვილი, რომელიც 2010 წლის 6 ოქტომბერს კულტურის მინისტრის ბრძანებით, გაანთავისუფლეს თეატრის მმართველის თანამდებობიდან.

თეატრის ამჟამინდელი ხელმძღვანელია ნოდარ მდინარაძე, ხოლო სამხატვრო ხელმძღვანელი სოსო ნემსაძე. მდინარაძე ადასტურებს, რომ თეატრის ყოფილ რეჟისორს პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, როდესაც იგი ჟურნალისტმა მაქინაციურ საქმიანობაში და ინტრიგების ხლართვაში ამხილა.

 საქმე იმაშია, რომ 2010 წლის 9 ოქტომბერს გორის თეატრში სეზონი სპექტალით ,,ბოშები", გაიხსნა. გორის თეატრის საიტზე 14 ოქტომბერს გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სეზონი 16 სექტემბერს გაიხსნებოდა. ეს ,,ახალი ამბავი" იმ ადამიანებმა გააპროტესტეს, რომლებიც 9 ოქტომბერს სეზონის გახსნაზე იმყოფებოდნენ. თეატრის რეჟისორმა ჯოხაძემ სოციალურ ქსელზე ,,ფაცებოოკ", განაცხადა, რომ მაყურებლები შეცდომაში შეიყვანეს; და რომ წინა სპექტაკლი იყო არა თუ სეზონის გახსნა, არამედ ჩვენება.

 ჩვენ შემდგომში დავუკავშირდით, კულტურის სამსახურის უფროსს ლევან შავლიაშვილს, რომელსაც ვთხოვეთ განემარტა, თუ რის საფუძველზე შეიყვანა მან მოსახლეობა შეცდომაში, როდესაც კულტურის სამსახურის მიერ დარიგებული მოსაწვევებით მაყურებელი 9 ოქტომბერს სეზონის გახსნაზე დაპატიჟა. კულტურის სამსახურმა კატეგორიულად უარყო თეატრის რეჟისორის ჯოხაძის გავრცელებული ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ადგილი ჰქონდა გაუგებრობას. ეს გაუგებრობა დამთავრდა იმით, რომ თეატრის რეჟისორი გააგდეს.

21 ოქტომბერს ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის" ჟურნალისტის ელექტრონულ ფოსტაზე ყოფილი რეჟისორის ჯოხაძის შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი ტექსტი გამოიგზავნა. ორგანიზაცია მიმართავს შიდა ქართლის პროკურატურას გამოიძიოს აღნიშნული საქმე და წერილის ავტორი და მისი დამკვეთი (პატრიოტთა ბანაკის ლიდერები ლადო ვარძელაშვილი, გიორგი ავალიანი და გიკა ჯოხაძე (ლაშა ჯოხაძის ბიძაშვილი) დაისაჯნონ სათანადოდ.

 შეხვედრა თეატრის დარბაზში

19 ოქტომბერს გორის თეატრში დასსა და ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა გაიმართა. დასს თეატრის ამჟამინდელმა მმართველმა ნოდარ მდინარაძემ სამომავლო გეგმები გააცნო. აქვე იმყოფებოდნენ სამხატვრო ხელმძღვანელი სოსო ნემსაძე, მმართველის მოადგილე ზურაბ ნიჟარაძე, ასევე ჯერ არ მოხსნილი ლაშა ჯოხაძე.

 თეატრში არსებულ დაპირიპირებაზე ,,ქართლის ხმამ" წინა ნომერში უკვე ისაუბრა. ამ დაპირისპირების ფონზე შეხვედრა საკმაოდ მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. თეატრის ახალმა მმართველმა ახალ გეგმებზე და მიზნებზე ისაუბრა. ,,ჩემთვის მთავარია ვიყოთ ერთად" - სთხოვა მდინარიძემ დასს. აქვე განუცხადა, რომ ამიერიდან თეატრში უნდა მოისპოს - ,,სმა, ქეიფი, უსაქმოდ ყოფნა და მატერიალური რესურსების უმიზნოდ გამოყენება".

 ,,წყლის გადასახადი მოგვივიდა 2 000 ლარი, დენის გადასახადი 250 ლარზე ადის. კომუნალური ხარჯები საკმაოდ დიდია, წარმოუდგენელია ჩემთვის ამდენი გადასახადი საიდან?" - ეს სიტყვები ისე წარმოსთქვა ნოდარ მდინარაძემ, რომ ამ სიტყვებს წინა მმართველი გიორგი მაჭარაშვილი ურეაგირებოდ ისმენდა. მაჭარაშვილს ამჯერად თეატრის კომენდანტად უნდა მუშაობა, რომლის ანაზღაურება 150 ლარი იქნება.

 შიდა საკითხებზე საუბრის მომთავრების შემდეგ, ნოდარ მდინარაძემ ყურადღება მიაქცია იმას, რომ 27 ოქტომბერს იაკობობის დღესასწაულზე მსახიობებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა. ,,თუ რამეს გადაგვიხდიან" - ჩაიქირქილა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა სოსო ნემსაძემ, რომელიც მანამდე (ქართლის დღეების დროს) არ თაკილობდა უფასოდ სახალხო წარმოდგენებში მონაწილეობას. ჩვენ 2 ოქტომბერს შიდა ქართლის დღეების გამართვის დროს მას ვკითხეთ, მიიღო თუ არა ჰონორარი, რაზედაც გვიპასუხა, რომ მას არანაირი ჰონორარი მიუღია.

 მდინარაძემ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს სოსო ნემსაძეს გადასცა სიტყვა. ნემსაძემ ფაქტიურად სხდომის დანარჩენი ნაწილის წაყვანა მთლიანად თავის თავზე აიღო. მან მოითხოვა სამხატვრო საბჭოს ჩამოყალიბება. ამ საბჭოში შეიყვანეს მსახიობები რეჟისორებიანად, სულ 10 კაცი.. სამხატვრო საბჭოში შევიდნენ სოსო ნემსაძე (სამხატვრო ხელმძღვანელი), ზურაბ ნიჟარაძე (მმართველის მოადგილე), ლაშა ჯოხაძე (რეჟისორი, მოხსნამდე), მსახიობები: დარეჯან ჭამაური, ჩეკო ტატალაშვილი, მერაბ ჭანკოტაძე, ლეო ოზგებაშვილი, მერაბ მეზურნიშვილი, ზაზა ცარულაშვილი. დაახლოებითY ერთ საათიან შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე რეპერტუარის აღდგენაზე. რამდენიმე სპექტაკლის ხსენების დროს აქა იქ გაისმოდა ხმა - უფ, ეგ ხომ ორ კაციანი სპექტაკლია? ერთ-ერთმა მსახიობმა ,,ბერნარდა ალბას სახლი" გაიხსენა, რომლის ხსენებაზე ბევრმა მსახიობმა კმაყოფილების ნიშნად მოინდომა ამ სპექტაკლის აღდგენა. მისი დადგმა გორის თეატრის სცენაზე ეკუთვნის რამაზ იოსელიანს. თუკი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დათანხმდება ამ სპექტაკლის აღდგენას, მას მოუწევს თავის მხრივ რეჟისორის და მსახიობის რამაზ იოსელიანის მიწვევა, ასევე ტრაგიკული ბედის მქონე ადელას როლის შემსრულების დაპატიჟება. სამხატვრო ხელმძღვანელმა სოსო ნემსაძემ აღნიშნა კიდეც, რომ იგი აპირებს თბილისიდან რეჟისორების ჩაყვანას, თუმცა მის მიერ დასახელებული რეჟისორების გვარსა და სახელებში რამაზ იოსელიანი არ ფიგურირებდა. სოსო ნემსაძე გორის თეატრში 2006 წელს მაშინდელმა მმართველმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა რამაზ იოსელიანმა მიიწვია. 2006 წლის ივლისს-აგვისტოში გამოცემულ რუსულენოვან, ჟურნალ (რედაქცია მდებარეობს თბილისში, რუსთაველის 2) ,,რუსკიი კლუბ"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რამაზ იოსელიანმა აღნიშნა, რომ საქართველოში მას საუკეთესო მსახიობად გოგა პიპინაშვილი, ხოლო რეჟისორად - სოსო ნემსაძე მიაჩნია.

 თეატრის ხელმძღვანელობამ პირობა დადო, რომ მასობრივი შემცირებები არ იქნება. საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია თეატრის დიდი სცენის გამართვის საკითხმა. გადაწყვიტეს, რომ დიდი დონის სპექტაკლებს ჩაატარებენ ჩუბინიშვილის სახელობის კულტურის სახლში. ჩაფიქრებული აქვთ თეატრალური ფესტივალის ჩატარება.  ამ შეხვედრის შემდეგ სამხატვრო საბჭოს წევრებმა მმართველის კაბინეტში გადაინაცვლეს

 სამხატვრო საბჭოს სხდომაზე

 საბჭოს სხდომა თავდაპირველად ისე დაიწყეს, რომ ოქმის შედგენა ლამის დაავიწყდათ. ამიერიდან ყოველი ასეთი შეხვედრა ოქმის სახით დატანებული იქნება ფურცელზე. თეატრის ხელმძღვანელობის მხრიდან, სხდომაზე დასასწრებად, არანაირი ბარიერი შეგვხვდა.. სხდომა სოსო ნემსაძის სიტყვებით დაიწყო. მერაბ მეზურნიშვილის ნაცვლად საბჭოში მსახიობ კახა ბერიძის შესვლა მოითხოვა. ამ ცვლილებას მხარი არ დაუჭირა ლეო ოზგებაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ უმჯობესია ეს საკითხი პირადად მერაბ მეზურნიშვილისთვის შეეთანხმებინათ. მეზურნიშვილი იმ მომენტისათვის სხდომაზე არ იმყოფებოდა. სამხატვრო ხელმძღვანელმა სოსო ნემსაძემ პირობა დადო, რომ ის პირადად დაელაპარაკებოდა მეზურნიშვილს. თეატრიდან რეჟისორ ჯოხაძის გაგდების შემდეგ სამხატვრო საბჭოში ადგილი გათავისუფლდა, ამიტომ მერაბ მეზურნიშვილს აღარ დასჭირდა კახა ბერიძის სასარგებლოდ საბჭოდან გასვლა.

 ნემსაძე ,,თავისი მეგობრის" რეჟისორ კობა სხილაძის მუშაობის შედეგებით დაინტერესდა: ,,კობა ჩემი მეგობარია, მაგრამ მაინტერესებს როგორ მიმდინარეობს მისი მუშაობა, რას აკეთებს, რამდენი სპექტაკლი აქვს ჩასაბარებელი, ხელშეკრულება რამდენი ხანი აქვს" - იკითხა მან. ფაქტობრივად, ოთახში ამ კითხვებზე პასუხის გამცემი არავინ იყო. მსახიობები ლეო ოზგებაშვილი და კახა ბერიძე ამბობდნენ, რომ ერთ-ერთ პიესის სცენარიც კი არა გვაქვს წაკითხულიო. რეპეტიციებზე საუბარი ზედმეტია. დაიბარეს ყოფილი მმართველი მაჭარაშვილი.

 დაბარებული მაჭარაშვილი ყოფილ კაბინეტში თავდახრილი შევიდა, ხან ერთს შეხედა ხან მეორეს, რად დამიბარეთო. როგორც კი ფინანსები ახსენეს, არ დაელოდა კითხვის დასრულებას და განაცხადა: ,,თვეში 24 000 ლარსს გვირიცხავს გამგეობა, აქედან 22 ათასი ლარი ხელფასებზე მიდის, ხოლო 2 000 ლარი დანარჩენ ხარჯებზე"-ო. ხოლო კითხვაზე, თუ რა მდგომარეობაა მოწვეულ რეჟისორ კობა სხილაძესთან დაკავშირებით, ყოფილმა მმართველმა განაცხადა, რომ კობა სხილაძეს ჰონორარი უკვე აღებული აქვსო. ამავე დროს გაირკვა, რომ თვეში კობა სხილაძის ბინის ქირას ბიუჯეტი 500 ლარს უხდის.

ამის შემდეგ სოსო ნემსაძემ სხვადასხვა ტექნიკურ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. მან მოინდომა აფიშების ფორმის შეცვლა. სხვათა შორის, აფიშის ფორმის შეცვლა რამაზ იოსელიანსაც უნდოდაო, თქვა თეატრის მხატვარმა ვანო არჩვაძემ.. იოსელიანის ხსენებაზე სოსო ნემსაძეს რეაქცია არ ჰქონდა. რამაზ იოსელიანის პერიოდი ასევე გაიხსენა ნოდარ ყველაშვილმა, რომლის თქმით იმ პერიოდში თეატრმა გასვლითი სპექტაკლების დროს წელიწადში 33 000 ლარი შემოიტანა. ეს სპექტაკლები იმართებოდა როგორც სკოლებისთვის, ასევე სამხედრო ბაზებში. დღესდღეობით გორის თეატრს ხელშეკრულებები მხოლოდდამხოლოდ სკოლებთან აქვს დადებული, რომლის ვადებიც გასაგრძელებია. თეატრში, სამხედრო ბაზებში ჩატარებული სპექტაკლებიდან აღებული შემოსავლების წყალობით, გაკეთდა ცენტრალური გათბობა.. რამაზ იოსელიანის დროს გაკეთებულია ის პატარა სცენაც, რომლის გამართვა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ისტორიულ დიდ დარბაზს ჭერი დაეზნიქა და თეატრს სრული პარალიზება ემუქრებოდა.

სოსო ნემსაძემ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ პატარა სცენა დიდი სპექტაკლებისთვის და ფესტივალებისთვის არ გამოდგება. რამდენიმე მსახიობმა გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც მინისტრები და ბიზნესმენები ჰპირდებოდნენ თანხების გამოყოფას. საბოლოოდ, ნემსაძეს გაუჩნდა იდეა იმისა, რომ პაატა ბურჭულაძეს სთხოვონ, ერთი საქველმოქმედო კონცერტი გორის თეატრის დიდი დარბაზის აღსადგენად ჩაატაროს.

 სამხატვრო საბჭოს სხდომაზე ასევე იმსჯელეს თეატრის ღვაწლმოსილი მსახიობებისათვის ვარსკვლავების გახსნის შესახებ. ასეთი ვარსკვლავები გორის თეატრის ეზოში გაკეთდება. პირველი ვარსკვლავის კანდიდატია ჩეკო ტატალაშვილი. შეხვედრაზე მყოფმა აწ უკვე ყოფილმა რეჟისორმა ჯოხაძემ გაიხსენა, რომ როდესაც ის თბილისში დათო ოქიტაშვილს (დიდი კულტურული ღონისძიებების ორგანიზატორი) შეხვდა, უპასუხია - ჯერ რა დროს თქვენი მსახიობიაო, იმხელა რიგი მაქვსო. ამ სიტყვებზე ნემსაძემ უპასუხა, რომ გორში საკუთარი სახსრებით შეიძლება ასეთი ღონისძიებების ჩატარება.

 მაინც მთავარი სამსჯელო გახდა რეპერტუარი. თეატრის მმართველი დაჟინებით ითხოვს, რომ თეატრს საეტაპო სპექტაკლი ჰქონდეს, რომლითაც თამამად შეიძლება იამაყოს დასმა, ისევე როგორც თავის დროზე სოსო ნემსაძე გორის თეატრში რამაზ იოსელიანის შესრულებით დადგმულ ,,რევიზორი"-თ ამაყობდა. ამ სპექტაკლში გორის თეატრის თითქმის მთელი დასი იყო ჩართული. მას შემდეგ დიდებული სანახაობა იყო რამაზ იოსელიანის დადგმული ,,ბერნარდა ალბას სახლი"... ძალიან უნდა ზოგიერთს დღეს ,,ცხელი აგვისტოთი" იტრაბახოს, მაგრამ როგორც არ უნდა დიდებულად შეასრულონ მსახიობებმა ,,ცხელი აგვისტოს" დავალება, პროპაგანდისტული სპექტაკლი ვერ შეედრება ,,რევიზორს" და ,,ბერნარდა ალბას სახლს". ეს სპექტაკლები კაცს თეატრსაც შეაყვარებს და იმ სცენას, სადაც დაიდგა.

დღეს ასეთი საეტაპო სპექტაკლის ხსენებაზე სოსო ნემსაძემ ასე უპასუხა მდინარაძეს: ,, ჯერ რა დროს საეტაპო სპექტაკლზეა საუბარი". ერთი მხრივ, მართალიცაა ნემსაძე, რადგან მოშლილ თეატრს თითქმის ნოლიდან უწევს მუშაობის დაწყება, მეორეც - რეპერტუარია შესადგენი, რით დაიწყონ და რით გააგრძელონ. მსახიობმა კახა ბერიძემ თქვა, რომ თითქმის ყველა სპექტაკლი აღსადგენია, თითქმის ყველა პიესას, ნათამაშებელსაც და უთამაშებელსაც სჭირდება რეპეტიცია. მისი ნათქვამიდან ირკვევა, რომ ბოლო პერიოდში თეატრში სპექტაკლები ერთჯერადად იდგმება. დადგმიდან ცოტა ხანში ის ყველას ავიწყდება და აღარ ხდება განახლება - რატომ, რისთვის ეს უცნობია. ასე, რომ სამხატვრო საბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ ჯერ-ჯერობით რეჟისორ კობა სხილაძეს დაელოდებოდნენ, რომელიც თავის სპექტაკლს დაამთავრებდა, ჩააბარებდა გორელ მაყურებელს და ამის შემდეგ გადაწყდებოდა დაეტოვებინათ თუ არა მოწვეული რეჟისორი გორში. ერთი კვირის თავზე კი აფიშებზე არა თუ კობა სხილაძის მიერ დადგმული სპექტაკლები, არამედ ლაშა ჯოხაძის რეჟისორობით შესრულებული დადგმების ჩვენებები მოეწყო.

 ფაქტია, რომ 23 ოქტომბერს ჯოხაძის სპექტაკლზე ,,ერთხელ მხოლოდ ისიც ძილში", დარბაზში სულ 15 კაცი იჯდა. აქედან ნახევარი თეატრის ხელმძღვანელობა და მსახიობები, ნახევარი ჟურნალისტი და დანარჩენი მსახიობების ახლობლები იყვნენ. როგორც გითხარით, სპექტაკლის - ,,ერთხელ მხოლოდ ისიც ძილში", დადგმა ეკუთვნის იმ დროს უკვე გორიდან ,,ექსორირებულ" ლაშა ჯოხაძეს. ის ამ სპექტაკლით ცდილობდა გორის თეატრში სეზონის ხელმეორედ გახსნა 16 ოქტომბერს მოეწყო.

უნიჭიერესი მსახიობების უნაკლოდ შესრულების მიუხედავად ცარიელ დარბაზში ამ სპექტაკლმა ტრიუმფი ვერ გამოიწვია. როგორც გავარკვიეთ, ეს სპექტაკლი 1986 წელს მარჯანიშვილის თეატრში გოგი თოდაძემ დადგა, რომელიც ლაშა ჯოხაძის მასწავლებელი ყოფილა. ჯოხაძემ კი ერთ მოქმედებიანი პიესა გორში ჩამოიტანა, ისე რომ არავისთვის უკითხავს, არც დასისთვის და არც ამ სპექტაკლში ჩართული მსახიობებისთვის, კარგი იყო თუ ცუდი არა და, მსახიობი ლეო ოზგებაშვილი სამხატვრო საბჭოს სხდომაზე გამუდმებით იმეორებდა, რომ ამ შემთხვევით რეჟისორებს ისე ჩამოაქვთ თბილისიდან პიესები, რომ დასს არ ეკითხებიან აზრს.

,,ერთხელ მხოლოდ ისიც ძილში" ვინმე შადიმან შამანაძის დაწერილია, რომელსაც მასწავლებელი თოდაძე და მოსწავლე ჯოხაძე სხვადასხვა თეატრში დგამენ. სათაურში გამოტანილი სიტყვები, როგორც აღმოვაჩინეთ, აღებულია აკაკი წერეთლის ლექსიდან: ,,სიზმარი". (,,ერთხელ მხოლოდ, - ისიც ძილში,-ქართველ ქალთა ვნახე კრება; გეფიცებით მისი ნახვა ახლაც ისევ მენატრება".) მწერალს ესიზმრება ვეფხისტყაოსნის გმირი ქალები და მათ შორის ვეფხისტყაოსნით ხელში შოთა რუსთაველი. ვისაც ეს ლექსი წაუკითხავს და შემდეგ ჯოხაძის ჩამოტანილ დადგმას ნახავდა გორის თეატრში, წარმოიდგენდა რა მდგომარეობაში ჩავარდებობდა დიდი მგოსანი მისი ნახვისას.

რაც შეეხება ლაშა ჯოხაძეს და მის თოდაძისგან ნასწავლ სპექტაკლს ,,ერთხელ მხოლოდ ისიც ძილში", აქ მას ,,ესიზმრება" უქმრო ქალები, აქედან ორი მათგანი დაა. ერთ-ერთი და მეორე დას არ უშვებს გარეთ. მათთან სტუმრად დაქალები მივლენ, აქედან ერთ-ერთს ცოლიანი უყვარს, მეორე - გაბოროტებულია ამ ქვეყენაზე და რჩება შთაბეჭდილება, რომ არარსებული გმირი ვინმე გურამი თვითონ რეჟისორის ტიპაჟია, რომელზეც ქალები გიჟდებიან, (ან უნდა რომ გიჟდებოდნენ) თუმცა ეს ქალები ამ ,,გურამს" (ვირტუალურ ჯოხაძეს) სხვადასხვა ეპითეტებითაც ამკობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ ჯოხაძეს გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობა სურდა. განთავისუფლებამდე მას მმართველმა განუცხადა, რომ ,,ქართლის ხმის" მიერ ატეხილმა აჟიოტაჟმა საკმაოდ შეურყია სახელი და შეუძლებელია მისი გაჩერება გორის თეატრში. გარდა ამისა, სოციალურ ქსელებზე გამართულ დებატებში ჯოხაძემ კულტურის სამსახურს სიცრუეში და ხალხის მოტყუებაში დასდო ბრალი. ამდენად, სულ რომ ვარსკვლავები ეწყვიტა ჯოხაძეს გორის თეატრში და კარგი სპექტაკლები დაედგა, იგი კულტურის სამსახურის უფროსის რისხვას მაინც ვერ გადაურჩებოდა. ამ შემთხვევაში კი ის ჟურნალისტების დასაცავი აუცილებლად გახდებოდა.

P.S: მან კი ისე მოკურცხლა გორის თეატრიდან, რომ ,,ქართლის ხმის" რედაქციაში მისვლა ვერ გაბედა პირადად ეთქვა სათქმელი. ის ასევე ისე ,,გაიქცა" კულტურის სამსახურის უფროსის კაბინეტიდან, რომ სიტყვაც არ უთქვამს შელახული ღირსების დასაცავად იქვე მდგარ ,,ქართლის ხმის" რედაქტორისთვის. თბილისში სამშვიდობის გასულმა ყოფილმა რეჟისორმა კი გაუმართავი მესიჯების წერა შორიდან დაიწყო. აშკარაა, ეს სიტყვები მფარველი ვარძელაშვილის და ავალიანის ნაკარნახევია. ისინი ხომ თავის მხრივ ,,ქართლის ხმის" ჟურნალისტური გამოძიებების წყალობით არაერთხელ მხილებულ იქნენ ფინანსურ მაქინაციებში. იმედი გვაქვს, ასეთ სამარცხვინო რეჟისორს გორის თეატრი ვეღარ იხილავს, ხოლო ქართულ ტრადიციულ ოჯახებში ასეთი ,,ინტელექტის" და ,,ზრდილობის" მქონე ადამიანები არ იზრდებიან.


საბა წიწიკაშვილი
03.11.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ქართლის ხმა”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: ოე, წიწიკაშვილი! თეატრზე რომ წერ, როგორმე უნდა მოიფიქრო და ელემენტარული ინფორმაცია მაინც მოიპოვო! შენი ვინმეა შადიმან შამანაძე, შე ჩლუნგო?! გაიკითხე ერთი ან თეატრალურ ანდა ლიტერატურულ წრეებში...
: Way to go on this essay, hleepd a ton.
: Great coommn sense here. Wish I'd thought of that.
: Umm, are you really just giinvg this info out for nothing?
: 20
: 20
: Normally I'm against killing but this article slaughtered my igonracne.
: That addresses sveaerl of my concerns actually.
: საინფორმაციო–ანალიტიკურმა სააგენტო საქინფორმმა, აშკარად კარგად ინფორმირებული და ინკოგნიტოდ დარჩენის მოსურნე, უცხოური წყაროსგან, რომელმაც ბრიუსელში ქართული დიასპორის წევრად თავი წარმოგვიდგინა, შეიტყო, რომ 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების შემდეგ გერმანიამ საქართველოს 8 მილიონი ევრო გამოუყო საბრძოლო მოქმედებების დროს გორის დაზარალებული საცხოვრებელი სექტორის აღსადგენად. წყაროს მტკიცებით, ახლახან გერმანიის მთავრობამ, საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, შვეიცარიელი ჰაიდი ტალიავინის მონაწილეობით, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოში მომხდარი კონფლიქტის გარემოებების შემსწავლელ საერთაშორისო კომისიას ხელმძღვანელობდა, საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი სახსრების (8 მილიონი ევრო) მიზნობრივი დანახარჯების შემოწმება ჩაატარა. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მიზნობრივი საჭიროებებისათვის საქართველოს ხელისუფლებამ საწყისი თანხის მხოლოდ ნახევარი დახარჯა, ხოლო დანარჩენი ნაწილი, კომპეტენტური ევროპელი ექსპერტების აზრით, სავარაუდოდ, შიდა ქართლის მაშინდელმა სამხარეო გუბერნატორმა ვლადიმერ (ლადო) ვარძელაშვილმა მიითვისა. (გამორიცხული არაა, რომ სწორედ ეს უკანონოდ მითვისებული სახსრები დაეხმარა მას მომავალში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა „მინისტრის პორტფელი“ შეეძინა, რომელ თანამდებობაზე დღეს მოღვაწეობს კიდეც). იმავე წყაროს რწმუნებით, მიუხედავად სოლიდური ექსპერტების უკიდურესი აღშფოთებისა, ოფიციალური ბერლინი ჯერჯერობით თავს იკავებს ამ ფაქტის ღიად გამოცხადებისგან, რადგან სურს ამ საკითხის დამატებით განხილვა ევროკავშირის სტრუქტურებში და საქართველოს ხელისუფლებისგან ამომწუ
: ბატონო საბა გარწმუნებთ 140 ე სკოლის 9კლასის შემდეგ არცერთ სასწავლო დაწესებულებაში არ უვლია.შეეკითხეთ კანცელარიის კადრების .უფროსს რატომ სეცვალა ის ბიოგრაფია, რითაც დაინიშნა აკოფაშვილი ( ვადძელაშვილი) გისურვებთ წარმატებას
: ძალიან საინტერესოა. სურვილი გამიჩნდა, გამოვითხოვო ეს ინფორმაცია. საერთოდ, მაგას ბევრი რამე აქვს ამოსაღები თავისი ბიოგრაფიიდან. განსაკუთრებით შიდა ქართლის გუბერნატორობის პერიოდის მოღვაწეობიდან. საბა წიწიკაშვილი
: ვარძელაშვილმა სამთავრობო ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიიდან ამოიღო სამედიცინო კოლეჯის ,ეკონომიური ინსტიტუტის, მაგისტრის წოდების დიპლომები (ყალბი იყო და იმიტომ,),დატოვა მხოლოდ აგრარულის ბაკალავრიატის, სადაც ფიზიკურად ვერ ივლიდა რადგან 2002 2006 წლებში ის უკვე ალბათ ყალბი საბუთებით თანამდებობის პირი იყო. ანუ არსა უსწავლია.
: ვარძელაშვილმა სამთავრობო ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიიდან ამოიღო სამედიცინო კოლეჯის ,ეკონომიური ინსტიტუტის, მაგისტრის წოდების დიპლომები (ყალბი იყო და იმიტომ,),დატოვა მხოლოდ აგრარულის ბაკალავრიატის, სადაც ფიზიკურად ვერ ივლიდა რადგან 2002 2006 წლებში ის უკვე ალბათ ყალბი საბუთებით თანამდებობის პირი იყო. ანუ არსა უსწავლია.
გორი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 32 °C + 31 °C
ღამით + 22 °C + 21 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.