მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
დემოკრატია ქალების გარეშე, ნახევრად დემოკრატიაა

დემოკრატია ქალების გარეშე, ნახევრად დემოკრატიაა

`კანონი პოლიტიკური პარტიების შესახებ”, მუხლი 30-ე, მე-7 პუნქტი: `საარჩევნო სუბიექტი დაფინანსებაზე მიიღებს დანამატს 10%-ის ოდენობით, თუ მის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში (ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე_ყველა პარტიულ სიაში) ყოველ ათ კანდიდატს შორის განსხვავებული სქესი წარმოდგენილია სულ მცირე 20-% ით”.

საქართველოს კანონში არსებული ეს მუხლი პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალების აქტიურ ჩართვას ემსახურება. ჩვენს ქვეყანაში ნელ-ნელა ინგრევა მითი იმის შესახებ, რომ `ქალის ადგილი მხოლოდ სამზარეულოშია”. არაერთი სემინარი, კონფერენცია თუ მნიშვნელოვანი შეხვედრა ეთმობა ქალთა ჩართულობას პოლიტიკურ პროცესებში და გენდერულ საკითხებს. ამის მიუხედავად, დღემდე ძალიან გაგიჭირდებათ დასაქმების რომელიმე სფეროში, მაღალ პოზიციებზე ქალების მოძებნა.

ცხადია, გარკვეული და ალბათ ძალიან დიდი დროა საჭირო იმისათვის, რომ ქართველი ქალები სამოქალაქო ცხოვრებაში უფრო აქტიურად ჩაებან. საბედნიეროდ, ჩემს თვალსაწიერში სწორედ ასეთ ქალებს ვხედავ, რომლებსაც მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი კარიერული წინსვლა. თუმცა ერთია რაღაც გადაწყვიტო და მეორე შეასრულო იგი. რაც არ უნდა დიდი სურვილი იყოს ქალის მხრიდან გახდეს პროფესიონალი და წარმატებული, დაოჯახება ხშირად მას არჩევანის წინაშე აყენებს- ოჯახი თუ კარიერა. ცოტაა ქალი, რომელიც ამ ორ საქმეს ერთმანეთს შეუთავსებს, ეს კარგად გამოჩნდება მაშინაც თუ ქართულ პოლიტიკაში სქესთა ბალანსს გადავხედავთ.

`ხალხის გაზეთი” რამდენიმე რესპონდენტს გაესაუბრა, მათ გაგვიზიარეს თავიანთი მოსაზრება, რას ფიქრობენ ქალების ჩართულობაზე პოლიტიკურ პროცესებში.

ნათია ქორქაშვილი: `ქალების ყოფნა იმ საზოგადოებაში, რომელიც შეგუებულია მხოლოდ მამაკაცების აქტივობას ძალიან მნიშვნელოვანია. ახალი აზრი ყოველთვის ძალინ საინტერესოა, თუნდაც ვინმემ იგი არასწორად მიიჩნიოს. ნებისმიერ სფეროში აუცილებელია წარმოდგენილი იყოს ორივე სქესი და დაცული იყოს ბალანსი”.

თიკო ჯაფარიძე: `მე მიმაჩნია, რომ ქალების ჩართულობა პოლიტიკაში მთავარია, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ადამიანი თანასწორია. შესაბამისად მიუღებელი და წარმოუდგენელია ქალის უგულებელყოფა პოლიტიკურ ცხოვრებაში. ქალის ხედვა გასათვალისწინებელია ქვეყნის პოლიტიკური კურსის განსაზღვრისას. პოლიტიკა შეძლებისდაგვარად უნდა ერგებოდეს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად სქესისა, ასაკისა და ა.შ. ჩვენ ამ შემთხვევაში ყურადღებას სქესზე ვამახვილებთ. ამ საკითხის ირგვლივხ ხშირად დავობენ. თუ ჩვენ გამოვალთ გენდერული თანასწორობიდან, იმის გათვალისწინებით რომ პოლიტიკა უმნიშვნელოვანესია ქვეყნის განვითარებისთვის, შესაბამისად ქალების ყოფნა პოლიტიკაში გარდაუვალია”.

ნიკა სამადალაშვილი: `ქალები თან უნდა იყვნენ პოლიტიკაში, თან არა. (?) ქალების უმეტესი ნაწილს ამ საკითხში ვერ გააგებინებ ვერაფერს, როგორც თვითონ უნდათ, ისე ჰგონიათ ყველაფერი”.

თიკა ასლამაძე: `ქალების პოლიტიკური მოღვაწეობა ანგრევს სტერეოტიპს, თითქოს ქალები მამაკაცებზე ნაკლებად ჭკვიანები არიან. ისტორიაში ამის საწინააღმდეგო მაგალითები არსებობს. მაგალითად: მარგარეტ ტეთჩერის პოლიტიკური რეფორმები, ანგელა მერკელი, კონდოლიზა რაისი, ჰილარი კლინტონი და სხვა...შესაბამისად ქალთა აქტიური სამოქალაქო ცხოვრება აუცილებელია დემოკრატიული განვითარებისთვის”.

ნიკა გველესიანი: `ქალები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში. მათ შეუძლიათ ქვეყნისთვის ისეთივე სასიკეთო გადაწყვეტილებების მიღება, როგორც კაცებს”.

ანი ცაციაშვილი: `დავიწყებ იქიდან, რომ 21-ე საუკუნეში ქალის და მამაკაცის უფლებები თანაბარია. რა თქმა უნდა ქალი უნდა იღებდეს მონაწილეობას პოლიტიკურ ცხოვრებაში. ქალი ხშირად უკეთეს გადაწყვეტილებას იღებს ვიდრე მამაკაცი, მას თავისი ხედვები აქვს. მარტო მამაკაცები ცოდონი არ არიან პოლიტიკაში? ერთფეროვნების განცდა იქმნება, ასე რომ ქალები საჭირონი ვართ!”.

მიხეილ შავთვალაძე: `ქალები ისეთივე მოქალაქეები არიან, როგორც მამაკაცები და მათაც ისეთივე უფლებები და ვალდებულებები გააჩნიათ საზოგადოების წინაშე როგორიც მამაკაცებს”.

ნათია ბარბაქაძე: `მნიშვნელოვანია ქალების მონაწილეობა რადგან ეს ჯერ ერთი ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხის მაჩვენებელია, მეორეც ქალთა ემანსიპაციის განმსაზღვრელია. როგორც თეორეტიკოსები ამბობენ, ქალს ლიდერს, შემოვლითი, კონსესუსსა და ურთიერთობაზე დამყარებული ხელმძღვანელობის სტილი ახასიათებს, რაც პოლიტიკაში გარკვეულ სტაბილურობას ქმნის.

გიგა კაჭკაჭიშვილი: `ქალებსაც და კაცებსაც თანაბარი უფლებები გააჩნიათ”.

თათია დემეტრაშვილი: `ჩემი აზრით, პოლიტიკა ის ცნებაა, რომლის შესწავლა შეუძლია ნებისმიერი სქესის ადამიანს. ადამიანის ტვინი კი ძირითადად ერთნაირად რეაგირებს იმ თემებზე რაც აინტერესებს. ნებისმიერი ადამიანი უნდა იყოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართული, მათ შორის სექსუალური უმცირესობებიც. გვაქვს მაგალითები რა არაჩვეულებრიი პოლიტიკის კეთება შეუძლიათ ქალბატონებს. მაგალიტად: ჰილარი კლინტონი, მარგარეტ ტეთჩერი...

როგორიც არ უნდა იყოს დღევანდელი ქართული პოლიტიკა გენდერის მხრივ, სამოქალაქო საზოგადოებას უნდა ახსოვდეს რომ “დემოკრატია ქალების გარეშე ნახევრად დემოკრატიაა”.

საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წარმომადგენელი საქართველოში ლუის ნავარო ამბობს, რომ ამ კანონის მიღებით გაიზრდება ქალთა რიცხვი პარლამენტში და ზოგადად მათი მონაწილეობა პოლიტიკაში: `თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქალია და ამომრჩევლებშიც ქალები ჭარბობენ, პარლამენტში მოღვაწე ქალთა პროცენტული მაჩვენებელი ძალიან დაბალია. ეს ნიშნავს, რომ ქალები ისე არ არიან წარმოდგენილნი როგორც ეს შეიძლებოდა ყოფილიყო და როგორც უნდა იყოს დემოკრატიულ ქვეყანაში. აქვე უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტორიც, რომ არსებობს მთელი რიგი საკითხები, რომლებიც უშუალოდ ქალებს ეხებათ და რომელთა ადვოკატირებაც საუკეთესოდ სწორედ ქალებს შეუძლიათ”.

ჯერ კიდევ 2008 წელს, მსგავსი რეკომენდაცია_ქალთა მონაწილეობის პროცენტი პარტიების დაფინანსების ფორმულაში ჩამჯდარიყო_საქართველოს ხელისუფლებას `კავკასიის ქალთა ქსელმაც” მისცა. მაშინ კანონში ცვლილება არ შესულა. `კავკასიის ქალთა ქსელის” ხელმძღვანელი ნინო ციხისთავი დღეს ამბობს, რომ მხოლოდ გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და რეკომენდაციების შემდეგ მიიღო ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ და ამის მიუხედავად, ეს არ ნიშნავს ქალებისთვის კარის გაღებას პოლიტიკაში.

ნინო ციხისთავი: `ეს ცვლილებები რაც არჩევნების წინ ხელისუფლებამ გამოაჩოჩა, მხოლოდ დემოკრატიული ფასადის შენარჩუნებას ემსახურება. მე არ ვამბობ, რომ ეს არის საკითხი რომელიც გასაკეთებელი არ იყო. მაგრამ ის სრულიად ნიველირებულია იმ ფონზე, როდესაც სწორედ ამ წელს ხელისუფლებამ პრაქტიკულად ხელი მოუქნია ქალებს, როდესაც მათ უთხრა სახლში უნდა დარჩეთ და არ უნდა იმუშაოთ რადგან საბავშვო ბაღები ფასიანი გახდაო. ეს ორის საკითხი სასწორის პინაზე რომ დავდოთ რა უფრო გადაწონის? პარტიების ფინანსური წახალისება ამართლებს იმ შემთხვევაში, თუ ყველა პარტიას თანაბარი გაძლიერებისა და განვითარების შესაძლებლობა აქვს და საერთო პოლიტიკური სივრცე ჯანსაღია. ხოლო თუ ჩვენ ძალიან ახლო წარსულს გადავხედავთ ვნახავთ რომ ქალთა მონაწილეობა მაშინ როდესაც ყველაფერს უმრავლესობა წყვეტს, ფიქტიურია. ამ პირობებში კი ის კონკრეტული პარტიები, რომელიც ქალთა სიმრავლის გამო საკუთარ სიებში, დაფინანსებას მიიღებენ, მაინც სცენის მიღმა დარჩებიან.~

თინა ხიდაშელი (კოალიცია `ქართული ოცნება~): `მე ვფიქრობ საარჩევნო სურათმა ცალსახად აჩვენა, რომ ვერაფერს გავხდებით ამ ხელოვნურად შექმნილი საშუალებებით და ცვლილებებით მართალია ახალი მოწვევის პარლამენტში მეტი ქალი შევა, თუმცა ეს არ იქნება არსებითი ცვლილება. ამ პრობლემის მოგვარება მხოლოდ ბუნებრივი გზით შეიძლება. ამ თემაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით მუშაობენ, უძღვნიან ათას შეხვედრებს და სემინარებს. შესაბამისად ჩვენც დიდი შრომის გაწევა მოგვიწევს ამ პრობლემის მოსაგვარებლად~

ქეთევან ბებიაშვილი (ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი): `მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონში `პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ცვლილება შევიდა, არც ერთ პარტიაში ქალების რაოდენობა არ შეცვლილა. წინა მოწვევის პარლამენტში ქალი დეპუტატების რაოდენობა იყო ცხრა, ხოლო ახალი მოწვევის პარლამენტში, ეს რიცხვი, ფაქტობრივად გაორმაგდება. ეს შედეგი ცხადია კარგია, თუმცა ქალ დეპუტატთა რაოდენობა სასურველზე ნაკლებია. ამ მხრივ გატარებული ნებისმიერი ღონისძიება შემდგომში გენდერული ბიუჯეტისა და ქალთა უფლებების საკითხში წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება”.

ისევ ზემო ხსენებულ კანონს დავუბრუნდებით `პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” და ვეცდებით, გენდერული ბალანსი წინა და ახალი მოწვევის პარლამენტის შედარების საფუძველზე განვიხილოთ.

2012 წელს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებით მთავრობა შეიცვალა. შესაბამისად მთავრობაც და პარლამენტიც ახალი კადრებით დაკომპლექტდება. 2008-2012 წლების პარლამენტში 6 პარტიაა წარმოდგენილი, მოგეხსენებათ უმრავლესობას წარმოადგენს `ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. პარლამენტში მხოლოდ 9 დეპუტატია ქალი. ესენი არიან ანიკაშვილი მაგდა `ქრისტიან-დემოკრატებიდან~, გოგორიშვილი ხათუნა, ვერულაშვილი მარიკა, თაქთაქიშვილი ჩიორა, კერვალიშვილი რუსუდან, ოჩიაური ხათუნა, ხერხეულიძე ეკატერინე, გურანდა ჯაბუა და ჯავახაძე ელენე კი `ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან.

როგორც ვხედავთ, დეპუტატი ქალების რაოდენობა დეპუტატთა მთლიანი რაოდენობის 10 პროცენტსაც კი არ შეადგენს.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე თითოეულმა პარტიამ წარმოადგინა საარჩევნო სია. `ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატობის 155 კანდიდატიდან, მანდილოსანი 15-ია. რაც დაახლოებით მის 10 პროცენტს შეადგენს.ამათგან 6 კანდიდატს სავარაუდოდ ახალ პარლამენტშიც ვიხილავთ. რაც შეეხება კოალიციას `ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება” დეპუტატობის 200 კანდიდატიდან 35 აღმოჩნდა ქალბატონი, რაც საერთო რაოდენობის დაახლოებით 17 პროცენტს შეადგენს. პარლამენტში, `ქართული ოცნების” მანდილოსანი წარმომადგენლებიდანაც 6 დეპუტატი მოხვდება.

როგორც ჩანს, ახალი მოწვევის პარლამენტში დეპუტატი ქალების რაოდენობა უმნიშვნელოდ გაიზრდება, რაც სასურველ რაოდენობაზე საკმაოდ ცოტაა.

რეზო ოქრუაშვილი

`ხალხის გაზეთი~ 


რეზო ოქრუაშვილი
21.10.2012
ინფორმაცია მოწოდებულია: ”ხალხის გაზეთი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: გამარჯობა, სტატიაში „დემოკრატია ქალების გარეშე, ნახევრად დემოკრატიაა“ გამოყენებულია ჩემი და ჩემი ყოფილი კურსელებისა და ლექტორის კომენტარები, პირადად მე სრული პასუხისმგებობთ შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი სიტყვები არ მითქვამს და არც ოფიცილაური კომენტარი გამიკეთებია ამ თემაზე, ნამდვილად არ მახსოვს სტატიის ავტორს რეზო ოქრუაშვილს ჩემთვის ეკითხა აზრი ქალების ჩართულობაზე და მსგავს საკითხებზე, გთხოვთ გაგვარკვიოთ სიტუაციაში. მე ნამდვილად არ გამოვრიცხავ რომ სხვა თიკო ჯაფარიძეც არსებობს, თუცა ასეთი დამთხვევების ნაკლებად მჯერა როდესაც ჩემ კურსელთა უმრავლესობის სახელები და გავრებია გამოყენებული. ეს არ არის პროფესიონალიზმი და ეს არ არის სინდისიერება. მართალია ვეთანხმები ჩემი სახელით გაკეთებულ კომენტარს , თუმცა რაც არ უნდა იყოს ის ჩემი სიტყვები არ არის და ეს უბრალოდ ტყუილია, ამიტომ ეს სტატია უნდა აიღოთ, ან ჩემი კომნეტარი ( რომელიც კიდევ ერთხელ ვამბობ არ გამიკეთებია) ამოიღეთ.
: You're the geratset! JMHO
: Thinking like that shows an eeprxt at work
: Crteaed the greatest articles, you have.
: This is way more helpful than antnyhig else I've looked at.
გორი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 10 °C + 8 °C
ღამით + 2 °C + 2 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.