მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
გორში ,,ქართლის ღვინის ფესტივალი“ გაიმართება

ხვალ, 23 ივნისს გორში, რეაბილიტირებულ ციხისუბანში ,,ქართლის ღვინის ფესტივალი" გაიმართება. ფესტივალის ჩატარების იდეა ანდრო ბარნოვს ეკუთვნის და შიდა ქართლის გუბერანტორის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.
ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საკანონმდებლო და აღმსარულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სასულიერო პირები.
ფესტივალზე წარმატებულ ღვინის კომპანიებთან ერთად, რეგიონის მცირე მარნები და მევენახე-გლეხებიც იქნებიან, რომლებიც წარმოადგენენ ადგილობრივი უნიკალური ჯიშებიდან დაყენებული, განსაკუთრებული გემოვნური თვისებების მქონე სხვადასხვა სახეობის ღვინოს, რომლებიც ჯერ არ გასულა ბაზრებზე და რომელთა შერჩევასაც წინასწარ აწარმოებდა ,,ქართლის ტრადიციული მეღვინეობის ასოციაცია". ფესტივალის სტუმრებს ღვინის უფასო დეგუსტაციის და ყიდვის საშუალება ექნებათ. ღვინის გარდა, სტუმრებს შეეძლებათ შეიძინონ სხვადასხვა სახეობის და ასორტიმენტის ყველი, მწვადი და პური, რომლებიც მთლიანად ადგილობრივი რესტორნებისა და მწარმოებლებისგან იქნება მოწოდებული. ფესტივალზე ასევე გაიყიდება ადგილობრივი წარმოების ჩირი, ჩურჩხელა, ტკბილეული, ხელოსნების მიერ წარმოებული სუვენირები, ნახატები და სხვა. ფესტივალზე გამოიფინება ისტორიული ნივთები და ფოტოები ადგილობრივი მუზეუმებიდან, რომლებიც დაკაშირებულია ღვინოსთან და ადგილობრივ ტრადიციებთან, ასევე ისტორიული გორის ძველი უბნის ცხოვრების ამსახველი ფოტოები მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე.
ფესტივალზე არ გამოვლინდება გამარჯვებული. მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ თავისი შეხედულებისამებრ დაასახელონ რჩეული ღვინო.
ორგანიზატორები ფესტივალში მონაწილე ყველა მეღვინეს გადასცემენ სიგელებს და საჩუქრებს.
ფესიტვალს მუსიკალურად გააფორმებს ადგილობრივი ჯაზ-ბენდი ,,კანუდოსი" და ქართული ხალხური ანსამბლი.
ფესტივალის მასპინძელია შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია. ღონისძიებას ორგანიზებას უწევს ,,ქართლის ტრადიციული მეღვინეობის ასოციაცია" და რეგიონული განვითარების სააგენტო.
ფესტივალი წელს პირველად ტარდება და ორგანიზატორების სურვილია, რომ ის ტრადიციული გახდეს. ფესტივალი მიზნად ისახავს განსაკუთრებული გემოვნური თვისებების მქონე ქართლის ღვინის პოპულარიზებას, ადგილობრივი ვაზის ჯიშების შენარჩუნებას და გამრავალფეროვნებას, რეგიონში შემორჩენილი უნიკალური ჯიშებიდან დაყენებული ღვინის გაცნობა-პოპულარიზაციას, გლეხებისთვის დამატებით შემოსავლის მოტანას, ქართლის ღვინის მწარმოებელთა კატალოგის შექმნას შემდგომი კონსულტაციებისა და სერვისების მიწოდების მიზნით, ახალ მწარმოებელთა დაინტერესებას, შიდა თუ გარე ბაზრების ყურადღების მიპყრობას.



22.06.2013
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: “lies of scientists (not scn)1cee&#822i;Do you have some examples of scientists lying? If i remember correctly the scientific method helps prevent people from just making shit up.
: Real brain power on dilsyap. Thanks for that answer!
გორი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 31 °C + 34 °C
ღამით + 20 °C + 19 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.