შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორელოვკაში წყლის სისტემაზე უკანონო დაერთებებს ჩაჭრიან

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 იანვარი 2020
სოფელ გორელოვკაში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო თავმჯდომარე, სუმბატ კიურეღიანსა და ჩაფინიანებს შორის დაპირისპირება, 16 იანვარს სწორედ სასმელი წყლის განაწილების გამო დაიწყო. 20 იანვარს კი ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს, ორი საათით გადაკეტეს საქართველო–სომხეთის დამაკავშირებელი ცენტრალური გზაც.ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელს სასმელი წყალი არ ჰყოფნის რადგან, წყლის დიდი ნაწილი კიურეღიანების ფერმაში მიდის. გარდა ამისა, პრობლემაა საძოვრებიც, მათი თქმით, გორელოვკაში ჰექტრობით მიწა ადგილობრივი ჩინოვნიკების ხელშია.22 იანვარს, გორელოვკაში, სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულის მოადგილე, შალვა ბერძენიშვილი და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე-ჯავახეთის ფილიალის მენეჯერი, ბესიკ ფილაური აღნიშნული პრობლემის შესწავლის მიზნით იმყოფებოდნენ. „გორელოვკაში ცენტრალური მაგისტრალი შევისწავლეთ. ვნახეთ რა სიტუაციაა, რათა ამის მიხედვით დაიგეგმოს სამუშაოები და ზედმეტი დაერთებები ჩაიხსნას. ამინდზე ვართ დამოკიდებული, რომ სამუშაოები დავიწყოთ. წყალმომარაგების კომპანია გვეხმარება, ჩვენ კი ტექნიკა უნდა დავახმაროთ“,- ამბობს შალვა ბერძენიშვილი.გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე-ჯავახეთის ფილიალის მენეჯერი, ბესიკ ფილაურის განმარტებით, სათავეზე დებეტი უკვე გაზარდეს, მაგრამ დაერთებების გამო, წყლის დიდი ნაწილი გზაში იკარგება.რაც შეეხება საძოვრების საკითხს, მხარის რწმუნებულის მოადგილე ამბობს, რომ ამ პრობლემის მოგვარების მიზნით, კომისია მალე შეიქმნება.„ჩვენ მოსახლეობას ვუთხრით, რომ მიმართონ ქონების მართვის სააგენტოს, რათა მათ თავისი სპეციალისტები გამოყონ, კომისიაში ასევე შევლენ ნინოწმინდის მერიის და რწმუნებულის აპარატიის თანმაშრომლები. სამუშაო ჯგუფი საკადასტრო რუქების მიხედვით შეისწავლის საკითხს“,- ამბობს ბერძენიშვილი.20 იანვრის აქციაზე, სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებული, ბესიკ ამირანაშვილი ადგილობრივებს დაჰპირდა, რომ ცენტრალურ მაგისტრალზე არსებული ყველა დაერთება ჩაიჭრებოდა და წყალი ყველას თანაბრად ექნებოდა.[მარიამ ბარძიმაძე, ნინოწმინდა]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია