შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სპეციალური პენიტენციური სამსახური: ომბუდსმენმა ციხეში ვანო მერაბიშვილი მოინახულა

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 იანვარი 2020
"სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და მისი მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე N9 პენიტენციურ დაწესებულებაში 18:00 საათის შემდეგ, პენიტენციური დაწესებულების დახურვიდან რამდენიმე წუთში მივიდნენ. დაწესებულებაში ვიზიტისას ომბუდსმენი შეხვდა ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს, მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილს, ასევე 2006 წლის 2 მაისის, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულ კახაბერ ნაკანს, რომელიც იმ დროისთვის შს სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის უფროსი იყო. ამასთან, ომბუდსმენმა მოითხოვა მსჯავრდებულ გურამ დონაძესთან შეხვედრა, თუმცა მსჯავრდებულმა მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა", – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.როგორც ნინო ლომჯარიამ მედიასთან განაცხადა, მისი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია იყო კონფიდენციალური, თუმცა, მისი თქმით, როგორც ჩანს, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „მაინც გავიდა“.“სახალხო დამცველის საქმიანობის მთელი პრინციპი დგას კონფიდენციალობაზე და ჩემი შეხვედრების შესახებ ინფორმაციის გავრცელებით უწყებამ ჩაიდინა დანაშაული”, – განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია